ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილემ შედეგების ვებგვერდთან დაკავშირებით გავრცელებულ არასწორ ინფორმაციასთან დაკავშირებით დეტალები განმარტა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ცესკოს შედეგების ვებგვერდთან დაკავშირებით გავრცელებულ არასწორ ინფორმაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და დეტალები განმარტა. “როგორც ცნობილია, ცესკოს შედეგების ვებგვერდზე იტვირთება როგორც ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატებიდან ამობეჭდილი კენჭისყრის შედეგების ანგარიში, ე.წ. ქვითრები, ასევე ის შემაჯამებელი ოქმები, რომლებსაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ბიულეტენების ხელის გადათვლის შემდგომ ადგენენ და გზავნიან ცესკოში. […]

“კოალიცია ცვლილებისთვის” აცხადებს, რომ ზუგდიდში, მათ ოფისს “ოცნების” აქტივისტები თავს დაესხნენ

ზუგდიდში ოპოზიციური გაერთიანება “კოალიცია ცვლილებისთვის” წარმომადგენლის, თეიმურაზ ბასილაიას განცხადებით, მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” აქტივისტები დღის განმავლობაში უკვე მეორედ მივარდნენ მათ ოფისთან და პროვოკაციის მოწყობა სცადეს. მისი სიტყვებით, მმართველი გუნდის მხარდამჭერები იგინებოდნენ და კოალიციის ახალგაზრდა აქტივისტებს შეურაცხყოფას აყენებდნენ. “ოფისში ვიყავით, ვუყურებდით ტელევიზორს, შემოვარდა მთელი კოლონა, 15-20 მანქანა იქნებოდა, დაიწყეს ისევ უშვერი სიტყვებით გინება და პირდაპირ გამოიწიეს […]

“ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას” – “ჩემი ხმა”

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია “ჩემი ხმა”, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა, დღის განმავლობაში აღრიცხული დარღვევებისა და მანამდე წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ “არჩევნების დღეს გამოყენებული გაყალბების სქემების, ასევე ამომრჩევლის ნებაზე უპრეცედენტო ზემოქმედებისა და ძალადობის ფაქტების ანალიზის შედეგად მივიჩნევთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას”, შესაბამისად კოალიცია […]

სრული ფიასკო – “რეალი” სახლში “ბარსელონასთან” განადგურდა

ლა ლიგის მეთერთმეტე ტურში „ბარსელონამ“ სტუმრად „რეალი“ 4:0 დაამარცხა და “ბაიერნის” შემდეგ “სამეფო გუნდიც” გაანადგურა. დუბლი ლევანდოვსკიმ შეასრულა, რომელიც 14 გოლით პრიმერას ბომბარდირია. მან “სამეფო გუნდს” 16 მატჩში 10 გოლი გაუტანა. „ბლანკოსის“ კარი აგრეთვე იამალმა და რაფინიამ დალაშქრეს. „ბარსელონა“ 30 ქულით ლიდერია, „რეალი“ კი 24 ქულით მეორე ადგილზეა. „რეალი“ 3 ნოემბერს გასვლაზე „ვალენსიას“ დაუპირისპირდება, ხოლო […]

ანა დოლიძე – ჩვენ ვართ განრისხებულები იმით, რისი წარმოდგენა და დაწერაც გაბედა ცესკო-მ – შედეგები, რომელიც გამოგვიცხადეს, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას

ჩვენ ვართ განრისხებულები იმით, რისი წარმოდგენა და დაწერა გაბედა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ანა დოლიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დოლიძის თქმით, კოალიცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა მოქალაქის ხმა იყოს დაცული. “პირდაპირ გეტყვით, ჩვენ ვართ განრისხებულები იმით, რისი წარმოდგენა და დაწერა გაბედა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. შედეგები, რომელიც გამოგვიცხადეს ცოტა ხნის […]

,,ბოლოს ისეთ ციფრებს დაიწერენ,გამოვა, ყველამ ქოცებს მივეცით ხმა“ – ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია: ,,ბოლოს ისეთ ციფრებს დაიწერენ,გამოვა, ყველამ ქოცებს მივეცით ხმა. დილით გავიღვიძეთ, გიჟებივით გავიქეცით და ყველამ 41 გავაფერადეთ ,უბრალოდ აღარ გვახსოვს. უკვე მინდა , რომ ასივე პროცენტი დაიწერონ, 52 თუ 53 აღარ მყონის)))”

პოლიტიკური პარტიები და „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლები უკვე მესამედ წავიდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ

პოლიტიკური პარტიები და „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლები უკვე მესამედ წავიდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციის გადაწყვეტილებას ცესკოს შედეგების არ აღიარებაზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე. „მათ უნდა იცოდნენ, რომ ისინი მიდიან საქართველოში, საკუთარ სამშობლოში კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ. ასევე მინდა გამოვეხმაურო იმ განცხადებას, რომლითაც პოლიტიკური პარტიები ამბობენ, რომ ჩვენ გვქონდა რაღაც კომპლექსური სქემა. მე […]

სქემა, რომლითაც “ოცნება” არჩევნების გაყალბებას ცდილობს – “კოალიცია ცვლილებისთვის” განცხადება

“კოალიცია ცვლილებისთვის” წევრებმა გაშიფრეს სქემა, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნება” არჩევნების გაყალბებას ცდილობს. კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, თენგო თევზაძის თქმით, “ოცნების” წევრები მხარდამჭერებს ართმევდნენ ID ბარათებს, რაც ვერიფიკაციის აპარატებში დუბლირებით ჩაამატეს. “ქართული ოცნება” ართმევდა ID ბარათებს საკუთარ ამომრჩეველს, რითაც მოახდინა დაზუსტება საკუთარი ამომრჩევლის, მათი მონაცემების გაციფრულება და სხვადასხვა უბნებზე ვერიფიკაციის ვერიფიკაციის აპარატებში დუბლირებით ჩამატება. საშუალოდ, “ქართული ოცნების” […]

მამუკა მდინარაძე – პოლიტიკური პარტიები და NGO სექტორის წარმომადგენლები უკვე მესამედ წავიდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ – ახდა სიტყვასიტყვით ჩვენი სიტყვები, რომ ისინი ემზადებოდნენ 27 ოქტომბრისათვის

პოლიტიკური პარტიები და NGO სექტორის წარმომადგენლები უკვე მესამედ წავიდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, – ამის შესახებ “ქართულო ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა განცხადებას, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებში რაიმე შედეგის მისაღებად, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის. „თქვენ ნახეთ, როგორ ახდა სიტყვასიტყვით ჩვენი […]

არის!!! ილია თოფურიამ UFC-ის ისტორიაში პირველი ქართული ქამრის დაცვა მოახერხა [VIDEO]

26 ოქტომბერს, ,,აბუ დაბიში” UFC 308-ზე, ქვემსუბუქი წონის (66 კგ) საჩემპიონო ორთაბრძოლა ილია თოფურიასა (16-0) და მაქს ჰოლოვეის (26-8) შორის გაიმართა. დაპირისპირებაში გამარჯვება ილია თოფურიამ შესანიშნავი ნოკაუტით მოიპოვა. მეტოქეებმა ბრძოლის პირველ წუთებში დრო ერთმანეთის დაზვერვას დაუთმეს, ილიამ პირველივე გამამწვავებელ შეტევაში ჭიდაობა შესთავაზა, თუმცა მოწინააღმდეგემ ფეხზე ადგომა მალევე შეძლო და სანახაობრივი რაუნდი გვაჩუქეს. ქართველმა “მატადორმა” მეორე […]