ირაკლი კობახიძე – დარღვევები ყველგან ხდება – არჩევნების ზოგადი შინაარსი დემოკრატიული არჩევნების პრინციპს შეესაბამებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე BBC-თან ინტერვიუში არჩევნებში ხმების გაყალბების შესახებ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
„დარღვევები ყველგან ხდება. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ არჩევნების დღეს, ან მანამდე მომხდარი ეს დარღვევები, მაგრამ არჩევნების ზოგადი შინაარსი შეესაბამებოდა სამართლებრივ პრინციპებს და დემოკრატიული არჩევნების პრინციპს“, – აღნიშნა კობახიძემ.
კობახიძემ ოპოზიცია ტყუილში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ისინი 2016, 2020 და 2021 წლებშიც ამბობდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა.
„რა თქმა უნდა, მათ ახლა სხვა გზა არ აქვთ, მათ უნდა უთხრან მხარდამჭერებს, რომ ან ატყუებდნენ, ან ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოში არჩევნებში ხმის დათვლის ელექტრონული სისტემა პირველად გამოიყენეს და რომ არჩევნების გაყალბება შეუძლებელი გახდა. „მანიპულაციისთვის ადგილი ნულია“, – დასძინა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი: ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, როგორც იქნა მოხდა კონსტიტუციურ ჩარჩოებში პრეზიდენტის ინსტიტუციის მოქცევა. როგორც მოგეხსნებათ, ჩემმა წინამორბედმა განსხვავებული გზა აირჩია