საზღვარგარეთის უბნები: 4 ოპოზიციური პარტია 75%, ოცნება 15%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, საზღვარგარეთის 58 უბნის დათვლის შედეგად 4 ოპოზიციურ პარტიას ჯამში 75% აქვს, ქართულ ოცნებას – 15%. შედეგების მიხედვით, საზღვარგარეთ ლიდერობს კოალიცია ცვლილებისთვის N4 – 31,9%-ით, მეორე ადგილზეა ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა N5 – 19,8%, მესამეზე ქართული ოცნება 15%, მეოთხეზე ძლიერი საქართველო N9 – 14,6%, მეხუთეზე გახარია საქართველოსთვის N25 – 8,7%. ხმები […]

დათვლილია ხმების 99% – ცესკოს შედეგები

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ დროისთვის 3085 უბნის მონაცემები გადათვალა – ხმების 99.164%. ცესკოს მონაცემებით, ქართულ ოცნებას 54.27% აქვს. კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 10.80% (221 992 ხმა); ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა – 10.09% (207 353 ხმა); ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის – 8.75% (179 795 ხმა) გახარია საქართველოსთვის -7.75% (159 204 ხმა) არჩევნებზე სულ […]

ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვებას ულოცავს, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. „გილოცავთ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვებას, რომელიც არის თქვენი ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ძალა. ამ კენჭისყრით საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს მხარდაჭერა განვითარების, […]

გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ამომრჩეველთა ერთიანი სიების დუბლირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლოა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ამომრჩეველთა ერთიანი სიების დუბლირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლოა. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ელექტრონული ტექნოლოგიების გამართული მუშაობაა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ დაადასტურა. „ელექტრონული ტექნოლოგიების გამართული მუშაობა დაადასტურა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ. ჩვენ ოფიციალურად გადმოგვეცა პირველი და მეორე ფაზის აუდიტის შედეგები, სადაც ცალსახად დადასტურებულია და დოკუმენტების თარგმნისთანავე ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომი […]

საია – არჩევნების კენჭისყრის დღე მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე, ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღე მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე, ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა,- ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, საიას მიერ აღრიცხულ უბანთა უმრავლესობაში „ქართული ოცნების” მიერ დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში უყურებდა რეგისტრატორის მაგიდებს და ვერიფიკაციის აპარატებს, ზოგ შემთხვევაში კი – ხმის მიცემის […]

მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ოლქში შესული საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხება

მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ლელა ქრისტესიაშვილის განცხადებით, ოლქში შესული საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხება. მისივე განმარტებით, მარნეულში არჩევნებში მონაწილეობა 43 878 ადამიანმა მიიღო. „მიმდინარე ეტაპისთვის, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალ საუბნო საარჩევნო კომისიებიდან ყველა შემაჯამებელი ოქმი საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოსულია. აქტივობა დაახლოებით, 43% იყო, რაც ამომრჩეველთა რაოდენობაში გამოიხატება 43 878 ადამიანში. აქტივობას რაც […]

ირაკლი კობახიძე – სისტემა, რომელიც საარჩევნო კომისიაში დაინერგა, სრულად გამორიცხავს ყოველგვარ მანიპულაციას – რასაც კონკრეტული პარტიები და მათი წევრი „ენჯეოები“ საუბრობენ, იმედდაკარგული პოლიტიკური სუბიექტების სასოწარკვეთილი განცხადებებია

რეალურად, სისტემა, რომელიც საარჩევნო კომისიაში დაინერგა, სრულად გამორიცხავს ყოველგვარ მანიპულაციას – რასაც კონკრეტული პარტიები და მათი წევრი „ენჯეოები“ საუბრობენ, იმედდაკარგული პოლიტიკური სუბიექტების სასოწარკვეთილი განცხადებებია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ელექტრონული ტექნოლოგიების პირობებში არა მხოლოდ მანიპულაცია, ადამიანური შეცდომებიც კი გამორიცხული იყო. „იყო […]

15 000-მდე აპარატიდან მწყობრიდან მხოლოდ 20 გამოვიდა – ცესკო

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა წარმატებით განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე განთავსებული 15 000 აპარატიდან, მწყობრიდან მხოლოდ 20 გამოვიდა, რაც მთლიანი რაოდენობის 0.1%-ია. კალანდარიშვილის შეფასებით, ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. „საარჩევნო ადმინისტრაციის თითქმის 2-წლიანმა დაუღალავმა შრომამ შესაბამისი შედეგი გამოიღო და სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენ მიერ პროცესის დაგეგმარება […]

დათვლილია ხმების 99.64% – ცესკო

10:30 საათის მონაცემებით, 3111 საარჩევნო უბნიდან 3100 უბნის შედეგები დათვლილია – ამის შესახებ, ცესკოს თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი კალანდარიშვილის თქმით, დათვლილია ხმების 99.64%. ცესკოს ინფორმაციით, 10:30 საათისთვის, ამომრჩეველთა 99.64%-ის ხმები ასე ნაწილდება: · “ქართული ოცნება” – 54.08% · “კოალიცია ცვლილებებისთვის” გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 10.92% · “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” – 10.12% · “ძლიერი […]

ჩარევის მცდელობის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რა სურს. ბრავო! – პიტერ სიიარტო

ჩარევის მცდელობის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა არჩევნებზე თავისი ნება გამოხატა, რის შედეგადაც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა. „ჩარევის მცდელობის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რა სურს. პატრიოტმა მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო. ბრავო, გილოცავთ!“ – აღნიშნა სიიარტომ. მისი მტკიცებით, უნგრეთი, ევროკავშირის […]