უილსონი: ვდგავარ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან და ქართველ ხალხთან ამ ბრძოლაში

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და რესპუბლიკელი კონგრესმენი, რომელიც მეგობარი აქტის ერთ-ერთი ავტორია, ჯო უილსონი მხარდაჭერას უცხადებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ქართველ ხალხს. უილსონი ასევე მიმართავს ქართულ ოცნებას, არ გამოიყენონ ძალადობა პროტესტის ჩასახშობად. “გუშინ, პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეუერთდა ქართული ოპოზიციის წევრებს, რათა მსოფლიოსთვის გამოეცხადებინა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია, ასევე მოეწოდებინა ქართველ ხალხისთვის, გამოვიდნენ ქუჩებში და […]

„მე პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და ქართველი ხალხის გვერდზე ვარ“ – კონგრესმენი უილსონი

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი მორიგ განცხადებას აქვეყნებს საქართველოსთან დაკავშირებით. მან დღეს, 28 ოქტომბერს, მხარდაჭერა გამოუცხადა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. „გუშინ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციის წევრებთან ერთად გამოუცხადა მსოფლიოს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები არალეგიმიტურია და მოუწოდა ხალხს პროტესტისკენ, ხოლო საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვა მხარდაჭერა დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის დაცვაში. მე პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და ქართველი ხალხის […]

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა – პრეზიდენტის დაანონსებული აქცია დაიწყო

რუსთაველის გამზირი, სადაც ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის დაანონსებული აქცია დაიწყო, მომიტინგეთა რაოდენობის გამო გადაიკეტა სამანქანო გზა, იტყობინებიან ადგილიდან „ნეტგაზეთის“ რეპორტიორები. პრეზიდენტმა საპროტესტო აქცია დააანონსა გუშინ, ოპოზიციის ლიდერებთან ერთად. მისი თქმით, არჩენვნები გაყალბდა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს. ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან ელიან არჩევნების წინა პერიოდში და კენჭისყრის დღეს გამოვლენილი დარღვევების დროულ გამოძიებას. “გამოვთქვამთ შეშფოთებას ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მიერ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების შესახებ ახლახან გამოქვეყნებული პირველი დასკვნების შემდეგ, რომელიც მიუთითებს ამომრჩევლების მიმართ „ზეწოლაზე, […]

AP-თან ინტერვიუში, ზურაბიშვილი რუსეთს საქართველოს არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს და დასავლეთისგან მხარდაჭერას ითხოვს

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთს არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს, ხოლო დასავლეთს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ საპროტესტო გამოსვლებს საქართველოში. „ჩვენ ვნახეთ, რომ რუსული პროპაგანდა პირდაპირ იქნა გამოყენებული [არჩევნებში]“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი საინფორმაციო სააგენტო “ასოშეიტედ პრესთან” საუბრის დროს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა „რუსეთთან ხელჩაკიდებული“ მუშაობდა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაზე დაყრდნობით „ასოშეიტედ პრესი“ წერს, […]

რუსეთი საქართველოში დესტაბილიზაციის მცდელობის შესახებ საუბრობს

მოსკოვი აცხადებს, რომ საქართველოში “გარე აქტორები” დესტაბილიზაციას ცდილობენ. ეს მაშინ, როცა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოში გამართული არჩევნები არ წარმოაჩენს ქართველი ხალხის ნებას და აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგი, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება“ ლიდერობს, „რუსული სპეცოპერაციის“ შედეგია. კრემლის პრესსპიკერი პესკოვი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ბევრი ქვეყნისთვის დესტაბილიზაციის შექმნა სტანდარტად იქცა. „ჩვენ კატეგორიულად […]

მოსკოვი აცხადებს წინსვლაზე აღმოსავლეთ უკრაინაში

რუსეთის არმია აცხადებს, რომ წინსვლა აქვს აღმოსავლეთ უკრაინაში. კიევის განცხადებით, კრემლის ძალებმა 27 ოქტომბერს განაგრძეს ინტენსიური თავდასხმები ხერსონის რეგიონულ ცენტრზე, რასაც სულ მცირე ორი სამოქალაქო პირი შეეწირა. პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გამოვიდა მუქარით, რომ თუ დასავლელი მოკავშირეები კიევს უფლებას მისცემენ გრძელი რადიუსის იარაღი გამოიყენოს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, კრემლი ამას პასუხს გასცემს. “ჯერ ადრეა ამაზე […]

„ქართველ ხალხს უფლება აქვს, იცოდეს, რა მოხდა შაბათს“ – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ეხმაურება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს. „ქართველი ხალხი დემოკრატიისთვის იბრძოდა. მას უფლება აქვს, იცოდეს, რა მოხდა შაბათს. უფლება, რომ დარღვევები გამოძიებული იყოს სწრაფად, გამჭვირვალედ, დამოუკიდებლად. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ევროპული ღირებულებების ფუძეშია“, – წერს იგი.

„76 დეპუტატს შეკრება შეუძლია, არავინ არ ამბობს, რომ არა, მაგრამ…“ – ბაჩო დოლიძე

„ახალის“ წევრი, ბაჩო დოლიძე: „გრძელდება სასარგებლო იდიოტიზმის შემცველი პროპაგანდა რომ თურმე ეს და ეს ამბობს რომ 76 დეპუტატს შეუძლიათ პარლამენტის ლეგიტიმაცია. და აზრი არა აქვს სიის ჩახსნას. კონსტიტუციის მუხლი ამბობს რომ: პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორიმესამედის ( ანუ 100 კაცის ) უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამიტომ ვამტკიცებდით რომ სიები თუ ცარიელია შევატოვებთ მაგ 80 […]

„ეგ 50 თუ 100 ლარი მალე გათავდება. როცა გათავდება, ჩემთან აღარ დარეკოთ პურის ფულზე. ეგეც რუსქოცებმა მოგცენ“ – ზურაბ ბატიაშვილი

ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი: „ქოცი ნათესავების, მეზობლების, კლასელების და ა.შ. საყურადღებოდ, რომლებმაც ფული აიღეთ სამშობლოს გაყიდვაში და თან გიხარიათ (სოცქსელებში ეგ ყველაფერი კარგად ჩანს). ეგ 50 თუ 100 ლარი მალე გათავდება. როცა გათავდება, ჩემთან აღარ დარეკოთ პურის ფულზე. ეგეც რუსქოცებმა მოგცენ. “შემთხვევით დავალაიქე ქოცების პოსტებზე” და ეგეთი ზღაპრები არ მიიღება! მადლობა. ნახვამდის!“