რა თანხას მიიღებს ილია თოფურია ლეგენდარულ მაქს ჰოლოვეიზე გამარჯვებისთვის?

აბუ-დაბიში გამართულ UFC 308-ზე მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს ილია თოფურია და მაქს ჰოლოუეი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა სამ რაუნდს გაგრძელდა, სადაც საბოლოოდ ქართველმა მებრძოლმა გაიმარჯვა. თოფურიას გარანტირებულად ჰქონდა წაგების შემთხვევაშიც 750 000 დოლარის მიღება. გამარჯვების და საჩემპიონო ქამრის დაცვისთვის კი მატადორი დამატებით ბონუსებს და ბრძოლის გაყიდვიდან შემოსულ თანხას მიიღებს. საბოლოოდ ჯამური თანხა, 1-დან 3 მილიონ დოლარამდე იქნება. შეგახსენებთ, […]
“ვთქვი და გავაკეთე” – თოფურიას კომენტარი ბრძოლის შემდეგ

აბუ-დაბიში, UFC 308-ზე, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა ილია თოფურიამ მაქს ჰოლოუეი გათიშა და საჩემპიონო ქამრის დაცვა მოახერხა. ქართველმა მებრძოლმა გამარჯვების შემდეგ კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა. “მოგესალმებით ყველას. ვიცი, რომ ჩემი გამარჯვება ბევრისთვის სიურპრიზი იყო, თუმცა ჩემთვის არა. ვერ ვხვდები, რატომ ეგონა მაქსს, რომ ოქტაგონის გარშემო სირბილს დავიწყებდი და გავექცეოდი. “მატადორი” ხომ არასდროს გარბის! დარწმუნებული ვიყავი, რომ […]
შალვა პაპუაშვილი – ჩვენ გავიმარჯვეთ და ჩვენთან ერთად გაიმარჯვა საქართველომ!

როგორც ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის ყოველ გადამწყვეტ მომენტში, 23 ოქტომბერს, ჩვენ შევიკრიბეთ, რათა ერთმანეთისთვის ბოლო საბრძოლო ყიჟინა შემოგვეძახა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს და მადლობას უხდის ამომრჩევლებს ნდობისთვის. „როგორც ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის ყოველ გადამწყვეტ მომენტში, 23 ოქტომბერს, ჩვენ შევიკრიბეთ, რათა ერთმანეთისთვის ბოლო საბრძოლო ყიჟინა შემოგვეძახა. ჩვენ გავიმარჯვეთ და ჩვენთან ერთად გაიმარჯვა საქართველომ! […]
ოკუპანტების წინააღმდეგ ომში მყოფი ქვეყნის მარკეტინგი

რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ჯარისკაცების დეფიციტის შევსებას უკრაინა მარკეტინგით ცდილობს ხარკოვის ქუჩებში განთავსებულ უზარმაზარ ბილბორდზე გამოსახულია ქალი პისტოლეტით, რომელიც მოტოციკლზე მჯდომ მამაკაცს ეხუტება. იქვეა წარწერა: „მე მიყვარს მესამე მოიერიშე ბრიგადა“. ეს არის იმ სარეკლამო კამპანიის ნაწილი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ომში ახალწვეულების მოზიდვას ისახავს მიზანს. ბილბორდზე გამოსახული სურათი შეიძლებოდა სულების რეკლამად ან გაცნობის აპლიკაციადაც გამომდგარიყო, მაგრამ ამჯერად […]
Politico – საქართველოს მმართველი პარტია არჩევნების გაყალბების ბრალდებით გამარჯვების გზაზეა

„საქართველოს მმართველი პარტია, არჩევნების გაყალბების ბრალდებით, გამარჯვების გზაზეა“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Politico და წერს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური ძალადობისა და დაშინების ბრალდებების ფონზე, როგორც ჩანს, შეინარჩუნებს კონტროლს საქართველოზე“. შაბათს საღამოს მმართველი პარტიის შტაბ-ბინაში გამართულ მიტინგზე POLITICO-სთან საუბრისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „დიდ გამარჯვებას“ ელოდა. მას შემდეგ, რაც ოპოზიციური და პრო-სამთავრობო […]
საპარლამენტო არჩევნების შედეგებს Reuters და BBC ეხმაურება

წინასწარი ოფიციალური შედეგების მიხედვით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ყველაზე გავლენიანმა ადამიანმა მოიგო, თუმცა ამ გამარჯვებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა, – ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მილიარდერი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, ოპოზიცია და უცხოელო დიპლომატები არჩევნებს აფასებენ, როგორც წყალგამყოფ მომენტს, რომელიც გადაწყვეტს, საქართველო დასავლეთს დაუახლოვდება, თუ რუსეთისკენ […]
პიტერ სიიარტო – ჩარევის მცდელობის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რა სურს – ბრავო!

ჩარევის მცდელობის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა არჩევნებზე თავისი ნება გამოხატა, რის შედეგადაც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა. „ჩარევის მცდელობის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რა სურს. პატრიოტმა მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო. ბრავო, გილოცავთ!“ – აღნიშნა სიიარტომ. მისი მტკიცებით, უნგრეთი, ევროკავშირის […]
საზღვარგარეთ გახსნილი 52 უბნის შედეგების მიხედვით, ხმების 29.076%-ით „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საზღვარგარეთ გახსნილი 52 უბნის შედეგების მიხედვით, ხმების 29.076%-ით (5489 ხმა) „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ ლიდერობს. მეორე ადგილზეა „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობა“, რომელმაც ხმების 20.839% (3934 ხმა) მიიღო. “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ შედეგია 17.735% (3348 ხმა). „ძლიერი საქართველოს – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ 14.053% (2653 ხმა) აქვს მიღებული. პარტიამ […]
ვინ გახდება 2024 წლის მოწვევის პარლამენტის დეპუტატი? – სავარაუდო სია

საქართველოში დღეს, 26 ოქტომბერს, ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში დათვლილია ხმების 70 პროცენტი (2201 უბანი 3111 უბნიდან). ამ მონაცემების მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობაში მეოთხე ვადით რჩება „ქართული ოცნება“. 3111 უბნიდან დათვლილი 2201 უბნის მიხედვით, მანდატები ასე ნაწილდება: „ქართული ოცნება“ – 88 მანდატი, ოპოზიცია – 62 მანდატი. „ქართული ოცნება“ – 88 მანდატი · ბიძინა ივანიშვილი – “ქართული ოცნების” საპატიო […]
მიჰკელსონი: არჩევნების აშკარა გაყალბება შეუძლებელს ხდის მათი ლეგიტიმურობის აღიარებას

საქართველოში არჩევნების შედეგების აშკარა გაყალბება შეუძლებელს ხდის მათი ლეგიტიმურობის აღიარებას. არჩევნების გაყალბებით შეუძლებელია ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ შესაძლებელია რუსეთის მკლავებში დაბრუნება.