კობახიძე უცხოეთში წაგებულ უბნებზე: ნიშანია, რომ ამ ადამიანებს ინფორმაციის დეფიციტი აქვთ

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის მტკიცებით, საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე ქართული ოცნების წაგება “იმის ნიშანია, რომ ამ ადამიანებს აქვთ ინფორმაციის დეფიციტი”. კობახიძე განმარტავს, რომ ემიგრანტები “საკუთარი თვალით ვერ ხედავენ იმას, რაც ქვეყანაში ხდება”. “იცით, რომ არის ნიაღვარი დეზინფორმაციის, პროპაგანდის. შენ, საბოლოო ჯამში, საკუთარი თვალით თუ ვერ ხედავ იმას, თუ რა ხდება ქვეყანაში, შეიძლება ბევრად უფრო მარტივად მოექცე […]

NDI-ის მისიის ხელმძღვანელი: მოგიწოდებთ, მხედველობაში მიიღოთ ISFED-ის პარალელური დათვლა

2024 საპარლამენტო არჩევნებზე უფრო მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, ვიდრე წინა ორ არჩევნებზე. ეს არის დემონსტრირება საქართველოს მოქალაქეების ერთგულებისა დემოკრატიული პროცესებისადმი. ნათელია, მოსახლეობას უნდა ნამდვილი დემოკრატია და არ სურს ევროპის მოშორებით წასვლა. ამიტომაც მთელი მსოფლიო, კონგრესი აკვირდება იმას, საქართველოს ლიდერები მიიღებენ თუ მიიღებს იმას, რასაც საქართველოს ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. შედეგებთან დაკავშირებით ვნახეთ საჩივრები, საჩივრებთან დაკავშირებული პასუხები, ლეგიტიმური […]

თელ-ავივში სატვირთო მანქანა შეეჯახა ავტობუსს, ათეულობით ადამიანი დაშავდა

კვირას ისრაელში, თელ-ავივის მახლობლად, სატვირთო მანქანა შეეჯახა ავტობუსის გაჩერებას. ათობით ადამიანი დაშავდა, 35 საავადმყოფოში მოათავსეს დაზიანებებით, მათგან ექვსი მძიმე მდგომარეობაშია. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს. დაშავებულებს შორის ბევრი ხანდაზმული ადამიანია: სატვირთო მანქანა მთელი ძალით დაეჯახა ავტობუსის გაჩერებას და იქ გაჩერებულ ავტობუსს, რომელსაც მუზეუმში ექსკურსიაზე მიჰყავდა პენსიონერთა ჯგუფი. პოლიცია განიხილავს ტერაქტის შესაძლებლობას, თუმცა ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ […]

“ეს გვაძლევს საშუალებას ვამტკიცოთ, რომ არჩევნები ფსბ-მ ჩაატარა” – თავდგირიძე

სამხედრო საქმის ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე: არ გაბედოთ და ხალხს საყვედური არ უთხრათ. ხალხმა იაქტიურა. ვისაც ეს აქტიურობა უნდა გამოეყენებინა, მოუმზადებელი აღმოჩნდა. … საქართველოში არჩევნები ჩაატარა რუსებმა. გაყალბების მაშტაბებიდან გამომდინარე, ორგანიზების მაღალი ხარისხი, კარგად დალაგებული სქემები (რომლებიც რუსეთში აქვთ აპრობირებული) და რაც მთავარია ფარულობის არაქართული სტანდარტი გვაძლევს საშუალებას ვამტკიცოთ, რომ არჩევნები თავიდან ბოლომდე ფსბ-ს მიერ არის […]

“დაჟინებით ითხოვდნენ, რომ წინასწარ მეზეიმა გამარჯვება” – ჩერგოლეიშვილი

“ფედერალისტების” თანადამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი: რამდენ სასოწარკვეთილ ბოდვას დაწერს ახლა ის ხალხი, რომელიც იმის საშუალებასაც არ მაძლევდა რომ საფრთხეები გაგვერჩია და დაჟინებით ითხოვდა, რომ წინასწარ მეზეიმა გამარჯვება, უბრალოდ წარმოდგენაც მეზარება. სოციოლოგიური კვლევა არ გვქონია. გაყალბებული კვლევებით მანიპულაციას გვიკეთებდნენ. ბნელში ვაფათურეთ ხელები. ყველა ოპო პარტია პირველი იყო თავის დაკვეთილ კვლევაში. საკუთარ სუნიან ნასკად აქციეს სოციოლიგია. ხაზარაძის კვლევა […]

