შალვა პაპუაშვილი – ხმების 99%-ზე მეტის დათვლის შემდეგ პროგნოზებით, „ქართული ოცნება“ უახლოეს კონკურენტს 44%-ით უსწრებს და მოიპოვებს 54%-ს, ანუ 90 მანდატამდე ეს არის მკაფიო ნიშანი ოპოზიციისთვის

ხმების 99%-ზე მეტის დათვლის შემდეგ პროგნოზებით, „ქართული ოცნება“ უახლოეს კონკურენტს 44%-ით უსწრებს და მოიპოვებს 54%-ს. ანუ 90 მანდატამდე 150 ადგილიან პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ეს არის მკაფიო ნიშანი ოპოზიციისთვის. „მინდა, მივულოცო, ყველა ჩვენს ერთგულ მხარდამჭერს და მთელ საქართველოს ქართული ოცნების საყოველთაო არჩევნებში გამარჯვება. […]

გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ამომრჩეველთა ერთიანი სიების დუბლირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლოა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ამომრჩეველთა ერთიანი სიების დუბლირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლოა. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ელექტრონული ტექნოლოგიების გამართული მუშაობაა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ დაადასტურა. „ელექტრონული ტექნოლოგიების გამართული მუშაობა დაადასტურა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ. ჩვენ ოფიციალურად გადმოგვეცა პირველი და მეორე ფაზის აუდიტის შედეგები, სადაც ცალსახად დადასტურებულია და დოკუმენტების თარგმნისთანავე ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომი […]

ირაკლი კობახიძე – გამარჯვება არის ძალიან შთამბეჭდავი – ჩვენ მთლიანობაში მივიღეთ დაახლოებით, მილიონ 120 ათასი ხმა, რაც 2012 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია

ჩვენ მთლიანობაში მივიღეთ დაახლოებით, მილიონ 120 ათასი ხმა, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი 2012 წლის შემდეგ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ სხვაობა 43% აქვს. „ჩვენს საზოგადოებას ვეუბნებოდით, რომ ეს იყო რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები და ეს იყო თავისი მნიშვნელობით 20121 წლის არჩევნების ტოლფასი არჩევნები. […]

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ყველა უბანზე „ქართული ოცნება“, საკმაოდ დიდი უპირატესობით ლიდერობს – ამ ეტაპისთვის, ოლქში რეგისტრირებულია 21 საჩივარი

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ყველა უბანზე „ქართული ოცნება“- 41, საკმაოდ დიდი უპირატესობით ლიდერობს,- ამის შესახებ ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მირანდა მესხმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, ზუგდიდის ოლქის მასშტაბით რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა იყო 116 526. 20:00 საათის აქტივობით მონაწილეობა მიიღო 55 098-მა ამომრჩეველმა. „საჩივრების რაოდენობას რაც შეეხება, ოლქში რეგისტრირებულია, ამ ეტაპისთვის, 21 […]

წინასწარი მონაცემებით, თელავში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 55% მიიღო

წინასწარი მონაცემებით, თელავში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 55% მიიღო. თელავის #17 ოლქში შემავალი 43 საარჩევნო უბნიდან, 33 საარჩევნო უბანზე არჩევნები ჩატარდა ელექტრონული წესით, ხოლო 10 უბანზე ძველი წესით. როგორც საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ გაიპარაშვილმა განაცხადა, „თელავში არჩევნები გამჭვირვალე და მშვიდ ვითარებაში ჩატარდა”. მისივე ინფორმაციით, #17 ოლქში დაწერილია მხოლოდ ერთი საჩივარი. „უცხოელი დამკვირვებლები გაოცებულები არიან პროცესის გამჭვირვალობით […]

“ქართული ოცნება“ უახლოეს კონკურენტს 44%-ით უსწრებს და მოიპოვებს 54%-ს, ანუ 90 მანდატამდე – შალვა პაპუაშვილი

ხმების 99%-ზე მეტის დათვლის შემდეგ პროგნოზებით, „ქართული ოცნება“ უახლოეს კონკურენტს 44%-ით უსწრებს და მოიპოვებს 54%-ს. ანუ 90 მანდატამდე 150 ადგილიან პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ეს არის მკაფიო ნიშანი ოპოზიციისთვის. „მინდა, მივულოცო, ყველა ჩვენს ერთგულ მხარდამჭერს და მთელ საქართველოს ქართული ოცნების საყოველთაო არჩევნებში გამარჯვება. […]

ოპოზიციამ ვერ შეძლო მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოეჩინა სურათი, რომ ეს არის არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის და არა ომსა და მშვიდობას შორის, ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა ეს უბრალოდ არ დაიჯერა

ოპოზიციამ ვერ შეძლო მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოეჩინა სურათი, რომ ეს არის არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის და არა ომსა და მშვიდობას შორის, ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა ეს უბრალოდ არ დაიჯერა ამჯერად მობილიზაცია იყო მაქსიმალური და ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა რეგიონებში არ დაიჯერა, რომ ხელისუფლება იცვლება, – წერს დავით ზურაბიშვილი “ქართული ოცნების” საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებასთაბ დაკავშირებით სოციალურ ქსელში. […]

სომეხთა ეკლესია ცხოველმყოფელი ჯვრის მოპოვებას დღესასწაულობს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომხურ სამოციქულო ეკლესიასა და მრევლს ცხოველმყოფელი ჯვრის მოპოვების დღესასწაულს ულოცავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესია ცხოველმყოფელი ჯვრის მოპოვებას დღესასწაულობს. „ჯვრის მოპოვება ქრისტეს ჯვრისადმი მიძღვნილ ოთხ დღესასწაულთაგან ერთ-ერთია და იგი წმინდა ელენე დედოფლის მიერ 327 წელს, იერუსალიმში ჯვრის აღმოჩენას უკავშირდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცესკომ მონაცემები განაახლა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ამ დროისთვის 3018 (97,011%) საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემებია გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც “ქართულ ოცნებას” ხმათა 54,24% აქვს (1 087 801 ხმა). რაც შეეხება ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას, მათი მონაცემები, ჯამში, 37.33%-ს შეადგენს: “კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა” – 10.81% (216 691 ხმა); “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” – 10.07% (201 937 ხმა); “ძლიერი […]

ცესკო საზღვარგარეთ გახსნილი 52 უბნის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საზღვარგარეთ გახსნილი 52 უბნის შედეგების მიხედვით, ხმების 29.076%-ით (5489 ხმა) „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ ლიდერობს. მეორე ადგილზეა „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობა“, რომელმაც ხმების 20.839% (3934 ხმა) მიიღო. „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ შედეგია 17.735% (3348 ხმა). „ძლიერი საქართველოს – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ 14.053% (2653 ხმა) აქვს მიღებული. პარტიამ […]