,, რას მივდიოდით ამ არჩევნებზე თუ ვერიფიკაციის აპარატებმა და ელექტრონულმა არჩევნებმა უფრო გაუადვილა ქოცებს გაყალბება?“ – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი: ,,როგორც ახლა ირკვევა, არაფერი არ გვიცავდა და გვაზღვევდა იმისგან, რომ ვერიფიკაციის აპარატებში ერთი და იგივე ხალხის აიდი ბარათები ოთხ და ხუთ უბანზე არ ჩაემატებინათ და ასე არ გაეყალბებინათ არჩევნები. ვინც ამ საკითხებზე მუშაობდა და ვისაც ამაზე უნდა ეფიქრა რატომ არ იფიქრა? რატომ არ ვიცოდით ამის შესახებ? საერთოდ რას მივდიოდით ამ […]

ბადრი ჯაფარიძე – რაც ცესკომ გამოაცხადა, აცდენილია ჩვენი თანამოქალაქეების ნებას – მხარდაჭერა, რომელიც მივიღეთ, გვავალდებულებს გავაგრძელოთ თითოეული ხმის დასაცავად ბრძოლა

ჩვენი მხარდაჭერა გვავალდებულებს, რომ თითოეული ხმის დასაცავად ბრძოლა გავაგრძელოთ, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. ჯაფარიძის თქმით, ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგი მოქალაქეების ნებას არ ასახავს. “ეს, რაც ცესკომ გამოაცხადა, რა თქმა უნდა, საერთოდ აცდენილია ჩვენი თანამოქალაქეების ნებას, ეს არის მანიპულაციებისა და დაშინების გამოყენებით მიღებული შედეგი და, შესაბამისად, ის ვერ იქნება ამსახველი […]

ცესკოს წინასწარი შედეგების მიხედვით არჩევნებში “ქართული ოცნება” 53.06 %-ით ლიდერობს

ცესკოს პირველადი წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტის არჩევნებში “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ 53.064 %-ით ( 955 662 ხმა) ლიდერობს. მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, რომელმაც 11.176 % (201 275 ხმა) მიიღო. „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 9.847 % (177 349) მოიპოვა; „ძლიერი საქართველოს – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.998 % (162 056 […]

თომას ჰენდრიკ ილვესი ვიქტორ ორბანის მილოცვაზე – ეს ძველი საბჭოური ტრადიციაა, როგორც 1940 წლიდან ვიცით, რომ მილოცვები მოურიდებლად ან თუნდაც უსირცხვილოდ მოდის არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე

ეს ძველი საბჭოური ტრადიციაა, როგორც 1940 წლიდან ვიცით, რომ მილოცვები მოურიდებლად ან თუნდაც უსირცხვილოდ მოდის არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე , – ასე ეხმაურება ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, თომას ჰენდრიკ ილვესი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ “ქართული ოცნებისთვის” გამარჯვების ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე მილოცვას. “ეს ძველი საბჭოური ტრადიციაა, როგორც 1940 წლიდან ვიცით, რომ მილოცვები მოურიდებლად ან თუნდაც უსირცხვილოდ მოდის […]

ცესკოს განცხადება შედეგების ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსების ფორმატთან დაკავშირებით

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ცესკოს შედეგების ვებგვერდთან დაკავშირებით გავრცელებულ არასწორ ინფორმაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და დეტალები განმარტა. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. როგორც ცნობილია, ცესკოს შედეგების ვებგვერდზე იტვირთება როგორც ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატებიდან ამობეჭდილი კენჭისყრის შედეგების ანგარიში, ე.წ. ქვითრები, ასევე ის შემაჯამებელი ოქმები, რომლებსაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ბიულეტენების ხელის გადათვლის შემდგომ ადგენენ […]

