კოალიცია ცვლილებისთვის: არჩევნები არის მოპარული, ჩვენ არ ვაღიარებთ შედეგებს

კოალიცია ცვლილებისთვის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ამის შესახებ ბრიფინგზე კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ისაუბრა. “არჩევნების შედეგებს ჩვენ არ ვაღიარებთ, არჩევნები არის მოპარული, ხელისუფლების უზურპაცია მოხდა საქართველოში. ეს არის საკონსტიტუციო გადატრიალება, ქართული ოცნება არის საკონსტიტუციო გადატრიალების ავტორი და ამაზე ქართული ოცნება აგებს პასუხს აუცილებლად იმ წესით, რომელსაც ითვალისწინებს კანონმდებლობა. მაგრამ, ვიდრე ეს მოხდება, ქართულ ოცნებას […]
ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა: მოპარული, მიტაცებული არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ

ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებს. ამის შესახებ ბრიფინგზე კოალიციის ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, ისინი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას გააგრძელებენ. “ჩვენ ვხედავთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეასრულა ივანიშვილის ბინძური დაკვეთა და გამოაცხადეს შედეგები, რომლებიც აჩვენებს, რომ ოლიგარქმა ივანიშვილმა ქართველ ხალხს გამარჯვება მოპარა და ამით მოიპარა ევროპული მომავალი. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის […]
“ასეთი მშვიდი საარჩევნო გარემო და კამპანია მე არ მახსოვს” – კალაძის განცხადება

“არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუმცა მათ განცხადებას არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის ყველაზე მთავარია, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში. მე 2012 წლიდან მონაწილეობას ვუღებ არჩევნებში და ასეთი მშვიდი საარჩევნო გარემო და კამპანია მე არ მახსოვს. ყველა პოლიტიკურ პარტიას და ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ მისი საარჩევნო კამპანია ჩაეტარებინა. რაც შეეხება ცესკოს […]
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს – იგეგმება მოგვიანებით განცხადებების გაკეთება

ოპოზიციური პარტიების ლიდერები სასტუმრო “ვინდჰემში” იყვნენ შეკრებილი. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული პირველადი წინასწარი შედეგების შემდეგ, სავარადუდ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საზოგადოებას სამოქმედო გეგმას გააცნობენ. შეხვედრაზე იმყოფებოდა ცესკოს წინასწარი შედეგების მიხედვით, ბარიერგადალახული ოთხივე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი. მათი ინფორმაციით, ნახევარ საათში ისინი განცხადებებს გააკეთებენ საკუთარი პარტიების ოფისებში. “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, ბრძოლა გრძელდება “ბრძოლა გრძელდება, სულ […]
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ინფორმაციით, ზუგდიდში მათ ოფისს თავს დაესხნენ

ზუგდიდში, “კოალიცია ცვლილებებისთვის” შტაბს და შტაბში მყოფ კოალიციის წევრებს “ქართული ოცნების” მხარდამჭერები თავს დაესხნენ. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” “კოალიცია ცვლილებებისთვის” წარმომადგენელმა თემურ ბასილაიამ განუცხადა. მისი თქმით, ისინი ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ. “ქართული ოცნების” ტიტუშკები მოვიდნენ ცოტა ხნის წინ. ისინი ჩვენთან პირველად, დაახლოებით საათ ნახევრის წინ მოვიდნენ, ამის შემდეგ მეორედაც. არ ვიცი, რა იყო მათი მოსვლის […]
ჩვენ არ გვაქვს კოალიციური მთავრობის კულტურა, მაგრამ არაფერია საშიში, ვისწავლით – ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი

ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივნის, სანდრო ჭუმბურიძის განცხადებით, საქართველოში ერთპარტიული მმართველობა უნდა შეიცვალოს კოალიციური მმართველობით და ეს დღევანდელმა არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს. როგორც ჭუმბურიძე აღნიშნავს, კოალიციური მმართველობის გამოცდილება არ გვაქვს, თუმცა ვისწავლით. „მე არ მახსოვს არჩევნები, რომელიც არ იყო დიდი გამოწვევების ფონზე, დაწყებული 1991 წლიდან, როდესაც ეროვნული მთავრობა მოვიდა და ჩაანაცვლა კომუნისტური პარტია, შემდეგაც ყველა არჩევნები იყო […]
საია: საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე წარიმართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არჩევნების დღის 21:00 საათის მდგომარეობით არსებული ინფორმაციას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ არსებული მონაცემების მიხედვით, საარჩევნო პროცესი კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე წარიმართა. ორგანიზაციის ცნობით, მისიამ 15:00-იდან 20:00-მდე გამოავლინა ხმის ფარულობის დარღვევის, ფიზიკური ძალადობის და მუქარის, დამკვირვებლებისა და ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელშეშლის, აგიტაციის ფაქტები, ასევე, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული ხარვეზები. საიას დამკვირვებლებმა ამ ეტაპისთვის, […]
ევროკავშირში მუსლიმთა დისკრიმინაციის ზრდაზე საუბრობენ

ფუნდამენტური უფლებების ევროკავშირის სააგენტოს მიერ ხუთშაბათს, 24 ოქტომბერს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ევროკავშირის 13 ქვეყანაში თითქმის ყოველი მეორე მუსლიმი, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, დისკრიმინაციას განიცდიდა. „დეჰუმანიზაციის“ მკვეთრი ზრდა ევროკავშირის ქვეყნებში – ფუნდამენტური უფლებების ევროკავშირის სააგენტოს (FRA) ანგარიშში ნათქვამია, რომ თითქმის ყოველი მეორე ევროპელი მუსლიმი რასისტული დისკრიმინაციის მსხვერპლია. კვლევის თანახმად, ევროპის 13 ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში გამოკითხული […]
საია – საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე წარიმართა

საიას დამკვირვებლებმა ამ ეტაპისთვის, საერთო ჯამში, ცუდი პრაქტიკის დაახლოებით 300-მდე შემთხვევა აღრიცხეს. აქედან, საარჩევნო უბნის პერიმეტრზე 44 დარღვევა აღწერეს, ჩანაწერთა წიგნში დააფიქსირეს 51 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში დაწერეს 37, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე – 21 საჩივარი , – ამის შესახებ საიას სადამკვირვებლო მისიის ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშის თანახმად, საიამ დააფიქსირა ფიზიკური დაპირისპირების და შელაპარაკების რამდენიმე […]
„ანუ ქართული ღირსების და ტრადიციების დასაცავად ყველაზე მედგრად ჩვენი აზერბაიჯანელი და სომეხი თანამოქალაქეები დადგნენ?“ – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი იმ ციფრებს ეხმაურება, როლის მიხედვითაც, ყველაზე ბევრი ხმა „ქართულ ოცნებას“ ეთნიკურად სომეხმა და აზერბაიჯანელმა საქართველოს მოქალაქეებმა მისცეს: „ანუ ქართული ღირსების და ტრადიციების დასაცავად ყველაზე მედგრად ჩვენი აზერბაიჯანელი და სომეხი თანამოქალაქეები დადგნენ?“