დარღვევების კუმულაციურმა ეფექტმა დააზარალა არჩევნების სანდოობა – საერთაშორისო სადამკვირვებლო ქსელი

„არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელი“ (ENEMO) აცხადებს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პოლარიზებულ და შეზღუდულ გარემოში ჩატარდა, რაც ძირს უთხრის ინკლუზიურობას, გამჭვირვალობასა და სამართლიანობას. ENEMO-მ, რომელიც 95 მოკლე თუ გრძელვადიანი დამკვირვებლის დახმარებით აკვირდებოდა არჩევნებს საქართველოში, 27 ოქტომბერს, 13:00 საათზე წარადგინა პირველადი შეფასებები. ქსელის მისიის ხელმძღვანელმა, ზლატკო ვუიოვიჩმა თბილისში განაცხადა, რომ „კრიტიკული დარღვევები“ მოიცავდა რამდენიმე ასპექტს: · […]
გიორგი გახარია: „ახლა გაბრაზების დროა და არა იმედგაცრუების“

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მოქალაქეების ნებაზე იძალადა და არჩევნების გამოქვეყნებული შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. გიორგი გახარიას შეფასებით, არჩევნებზე იყო სისტემური ხასიათის დარღვევები: მათ შორის, ამომრჩევლების დაშინება, მოსყიდვა, პირადობის მოწმობებით მანიპულირება, საჯარო მოხელეებსა და სოციალურად დაუცველ ადამიანებზე ზეწოლა: „ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მოეპარათ არჩევნები“, – განაცხადა პარტია […]
“ბარსელონა” ლობოტკას შეძენას ცდილობს – “ნაპოლის” პასუხი “ბლაუგრანას”

“ბარსელონას” “ნაპოლის” ნახევარმცველის სტანისლავ ლობოტკას შეძენა სურს, ამის შესახებ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო ჩეკარინი ავრცელებს. წყაროს ცნობით, სლოვაკის გადაბირებით პირადად “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი ინტერესდება. მიუხედავად ამისა, “პარტენოპეის” გამოცდილ ნახევარმცველთან განშორება არ სურს. შეგახსენებთ, ლობოტკა “ნაპოლის” ღირსებას 2020 წლიდან იცავს.
ლაგოდინსკი: შეშფოთებული ვარ ეგზიტპოლებსა და კონტროლირებად კომისიას შორის 10%-იანი სხვაობით

· 53 · · უკიდურესად შეშფოთებული ვარ საქართველოში დამოუკიდებელ ეგზიტპოლებსა და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული ხმის დამთვლელ კომისიის შედეგებს შორის 10-პროცენტიანი სხვაობით. ველი რთულ დღეებსა და კვირებს ყველა ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით დემოკრატი ქართველებისთვის. ევროპარლამენტი ყურადღებით აკვირდება წერს ევროპარლამენტარი სერგეი ლაგოდინსკი X-ზე. *საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს ამ დროისთვის დათვლილი აქვს უბნების 99,6%, რომლის შედეგადაც ქართულ […]
კირნსი: მრავალი ცნობა, რომელიც მიუთითებს გაყალბებაზე, ადასტურებს ბოლო თვეების შიშებს

· 132 · · მრავალი ცნობა საქართველოდან, რომელიც მიუთითებს არჩევნების გაყალბებაზე და საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაზე, ადასტურებს იმ შიშებს, რომლებსაც ბევრი გამოთქვამდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს წერს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ალისია კირნსი X-ზე.
გიორგი გახარია – ამ არჩევნების ლეგიტიმაციის ან არალეგიტიმაციის საკითხი ჯერ ჰაერშია ჩამოკიდებული – „ოცნებას“ თუ ჰგონია, ცესკოს გამოაცხადებინა შედეგები და ეს საკმარისია არჩევნების ლეგიტიმურად ჩათვლისთვის, ეს ასე არ არის

ამ არჩევნების ლეგიტიმაციის ან არალეგიტიმაციის საკითხი ჯერ ჰაერშია ჩამოკიდებული, ის არავის არ გადაუწყვეტია და ეს არ იქნება მარტივი პროცესი, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, “ოცნებას” თუ ჰგონია, რომ ცესკოს გამოაცხადებინა შედეგები და ეს საკმარისია იმისთვის, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმურად ჩაითვალოს, ეს ასე არ არის.” „არჩევნები დამთავრდა გუშინ. […]
გამოქვეყნდა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების განახლებული წინასწარი შედეგები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ(უსკო) დღეს, 27 ოქტომბერს გამოაქვეყნა უმაღლესი საბჭოს არჩევნების განახლებული წინასწარი შედეგები. 26 ოქტომბერს, კენჭისყრის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ წინასწარ მონაცემებთან შედარებით, მმართველი პარტიის შედეგი მცირედით გაზრდილია. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახა არჩევნებში მონაწილე 11-დან ხუთმა სარჩევნო სუბიექტმა. უსკოს მიერ დღეს გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით ხმები ასე განაწილდა: „ქართული ოცნება” – […]
გიორგი გახარია – ივანიშვილმა მოქალაქეების ნებაზე იძალა – ახლა არ არის უიმედობის დრო, ახლა არის თითოეული ხმის დაცვის დრო ყველა ხერხით – ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივმართოთ გონივრული პროტესტის ფორმებს

ახლა არ არის უიმედობის დრო, ახლა არის საქართველოს მოქალაქეების თითოეული ხმის დაცვის დრო, ყველა ხერხით – ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივმართოთ გონივრული პროტესტის იმ ფორმებს, რომელიც პირველ რიგში, მიზნად ისახავს ჩვენი მოქალაქეების არჩევანის დაცვას, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის და არჩევნების ინსტიტუტის დაცვას, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ის […]
ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძეს არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება მიულოცა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება მიულოცა. ინფორმაციას მედია სომხეთის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „საქართველოსთან ურთიერთობის თანმიმდევრული განვითარება სომხეთის მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოში თქვენი ხელმძღვანელობის მომდევნო წლებში და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის წყალობით, სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა სტაბილურად განვითარდება და გაფართოვდება“, – […]
ცესკო – საარჩევნო ადმინისტრაციას ამერიკულმა კომპანიამ Pro V&V შესაბამისობის აუდიტის პირველი ორი ფაზის შედეგები გადმოსცა – აუდიტმა დაადასტურა, რომ საარჩევნო ელექტრონული აპარატები მუშაობს გამართულად

საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანიამ pro v&v-მ შესაბამისობის აუდიტის ორი ეტაპის შედეგები გადმოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. „შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და ხელმძღვანელმა პირებმა უშუალოდ კომპანიის წარმომადგენლებისგან მიიღეს ინფორმაცია აუდიტის ძირითადი მიგნებების შესახებ. აუდიტმა დაადასტურა, რომ საარჩევნო ელექტრონული აპარატები მუშაობს გამართულად. შეგახსენებთ, რომ კომპანია pro v&v […]