IRI-ს სადამკვირვებლო მისია: ოცნებამ გამოიყენა სახელმწიფო რესურსები, იყო დაშინება, ზეწოლა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ერთ-ერთი ხელმძღვანელის მარგარეტა სედერფელტის თქმით, ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნოდ თავისი კამპანიის გასაძლიერებლად სახელმწიფო რესურსები გამოიყენა. მისი თქმით, იყო დაშინებისა და ზეწოლის შემთხვევები. ის საუბრობს ცესკო-ს კომისიების დაკომპლექტებაზეც, რომელმაც არათანაბარი პირობები შექმნა და მის დამოუკიდებლობაზე კითხვები გააჩინა. “ქართულმა ოცნებამ გამოიყენა სახელმწიფო რესურსები თავისი კამპანიისთვის და ასევე, იმისთვის, რომ შეემცირებინა ამომრჩევლების აქტივობა. მუდმივი დაშინება, […]

თინა ბოკუჩავა – ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა პრეზიდენტთან, გვაქვს ინტენსიური კონსულტაციები, რომელიც გაგრძელდება – იმედი მაქვს, სრული ერთიანობა იქნება პროდასავლურ ოპოზიციურ ფრონტზე

ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა პრეზიდენტთან. გვაქვს ინტენსიური კონსულტაციები, რომელიც გაგრძელდება უახლოეს საათებში. იმედი მაქვს, სრული ერთიანობა იქნება პროდასავლურ ოპოზიციურ ფრონტზე,- ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ამასთან, განმარტა, რომ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებს არ აღიარებს. „ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ გუშინ არჩევნებში გაიმარჯვა […]

გიორგი ვაშაძე – პრეზიდენტთან აზრები გავცვალეთ და ვფიქრობ, რომ ვთანხმდებით მნიშვნელოვან შეთანხმებებზე – დღეს კონკრეტული გზა გვექნება საზოგადოებისთვის, თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ

[პრეზიდენტთან ]აზრები გავცვალეთ და ვფიქრობ, რომ ვთანხმდებით მნიშვნელოვან შეთანხმებებზე – დღეს, კონკრეტული გზა გვექნება საზოგადოებისთვის, თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართული აუდიენციის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, 2024 წლის არჩევნების შედეგები არის დაწერილი და ის რეალობას არ ასახავს. „ეს არის არა უბრალოდ […]

ნიკა გვარამია – თუ განაცხადი იქნება, რომ არჩევნებში ხალხის ნება არაა გამოხატული, მაშინ გუშინდელ არჩევნებს ქვეყანაში დელეგიტიმაცია გამოუცხადდება, ხოლო ხალხის ნება გამეორებული იქნება საერთაშორისო ასპარეზზე

თუ განაცხადი იქნება, რომ არჩევნებში ხალხის ნება არაა გამოხატული, მაშინ გუშინდელ არჩევნებს ქვეყანაში დელეგიტიმაცია გამოუცხადდება, ხოლო ხალხის ნება გამეორებული იქნება საერთაშორისო ასპარეზზე, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. გვარამიას თქმითვე, „გამორიცხულია, რომ კოალიციას პარლამენტში შესვლაზე ოფიციალური პოზიცია ჰქონდეს“. „ხალხის ხმა იძლევა ლეგიტიმაციას და არა უცხოეთი, არა რომელიმე […]

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა, ამ წუთებში კი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან მართავს აუდიენციას

პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა. უფრო კონკრეტულად, სალომე ზურაბიშვილს უკვე შეხვდნენ პარტია „ახალის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრები. მათ ორბელიანის სასახლე ცოტა ხნის წინ დატოვეს. ამ წუთებში პრეზიდენტი უკვე არასამთავრობო სექტორთან მართავს აუდიენციას. პრეზიდენტთან შეხვედრაზე შევიდნენ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა პოლარიზებულ და შემზღუდველ გარემოში – სადამკვირვებლო მისია ENEMO-ს ხელმძღვანელი

საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები პოლარიზებულ და შემზღუდველ გარემოში ჩატარდა, რაც ძირს უთხრის ინკლუზიურობას, გამჭვირვალობას და სამართლიანობას, – ამის შესახებ „არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპული ქსელის“ (ENEMO) მისიის ხელმძღვანელი, ზლატკო ვუიოვიჩი იუწყება. როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, სახეზე იყოს კრიტიკული დარღვევები, მათ შორის ძალადობა ოპოზიციის წევრების მიმართ, ამომრჩევლების დაშინება, ცილისწამების კამპანია დამკვირვებლების მიმართ და ადმინისტრაციული რესურსების ფართოდ […]

„ოცნებას“ თუ ჰგონია, ცესკოს გამოაცხადებინა შედეგები და ეს საკმარისია არჩევნების ლეგიტიმურად ჩათვლისთვის, ეს ასე არ არის – გახარია

ამ არჩევნების ლეგიტიმაციის ან არალეგიტიმაციის საკითხი ჯერ ჰაერშია ჩამოკიდებული, ის არავის არ გადაუწყვეტია და ეს არ იქნება მარტივი პროცესი, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ მედიას განუცხადა. მისი თქმით, ლეგიტიმაცია არჩევნებისა ჯერ არ მომხდარა. სადამკვირვებლო მისიებმა დასკვნები უნდა გამოაქვეყნონ. „არჩევნები დამთავრდა გუშინ. ჯერ ჩვენ წინ გვაქვს საკმაოდ რთული პროცესი არჩევნების და ჩვენი მოქალაქეების […]

პავილიონისი: ქართული კოშმარი იპარავს ქართველი ერის ევროპულ მომავალს

· 112 · · ქართული კოშმარი იპარავს ქართველი ერის ევროპულ მომავალს, ცდილობს გააძლიეროს რუსული ან ბელორუსული გზა რუსული წარსულისკენ, ნაცვლად იმისა, რომ გააძლიეროს მისი მომავალი, თავისუფლება, დემოკრატია, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ევროკავშირსა და NATO-ში. *საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს ამ დროისთვის დათვლილი აქვს უბნების 99,6%, რომლის შედეგადაც ქართულ ოცნებას ხმების 54% აქვს მიღებული.

“ქართული ოცნების“ გამარჯვება სავსებით მოსალოდნელი იყო, რადგან სასწორის ერთ პინაზე იდო მშვიდობა, განვითარება და ევროპული ინტეგრაცია, ხოლო მეორე პინაზე არაფერი არ იდო, გარდა რევოლუციური გადატრიალებისა

“ქართული ოცნების“ გამარჯვება სავსებით მოსალოდნელი იყო, რადგან სასწორის ერთ პინაზე იდო მშვიდობა, განვითარება და ევროპული ინტეგრაცია, ხოლო მეორე პინაზე არაფერი არ იდო, გარდა რევოლუციური გადატრიალებისა „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან დიდი უპირატესობით, ფაქტობრივად, 44 და მეტი %-ით გადაასწრო ოპოზიციურ პარტიებს“, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რადიკალები ყველანაირად ცდილობდნენ არჩევნების მშვიდი და […]

ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს არჩევნებზე „ქართული ოცნების“ გამარჯვება მიულოცა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება მიულოცა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შედეგები მოემსახურება საქართველოს განვითარებას. „ამ არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს მხარდაჭერა განვითარების, სტაბილურობისა და ტრადიციული ღირებულებების მიმართ. მჯერა, რომ არჩევნების შედეგები მოემსახურება საქართველოს ყოვლისმომცველ განვითარებასა და აყვავებას. ამავე დროს, დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების შედეგები […]