ცესკო – ახლა ვებ-გვერდზე შემოდის იურიდიული ძალის მქონე, ხელით დათვლილი შემაჯამებელი ოქმები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ განაცხადა, რომ ახლა ვებ-გვერდზე იტვირტება იურიდიული ძალის მქონე, ხელით დათვლილი შემაჯამებელი ოქმები. „მინდა განვმარტო ცესკოს შედეგების ვებ-გვერდზე ოქმების შემოსვლის პროცედურები. როგორც მოგეხსენებათ, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იურიდიული ძალის გახლავთ ის ოქმები, რომლებიც გადაითვლება ხელით და შესაბამისად, მხოლოდ ამის შემდეგ გამოიგზავნება ცესკოს ვებ-გვერდზე. ეს ოქმები ნელ-ნელა იტვირთება და შეუძლია ყველა […]

„ჩემი ხმა“ – არჩევნების დღე მძიმე და არსებითი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა – შემუშავებული იყო არჩევნების გაყალბების კომპლექსური სქემა

არჩევნების დღე მძიმე და არსებითი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა , – ამის შესახებ სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიციის, „ჩემი ხმას“ ერთ-ერთმა წევრმა, ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე განაცხადა. ლონდა თოლორაიას განცხადებით, შემუშავებული იყო არჩევნების გაყალბების კომპლექსური სქემა, რომლის განხორციელებისთვისა გამოყენებული იქნა სხვადასხვა მეთოდები. “აშკარა გახდა, რომ შემუშავებული იყო არჩევნების გაყალბების კომპლექსური სქემა, რომლის განხორციელებისთვისა გამოყენებული იქნა ისეთი მეთოდები, როგორიცაა ვერიფიკაციის […]

„ძლიერი საქართველო“ – „რაც ცესკომ გამოაცხადა, აცდენილია ჩვენი მოქალაქეების ნებას“

კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ამბობს, რომ ცესკოს მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგები არ შეესაბამება მოქალაქეთა რეალურ ნებას. კოალიციის ლიდერებს გადაჭრით არ უთქვამთ, აღიარებენ თუ არა არჩევნების შედეგებს. „ჩვენ ვართ განრისხებულები იმით, რისი დაწერაც გაბედა ქართულმა ოცნებამ“, – აღნიშნა ანა დოლიძემ. „რაც ცესკომ გამოაცხადა, აცდენილია ჩვენი მოქალაქეების ნებას. ეს არის მანიპულაციების, დაშინების და უკანონი ინსტრუმენტებით მიღებული შედეგი და […]

„ჩემი ხმა“ : ცესკოს წინასწარი შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას

სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციური სადამკვირვებლო მისია, “ჩემი ხმა”, აცხადებს, რომ ცესკოს მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგები ამომრჩევლის ნებას არ ასახავს და ითხოვენ შედეგების გაბათილებას. სადამკვირვებლო მისია ამ განცხადებას ავრცელებს დღის მანძილზე „ოცნების“ სასარგებლოდ გამოყენებული გაყალბების სქემების, ამომრჩეველზე ზეწოლისა და ძალადობის ფაქტების ანალიზის საფუძველზე. „დღის ბოლოს აშკარა გახდა, რომ დღის განმავლობაში საარჩევნო პროცესის მონიტორინგისას გამოკვეთილი სხვადასხვა პრობლემა დიდი […]

ვიდეო: “ნამეტანი იყო ორი ნოკაუტი ერთ დღეში, ვულოცავ ჩემს ქვეყანას!” – მდინარაძე თოფურიას გამარჯვებასა და არჩევნებზე

“ისე ნამეტანი იყო ორი ნოკაუტი ერთ დღეში, ძალიან მაგარია… ვულოცვ ჩემს ქვეყანას ამ გამარჯვებებს!” – ასეთი განცხადება გააკეთა მდინარაძემ თოფურიას გამარჯვებასა და არჩევნებზე. შეგახსენებთ, რომ UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქართველ ჩემპიონს, ილია თოფურიას პირველად მოუხდა ქამრის დაცვა. მისი მეტოქე მაქს ჰოლოუეი იყო, რომელიც დაამარცხა. ილია თოფურიამ ჰოლოუეი სასწაული ნოკაუტით დააგდო! ნახეთ მდინარაძის კომენტარი: