„4 საათი ვიდექი რიგში, ხმა ვერ მივეცი“ – მოქალაქე ნიუ-იორკში

ნიუ-იორკში ემიგრანტები გახსნილ საარჩევნო უბანთან საათობით დგანან რიგში. ისინი უკმაყოფილონი სხვა გარემოებებითაც არიან. ამასთან ერთად, უბნის დახურვამდე ერთი საათით – ადგილობრივი დროით შვიდზე – უბანთან კვლავაც დგას რიგში, სულ მცირე, ასობით ადამიანი. ისინი სკანდირებენ – „საქართველოს გაუმარჯოს!“. „საშინელებაა. ვერც გამოვხატავ ემოციას, ისეთი კატასტროფაა. ეს იყო… ჩვეულებრივად სხვენშია რაღაც ოთახი და შიგ დგას 200 კაცი! მიიღებენ […]
“ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას” – “ჩემი ხმა”

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია “ჩემი ხმა”, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა, შედეგების ბათილობის მოთხოვნით გამოდის. დღის განმავლობაში აღრიცხული დარღვევებისა და მანამდე წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობით, კოალიცია “ჩემი ხმა” აცხადებს: “არჩევნების დღეს გამოყენებული გაყალბების სქემების, ასევე ამომრჩევლის ნებაზე უპრეცედენტო ზემოქმედებისა და ძალადობის ფაქტების ანალიზის შედეგად მივიჩნევთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები არ […]
,, რა მოხდა? რატომ მიიღეს ასე ცოტა ხმა ოპოზიციონერებმა?” – ბექა კობახიძე

ასოცირებული პროფესორი ბექა კობახიძე: ,, რაც ითქვა პირადობის მოწმობებით მანიპულაციაზე, ეს შესაძლებელია, თუმცა დამტკიცება უნდა. ეს კითხვა აუცილებლად უნდა დაისვას: დავუშვათ, რომ ქოცებმა 200-300 ათასი ხმა პირადობის მოწმობების მანიპულაციით დაიმატეს. ეს სულ რომ არ მომხდარიყო, ასეთ შემთხვევაშიც, ოთხ ოპოზიციურ პარტიას ჯამურად სჭირდებოდა მინიმუმ 900 ათასი ხმა არჩევნების მოსაგებად. ახლა ასე ჩანს, რომ ოთხი პარტიის ხმების […]
წინასწარი შედეგები საზღვარგარეთ – ცესკოს მონაცემებით, „ოცნება“ ემიგრანტებს შორის აგებს

ცესკოს ვებ-გვერდზე ნელ-ნელა დაიწყო საზღვარგარეთ გახსნილი უბნების შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნება. ვერც ერთ უბანზე „ოცნება“ ხმების ნახევარსაც ვერ აგროვებს. საუკეთესო შედეგი მმართველ პარტიას, ამ მომენტისთვის [02:54, 27/10/2024] უზბეკეთში აქვს – 46%. ქვემოთ მოცემულია მხოლოდ იმ პარტიების მონაცემები, რომლებსაც ყველა უბანზე ერთი ხმა მაინც აქვთ. ზოგ უბნებზე ერთ ან მაქსიმუმ რამდენიმე ხმას სხვა პარტიებიც იღებენ. მასალა პერიოდულად […]
ზუგდიდში ქართული ოცნების აქტივისტები პარტია ახალის ოფისს თავს დაესხნენ

ზუგდიდში, პარტია ახალის ოფისს ქართული ოცნების აქტივისტები დაესხნენ თავს. მათ პარტიის ოფისს ქვები ესროლეს, იქ მყოფ ადამიანებს კი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თავდამსხმელები ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები არიან. ისინი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ფორმულას ინფორმაციით, ამ დროისთვის ინციდენტთან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ.
“შედეგები, რომელიც გამოგვიცხადეს, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას” – “ძლიერი საქართველო”

“ჩვენ ვართ განრისხებულები იმით, რისი წარმოდგენა და დაწერა გაბედა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ”, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ანა დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა. დოლიძის თქმით, კოალიცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა მოქალაქის ხმა იყოს დაცული. “პირდაპირ გეტყვით, ჩვენ ვართ განრისხებულები იმით, რისი წარმოდგენა და დაწერა გაბედა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. შედეგები, რომელიც გამოგვიცხადეს ცოტა ხნის წინ, […]
“განრისხებულები ვართ” – “ძლიერი საქართველო” არჩევნების წინასწარ შედეგებზე

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერების განცხადებით, ისინი არ აპირებენ არჩევნების გამოცხადებულ შედეგებთან შეგუებას. როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ პარტია “ლელოს” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, “განრისხებულები” არიან იმით, “რისი წარმოდგენა და დაწერაც გაბედა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ”. მისი სიტყვებით, ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგები “არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას” და გააკეთებენ ყველაფერს, რათა “დაცული იყოს საქართველოს ხალხის დემოკრატიული […]
“სისტემურ დარღვევებს პირდაპირი გავლენა აქვს არჩევნებზე” – მეზვრიშვილი

პარტიის, “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან შეაჯამა კენჭისყრის დღე და ჩამოთვალა კონკრეტული დარღვევები. მეზვრიშვილის განცხადებით, მათ უკვე მიმართეს საგამოძიებო ორგანოს დარღვევებზე რეაგირებისთვის. · “მინდა ძირითადი სისტემური დარღვევები შევაჯამო, რასაც პირდაპირი გავლენა აქვს არჩევნებზე. ამის გამო შედეგები ბუნებრივად იწვევს […]
რუკები ცესკოს წინასწარი შედეგებით: “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის ხმები ოლქების მიხედვით

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მეოთხე ვადით რჩება. ამ რუკაზე ჩანს „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მიღებული ხმები პროცენტების მიხედვით, 26 ოქტომბრის 23:30 საათის მონაცემებით – შედეგების სანახავად დააჭირეთ ოლქის ნიშნულებს ცესკოს ცნობით, 22 საათის მონაცემებით საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.
ბადრი ჯაფარიძე – რაც ცესკომ გამოაცხადა, აცდენილია ჩვენი თანამოქალაქეების ნებას – მხარდაჭერა, რომელიც მივიღეთ, გვავალდებულებს გავაგრძელოთ თითოეული ხმის დასაცავად ბრძოლა

ჩვენი მხარდაჭერა გვავალდებულებს, რომ თითოეული ხმის დასაცავად ბრძოლა გავაგრძელოთ, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. ჯაფარიძის თქმით, ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგი მოქალაქეების ნებას არ ასახავს. “ეს, რაც ცესკომ გამოაცხადა, რა თქმა უნდა, საერთოდ აცდენილია ჩვენი თანამოქალაქეების ნებას, ეს არის მანიპულაციებისა და დაშინების გამოყენებით მიღებული შედეგი და, შესაბამისად, ის ვერ იქნება ამსახველი […]