„არავის აქვს ევროპული ოცნების მოპარვის უფლება, სოლიდარობა ქართველ ხალხს“ – ლატვიის პრეზიდენტი

ლატვიის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩი ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს. „ქართველ ხალხს აქვს ევროპული ოცნება, არავის აქვს უფლება ეს ოცნება მანიპულაციით და დაშინებით მოიპაროს. სრული სოლიდარობა ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს“, – წერს იგი. 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 99%-ზე მეტი უკვე დათვლილია. ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, მმართველ პარტიას 54%-ზე მეტი აქვს. “ოცნების” გარდა, 5%-იანი […]

ბორელი/ევროკომისია: სწრაფად გამოიძიეთ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ ევროკავშირი ახლოდან აკვირდებოდა არჩევნებამდე პროცესს. განცხადებაში მოყვანილია OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნაც, რომლის თანახმადაც “საარჩევნო დღე ძირითადად პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული, მაგრამ გამოირჩეოდა დაძაბული გარემოთი, ხმის მიცემის საიდუმლოს ხშირი დარღვევებით და რამდენიმე პროცედურული შეუსაბამობით, ისევე, როგორც ამომრჩევლების დაშინებისა და […]

,, ქართველ ხალხსა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სრულ სოლიდარობას ვუცხადებ” – რინკევიჩი

ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი X-ზე წერს: ,,ქართველ ხალხს ევროპული ოცნება აქვს და არავის აქვს უფლება, მათ ეს ოცნება დაშინებისა და მანიპულაციის გზით წაართვას. ქართველ ხალხსა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სრულ სოლიდარობას ვუცხადებ. ”

,, სცენარის მიხედვით ახლა ყველა უნდა გამოვიდეს და თქვან, რომ არ შემოვლენ პარლამენტში” – მდინარაძე

მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს ეხმაურება: ,,სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები იყო რუსული და მე მას ვერ ვაღიარებო. (მარტო ლავროვი შემიძლია ვაღიაროო). სცენარის მიხედვით ახლა ყველა უნდა გამოვიდეს და თქვან, რომ არ შემოვლენ პარლამენტში. აბა ვნახოთ p. s. არ ჩქარობენ “

ბორელისა და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება

ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ: შაბათს, 26 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქეებმა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს. ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს საპარლამენტო არჩევნებამდე მოვლენებს. გასული თვეების განმავლობაში ქართველმა ხალხმა აჩვენა თავისი მიჯაჭვულობა დემოკრატიული ღირებულებებისადმი და მათი ქვეყნის ევროკავშირის გზაზე. არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნებისა და დასკვნების მიხედვით, რომელსაც ხელმძღვანელობს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა […]

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ახლა ევროპა ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ შიკორსკი X-ზე წერს; ,,საქართველოს პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ევროპა ახლა ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს“

„შეშფოთებული ვარ ეუთო/ოდირის ანგარიშით არჩევნების შესახებ“ – ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ესპენ ბარტი ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს. „შეშფოთებული ვარ ეუთო/ოდირის ანგარიშით საქართველოში გამართული არჩევნების შესახებ, რომელიც ასახავს მრავალ დარღვევას, ამომრჩევლების მიმართ ზეწოლას, დაშინებასა და საარჩევენოდ შექმნილ არათანაბარ გარემოს. საარჩევნო პროცესის სამართლიანობასთან დაკავშირებული გაურკვევლობები ამცირებს ჩატარებული არჩევნების მიმართ ნდობას. აუცილებელია ამ გაურკვევლობების მოგვარება“, – აცხადებს იგი.

„პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა, ხალხთან უნდა დავდგეთ“ – პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადეკ სიკორსკი ეხმაურება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. „საქართველოს პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ევროპა ახლა ქართველ ხალხთან უნდა დადგეს“, – წერს იგი.

ცაჰკნა: “ამ არჩევნებმა გააღრმავა შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული განვითარების თაობაზე”

“ეს არის ისტორიული არჩევნები და მისი შედეგები აჩვენებს დაბრუნდება თუ არა საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე თუ წავლენ უფრო ღრმა ავტორიტარიზმისკენ”, – ამბობს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. “როცა ამ გაზაფხულზე თბილისში ვიყავი, ვნახე ათობით ათასი ადამიანი, რომელიც უპირისპირდებოდა მმართველ პარტიასა და პოლიციას. ყველას გვახსოვს საქართველოს მთავარი ქალაქების ევროკავშირის დროშებით გადავსებული […]

ჟან-ნოელ ბარო – ეუთო/ოდირის დასკვნები ადასტურებს საფრანგეთის შეშფოთებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე – მოველით, რომ ოფიციალური პირები დარღვევების შესახებ ცნობებს გამოიძიებენ

ეუთო/ოდირის დასკვნები ადასტურებს საფრანგეთის შეშფოთებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე – მოველით, რომ ოფიციალური პირები დარღვევების შესახებ ცნობებს გამოიძიებენ , – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, თუ საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნება სურს, პატივი უნდა სცეს ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ პლურალიზმს. “ეუ თო/ოდირის დასკვნები ადასტურებს საფრანგეთის შეშფოთებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, […]