შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – სერიოზულად შეშფოთებული ვართ დარღვევებით საქართველოს არჩევნებში, რომლებიც ეუთო/ოდირმა და სხვა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს

სერიოზულად შეშფოთებული ვართ დარღვევებით საქართველოს არჩევნებში, რომლებიც ეუთო/ოდირმა და სხვა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარია სტენეგარდი სოციალურ ქსელში წერს. ამასთან, ის „ნდობის აღსადგენად“, საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, სანდოდ მოეკიდონ წუხილებს ინკლუზიურ პოლიტიკურ პროცესში. „მზად ვართ ვიმუშაოთ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე ყველა ძალასთან პარლამენტში, ვინც ნამდვილად ერთგულია ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების. სამოქალაქო […]
ნავალნის ქვრივი: რუსეთის პრეზიდენტად ვიყრი კენჭს, როცა ამის დრო მოვა

გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ქვრივმა, იულია ნავალნაიამ განაცხადა, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინი თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ იულია ნავალნაიამ BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა. თავისი ქმრის მიერ სიკვდილის წინ დაწერილი მემუარების (სახელწოდებით, „პატრიოტი“) წარდგენისას, ნავალნაიამ თავისი გეგმების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც ამის დრო მოვა, ის „არჩევნებში […]
კომერციულ ბანკებში ლარის გაცვლითი კურსი დოლართან 2.82-ზე ფიქსირდება

ეროვნული ბანკის მიერ 25 ოქტომბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დოლართან 2.71-ია, ხოლო რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9442 ლარია, თუმცა, კომერციული ბანკების მობაილ ბანკის კურსით, ამ წუთებში 1 დოლარი 2.82 ლარი ღირს. ცნობისთვის, სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში ლარმა ევროსთან და დოლართან გაუფასურება არჩევნების დღესვე დაიწყო. გუშინ კომერციულ ბანკებში ევროს ფასი 3 […]
“არავინ უნდა შევიდეს პარლამენტში, ახლა არ არის თავზე ნაცრის ყრის დრო, თუ როგორ მოგვატყუეს“ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პარლამენტში არავინ არ უნდა შევიდეს. “რა თქმა უნდა, არავინ უნდა შევიდეს პარლამენტში! ახლა არ არის თავზე ნაცრის ყრის დრო, თუ როგორ მოგვატყუეს. ახლა დროა დიდი საპროტესტო აქციების, რომ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ვიბრძვით თავისუფლებისთვის და ჩვენ ვართ ხალხი, ვინც არ შეეგუება უსამართლობას. დრო ძალიან ცოტაა!“,- წერს სააკაშვილი.
შარლ მიშელი: მოვუწოდებთ ცესკოს და შესაბამის უწყებებს გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები

საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა. ის, წერს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში საქართველოს საკითხის შეტანას გეგმავენ. მიშელმა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და შესაბამის ორგანოებს საარჩევნო დარღვევების შესწავლისკენ მოუწოდა. „ჩვენ მხედველობაში ვიღებთ ეუთო/ODIHR-ის წინასწარ შეფასებას და მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და […]
კიტეიშვილი დაბრუნდა და გაიტანა – “შტურმმა” “ლასკს” მოუგო

ავსტრიის ბუნდესლიგის მეთერთმეტე ტურში „შტურმმა“ გასვლაზე „ლასკი“ 2:1 დაამარცხა. სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა, რომელმაც ტრავმა მოირჩინა, ანგარიში 33-ე წუთზე გახსნა. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა და მიმდინარე ტურნიზე მეექვსე გოლი გაიტანა. მისი გარჯა flashscore-მ 7.5 ქულით შეაფასა, sofascore-მ კი 7.2 ქულით. გრაცული გუნდი 25 ქულით ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 30 ოქტომბერს, თასზე სახლში „ბლაუ-ვაისთან“ ჩაატარებს. ლასკი […]
პრეზიდენტი – ტექნოლოგია გამოყენებულ იქნა იმისთვის, რომ გაეთეთრებინა გაყალბება, ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა – ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რუსული სპეცოპერაციის, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ახალი ფორმის, რომელიც ჩვენს ხალხზე განხორციელდა

დღევანდელი ტექნოლოგიები გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ გაეთეთრებინა გაყალბება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენ ვიყავით მოწმე და მსხვერპლი ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ახალი ფორმის. „ეს იყო ტოტალური გაყალბება, თქვენი ხმების ტოტალური წართმევა, გამოყენება ყველა იმ ხერხის, რაც გვინახავს სხვადასხვა ქვეყნებში, თუ ამ ქვეყანაში – რაც შეიძლება […]
ლატვიის პრეზიდენტი – ქართველ ხალხს ევროპული ოცნება აქვს, არავის არ აქვს დაშინებისა და მანიპულაციის მეშვეობით ამ ოცნების მოპარვის უფლება

ქართველ ხალხს ევროპული ოცნება აქვს, არავის არ აქვს დაშინებისა და მანიპულაციის მეშვეობით ამ ოცნების მოპარვის უფლება,- ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩსი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ქართველ ხალხს ევროპული ოცნება აქვს, არავის არ აქვს დაშინებისა და მანიპულაციის მეშვეობით ამ ოცნების მოპარვის უფლება. სრული სოლიდარობა ქართველ ხალხისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ,” – წერს რინკევიჩსი.
თინა ბოკუჩავა – გახარიას პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი პრეზიდენტის ქოლგის ქვეშ ნებისმიერ კოორდინაციას და კონსულტაციას მხარს უჭერენ

გახარიას პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი პრეზიდენტის ქოლგის ქვეშ ნებისმიერ კოორდინაციას და კონსულტაციას მხარს უჭერენ,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას „გახარია საქართველოსთვის“ წევრების საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე არ გამოჩენასთან დაკავშირებით. მისი თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ წევრები პრეზიდენტთან გამართულ ყველა შეხვედრას ესწრებოდნენ და მზად არიან ნებისმიერი კოორდინაციისთვის, რომელიც სალომე […]
ირაკლი კობახიძე – დარღვევები ყველგან ხდება – არჩევნების ზოგადი შინაარსი დემოკრატიული არჩევნების პრინციპს შეესაბამებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე BBC-თან ინტერვიუში არჩევნებში ხმების გაყალბების შესახებ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. „დარღვევები ყველგან ხდება. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ არჩევნების დღეს, ან მანამდე მომხდარი ეს დარღვევები, მაგრამ არჩევნების ზოგადი შინაარსი შეესაბამებოდა სამართლებრივ პრინციპებს და დემოკრატიული არჩევნების პრინციპს“, – აღნიშნა კობახიძემ. კობახიძემ ოპოზიცია ტყუილში […]