ამ დროის მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ახალ პარლამენტში 89 დეპუტატს შეიყვანს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ 18-ს

ცესკოს მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნება“ ახალ პარლამენტში 89 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ოპოზიციის სტატუსით პარლამენტში ოთხი პოლიტიკური სუბიექტი შევა, რომელსაც ჯამში, 61 მანდატი ექნება. უფრო კონკრეტულად, მანდატები ასე ნაწილდება: “კოალიცია ცვლილებისთვის“ – 18 მანდატი, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ – 17 მანდატი, “ძლიერი საქართველო“ – 14 მანდატი, ხოლო “გახარია […]

ქუთაისი-პრაღის რეისზე თვითმფრინავს ორჯერ მეხი დაეცა

ქუთაისი-პრაღის რეისზე თვითმფრინავს ორჯერ მეხი დაეცა. შემთხვევის გამო ფრენა გაუქმდა და თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში დაბრუნდა – ავიაკომპანია Wizz Air-ი გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “Wizz Air-ის თვითმფრინავს, რომელიც ქუთაისი-პრაღის რეისს, W6 7923-ს ასრულებდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში მეხი დაეცა. თვითმფრინავი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა და უსაფრთხოდ დაეშვა. საჰაერო ხომალდი ამჟამად გადის სავალდებულო ტექნიკურ შემოწმებას” – […]

რატომ გასკდა ბიაზი? – “თავიდან გვიშორებდნენ…” – რას წერს ხათუნა ლაგაზიძე

ანალიტიკოსი, ხათუნა ლაგაზიძე: “ცისფერი მთები” ხომ ყველას გახსოვთ? ის აბეზარი მარკშეიდერიც ხომ გახსოვთ, ეს ბზარი იყო აქო? – ყველას რომ ეკითხებოდა. ისიც გემახსოვრებათ ბიაზრი რომ გასკდა. ჰოდა, ორ კვირაზე მეტია მე და ჩემი კოლეგები ამ “ბზარების” აღმოჩენით ვიყავით დაკავებული და კარიდან კარზე დავდიოდი იმ კაცივით: ბზარებია და რომ გასკდეს, მოქმედების გზებზე პროფესიონალების ხედვებს გაგიზიარებთ-თქო. გენიალურ […]

ამ დროის მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ახალ პარლამენტში 89 დეპუტატს შეიყვანს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ 18-ს, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ 17-ს, „ძლიერი საქართველო“ 14-ს, გახარიას პარტია კი 12 წევრს

ცესკოს მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნება“ ახალ პარლამენტში 89 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ოპოზიციის სტატუსით პარლამენტში ოთხი პოლიტიკური სუბიექტი შევა, რომელსაც ჯამში, 61 მანდატი ექნება. უფრო კონკრეტულად, მანდატები ასე ნაწილდება: “კოალიცია ცვლილებისთვის“ – 18 მანდატი, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 17 მანდატი, “ძლიერი საქართველო“ – 14 მანდატი, ხოლო […]

IRI-ის მისიის ხელმძღვანელი: იყო ხმების მოსყიდვის არაიზოლირებული ინციდენტები

საერთაშორისო რესპუბლიკური მისიის (IRI) სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ჯონ შიმკუსი აღნიშნავს, რომ არჩევნების ტექნიკურად გამართულად ჩატარდა, თუმცა იყო ხმების მოსყიდვის, განმეორებით ხმის მიცემისა და მარკირების შეუმოწმებლობის შემთხვევები. ამის შესახებ მან მისიის დაკვირვების პირველადი შეფასებების წარდგენისას პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც შიმკუსმა განაცხადა, ამჟამინდელი სამართლებრივი რეგულაციების ფონი არათანაბარ საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფს და ძალიან დიდ სტრუქტურულ ბარიერებს ქმნის. გარდა […]