დღეიდან, ავტორიტარიზმის გაცილებით მძიმე ფაზაში ვიცხოვრებთ,ორგანიზების დროა – ვახუშტი მენაბდე

იურისტის, კონსტიტუციონალისტის, ვახუშტი მენაბდის, შეფასებით, დღეიდან, ავტორიტარიზმის გაცილებით მძიმე ფაზაში ვიცხოვრებთ. როგორც მან სოციალურ ქსელში საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგების შეფასებისას დაწერა, „ორგანიზების დროა”. ვახუშტი მენაბდის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „ოცნებამ“ თქვა, რომ არჩევნებში გაიმარჯვა და ამას უკან აღარ წაიღებს. დღეიდან, უკვე ავტორიტარიზმის სრულიად ახალ და გაცილებით მძიმე ფაზაში ვიცხოვრებთ. კარგა ხანია, ძალაუფლება უზურპირებულია და არჩევნების შედეგებმა […]
ENEMO: ჩატარებული არჩევნები არ ითვალისწინებდა თანასწორობასა და გამჭვირვალობას

ENEMO-ს სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნის შედეგად, არჩევნები პოლარიზებულ გარემოში ჩატარდა. ENEMO-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ზლატკო ვუიოვიჩის განცხადებით, ჩატარებული არჩევნები არ ითვალისწინებდა თანასწორობასა და გამჭვირვალობას. “გამოვლინდა ოპოზიციის მიმართ ძალადობა, ასევე, ადმინისტრაციული რესურსის არაჯეროვნად გამოყენება. სამოქალაქო საზოგადოება და მედია ზეწოლის მსხვერპლი იყო. ჯამურმა დარღვევებმა საარჩევნო პროცესის დემოკრატიულ ხასიათზე საგრძნობლად იქონია გავლენა. ასევე, ანგარიში შეეხება წინასარჩევნო პროცესებსაც. ხაზგასმით […]
ცაჰკნა: ცნობები საქართველოს არჩევნებზე დარღვევების შესახებ სერიოზულ შეშფოთებებს იწვევს

ცნობები საქართველოს არჩევნებზე დარღვევების შესახებ სერიოზულ შეშფოთებებს იწვევს. ყურადღებით ვაკვირდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებებს.
ხატია დეკანოიძე – ნუ გჯერათ, რომ 54% აიღო – პროტესტი, თავგანწირვა და ივანიშვილის არალეგიტიმურობა, მე სხვა ყველანაირი გეგმა სისულელე მგონია

პროტესტი და ბრაზი უნდა იგრძნოს ყველამ. ნუ გჯერათ, რომ 54% აიღო, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, ახლა სამოქმედო გეგმა პროტესტი უნდა იყოს. „ამ ქვეყანაში არჩევნები არ და აღარ ჩატარდება, ან ყველა ამას გავიგებთ, ან ამ არჩევნებს ვინც აღიარებს, იმათაც დაიჭერს- თქვა ეს […]
სადამკვირვებლო მისია ENEMO-ს ხელმძღვანელი – საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა პოლარიზებულ და შემზღუდველ გარემოში, რაც ძირს უთხრის ინკლუზიურობას, გამჭვირვალობას და სამართლიანობას

საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები პოლარიზებულ და შემზღუდველ გარემოში ჩატარდა, რაც ძირს უთხრის ინკლუზიურობას, გამჭვირვალობას და სამართლიანობას, – ამის შესახებ „არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპული ქსელის“ (ENEMO) მისიის ხელმძღვანელმა, ზლატკო ვუიოვიჩმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „კრიტიკული დარღვევები, მათ შორის ძალადობა ოპოზიციის წევრების მიმართ, ამომრჩევლების დაშინება, ცილისწამების კამპანია დამკვირვებლების მიმართ და ადმინისტრაციული რესურსების ფართოდ ბოროტად გამოყენება. კამპანიის რეგულაციების შეზღუდულმა […]
პრეზიდენტი განცხადებას გააკეთებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს განცხადებას გააკეთებს. პრეზიდენტის ბრიფინგი 21:00 საათზეა დაგეგმილი. პრეზიდენტი სავარაუდოდ, ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხზე ისაუბრებს. აღსანიშნავია, რომ მანამდე პრეზიდენტი, ორბელიანის სასახლეში, ოპოზიციური ძალების ლიდერებთან მართავს შეხვედრებს.
სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა, ამ წუთებში კი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან მართავს აუდიენციას

პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა. უფრო კონკრეტულად, სალომე ზურაბიშვილს უკვე შეხვდნენ პარტია „ახალის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრები. მათ ორბელიანის სასახლე ცოტა ხნის წინ დატოვეს.
“ან რევოლუციია საჭირო ან კიდევ საყოველთაო დაუმორჩილებლობა“ – ვანო ნადირაძე ოპოზიციას

უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ ოპოზიციის ლიდერებს მიმართავს: “იცით რაშია საქმე პატივცემულო ოპოლიდერებო ? აი იმაზე მეტი დემოკრატები რომ ხართ ვიდრე თავად მართლა ევროპელები. 12 წელი რომ ყველა საპროტესტო აქციებზე რომ ხელებ აწეული დგეხართ , გცემენ ,გირტყავენ და მაინც რომ გაიძახი ჩვენ მშვიდობიანი მომიტინგეები ვართო. დღემდე რომ ვერ გაითავისედ რომ ესეთ […]
“პრეზიდენტს შეუძლია უხეშად დაარღვიოს კიდევ ერთხელ კონსტიტუცია, მაგრამ ის პარლამენტის პირველ სხდომას ვერ დაბლოკავს” – კობახიძე

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მედიასთან, რომ რა თქმა უნდა პრეზიდენტს შეუძლია უხეშად დაარღვიოს კიდევ ერთხელ კონსტიტუცია, მაგრამ ის პარლამენტის პირველ სხდომას ვერ დაბლოკავს. ჟურნალისტი დაინტერესდა – თუ პრეზიდენტმა საპარლამენტო სხდომა არ დანიშნა, რა მოხდება ამის შემდეგ, გახდება თუ არა ეს არჩევნების გადახედვის საფუძველი. მთავრობის მეთაურის თქმით, ასეთ შემთხვევაში არჩევნების შეჯამებიდან მეათე დღეს პარლამენტი თავისით შეიკრიბება. “არა. […]
ცესკომ უბნების 99,6% დათვალა, „ქართულ ოცნებას“ კი ერთი მანდატი მოემატა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 ოქტომბრის 13:30 საათისთვის საარჩევნო უბნების თითქმის 100 პროცენტი დათვალა. მონაცემები „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ, თუმცა „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „გახარია – საქართველოსთვის“ საზიანოდ შეიცვალა. ბარიერგადალახულ პარტიებს შორის ხმები ასე ნაწილდება: