,,აბა მორჩა აქ პანიკა და ისტერია!“ – ბუკა პეტრიაშვილი

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში, ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,აბა მორჩა აქ პანიკა და ისტერია! 30 პროცენტი არ დათვლილა! თბილისი და ყველა ქალაქი ოპოზიციამ მოიგო! პირველ რიგში შემოგვაჩეჩეს გაყალბებული სათავისო შედეგები! ემიგრანტების ხმები ღამე დაგვეწევა! ერთობლიობაში ეს ყველაფერი სურათის სერიოზულად შემცვლელია! კი ბატონო, საქმე გვაქვს სასწაულ გაყალბებასთან, მაგრამ ამ პირობებშიც შეიცვლება სურათი! აი ნახავთ!”
წინასწარი შედეგებით, საქართველოს მმართველი პარტია გადამწყვეტ არჩევნებში იმარჯვებს – სააგენტო “როიტერი”

ოფიციალური წინასწარი შედეგებით, საქართველოს ყველაზე გავლენიანმა ადამიანმა შაბათს საპარლამენტო არჩევნები მოიგო, თუმცა ოპოზიცია მმართველ პარტიას მოუწოდებს, აღიაროს დამარცხება და საშუალება მისცეს სამხრეთ კავკასიის ქვეყანას, ევროკავშირს დაუახლოვდეს, – აღნიშნულია Reuters-ის სტატიაში, რომელიც საქართველოში არჩევნების შედეგებს ეძღვნება. „ქართული ოცნების“ მილიარდერი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, ოპოზიცია და უცხოელი დიპლომატები ამ არჩევნებს განიხილავდნენ, როგორც გარდამტეხ მომენტს, რომელიც გადაწყვეტს, საქართველო დასავლეთს […]
კოალიცია „ცვლილებებისთვის“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების შედეგების აღიარებას არ აპირებს

კოალიცია „ცვლილებებისთვის“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების შედეგების აღიარებას არ აპირებს, – ამის შესახებ პარტიების ლიდერებმა გამართულ ბრიფინგებზე განაცხადეს. „არჩევნები არის მოპარული. ხელისუფლების უზურპაცია მოხდა ქვეყანაში. ეს არის „ქართული ოცნება“ არის საკონსტიტუციო გადატრიალების ავტორი და ამაზე აგებს პასუხს, აუცილებლად, მაგრამ ვიდრე ეს მოხდება, მათ მოუწევთ ოპოზიციის გამარჯვების აღიარება“, – განაცხადა კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა […]
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს – იგეგმება მოგვიანებით განცხადებების გაკეთება

ოპოზიციური პარტიების ლიდერები სასტუმრო “ვინდჰემში” იყვნენ შეკრებილი. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული პირველადი წინასწარი შედეგების შემდეგ, სავარადუდ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საზოგადოებას სამოქმედო გეგმას გააცნობენ. შეხვედრაზე იმყოფებოდა ცესკოს წინასწარი შედეგების მიხედვით, ბარიერგადალახული ოთხივე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი. მათი ინფორმაციით, ნახევარ საათში ისინი განცხადებებს გააკეთებენ საკუთარი პარტიების ოფისებში. “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, ბრძოლა გრძელდება “ბრძოლა გრძელდება, სულ […]
ნიკა მელია – გადაწყვეტილება იქნება ადეკვატური

გადაწყვეტილება იქნება ადეკვატური , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა მელიამ მედიასთან განაცხადა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ. კოალიციაში განცხადება რამდენიმე წუთში გაკეთდება, თუმცა მანამდე მელიამ თქვა, რომ გადაწყვეტილებას თან უნდა ახლდეს სწორი სამოქმედო ნაბიჯები და არა ემოციური. „გადაწყვეტილება იქნება ადეკვატური, რომელიც არ იქნება მხოლოდ გადაწყვეტილებისთვის. თუ ვინმეს სჯერა, რომ ამ ქვეყანაში 12 […]
თინა ბოკუჩავა – ჩვენ მიტაცებული არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ, მოპარული შედეგების აღიარებას არ ვაპირებთ

ჩვენ მიტაცებული არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ და ჩვენ ამ მოპარული შედეგების აღიარებას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ბოკუჩავამ განაცხადა, ერთობა აპირებს ბრძოლას ევროპული მომავლის დასაბრუნებლად. “დღევანდელი ისტორიული არჩევნები იყო ქართველი ხალხის გამარვება და რჩება ქართველი ხალხის გამარჯვებად, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ცესკომ შეასრულა ივანიშვილის ბინძური […]
„კოალიცია ცვლილებებისთვის“: არჩევნები მოპარულია, შედეგს არ ვაღიარებთ

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ აცხადებს, რომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ვინაიდან ისინი მოპარულია. „არჩევნების არის მოპარული. მოხდა ხელისუფლების უზურპაცია, ეს არის გადატრიალება. ქართულ ოცნებას მოუწევს ოპოზიციის გამარჯვების აღიარება. გაშიფრული გვაქვს სქემა, რომლითაც მოიპარეს არჩევნები. ჩვენ ვაპირებთ ხმების დაცვას. კონსტიტუციური გადატრიალების ავტორებს ელოდებათ შედეგები, რაც არის დადგენილი კანონმდებლობით“, – თქვა კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ. მან აღნიშნა, რომ […]
ცესკო: „ოცნებამ“ ყველაზე ცუდი შედეგი თბილისში აჩვენა, ყველაზე კარგი — სამცხე-ჯავახეთსა და საჩხერეში

ცესკოს მიერ უბნების 72%-ის დათვლის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 53%-ით ლიდერობს. „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა უმრავლესობა დააგროვა თითქმის ყველა ოლქში, გარდა თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ბათუმისა და წალენჯიხისა. მმართველი პარტიის მიერ დედაქალაქში მიღებული ხმები შემდეგნაირად ნაწილდება: · მთაწმინდა — 41.512% (14696 ხმა) · ვაკე — 38.003% (28983 ხმა) · საბურთალო — 39.758% (38110 ხმა) · კრწანისი […]
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“: არ ვაღიარებთ „მოპარული არჩევნების შედეგებს“

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ოპოზიციამ და კოალიცია „მოპარული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს“. „ცესკომ შეასრულა ივანიშვილის ბინძური დაკვეთა და გამოაცხადა შედეგები, რომელიც აჩვენებს, რომ ოლიგარქმა ქართველ ხალხს გამარჯვება მოჰპარა და ამით მოჰპარა ევროპული მომავალი. ვაცხადებთ, რომ ჩვენ მოპარული და მიტაცებული არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ. ამ მოპარული და მიტაცებული […]
მეზვრიშვილი: მტკიცებულებები გვაქვს დარღვევებზე, საერთაშორისო დამკვირვებლებს მივაწვდით

პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთმა წევრმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ სისტემურ დარღვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, სწორედ ეს დარღვევები იწვევს კითხვის ნიშნებს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. “რეგიონებიდან მოდიოდა ცნობები, რომ მასიურად ადამიანებს ართმევდნენ პირადობის მოწმობებს იმისთვის, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი პირადობის გარეშე დაეტოვებინათ სახლებში და მათი პირადობის მოწმობების გამოყენებით სხვა ადამიანებს მიეცათ უბნებზე ხმა. ჩვენ არ […]