„76 დეპუტატს შეკრება შეუძლია, არავინ არ ამბობს, რომ არა, მაგრამ…“ – ბაჩო დოლიძე

„ახალის“ წევრი, ბაჩო დოლიძე:
„გრძელდება სასარგებლო იდიოტიზმის შემცველი პროპაგანდა რომ თურმე ეს და ეს ამბობს რომ 76 დეპუტატს შეუძლიათ პარლამენტის ლეგიტიმაცია. და აზრი არა აქვს სიის ჩახსნას.
კონსტიტუციის მუხლი ამბობს რომ:
პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორიმესამედის ( ანუ 100 კაცის ) უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.
ამიტომ ვამტკიცებდით რომ სიები თუ ცარიელია შევატოვებთ მაგ 80 კაცში.
ეხლა მეორე საკითხი:
ორიმესამედის არ ყოფნა რას უშლის ხელს:
1. პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული საკიტხები; კომისიები, კვორები, ფრაქციები და ა.შ.
2. პრეზიდენტის არჩევნები – სჭირდება 150 დეპუტატი 300 ხმოსანში;
3. საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირება და ამ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისი კანონმდებლობის მიღება – 3/4.
4. საკონსტიტუციო ცვლილებები ან გადასინჯვა – 2/3-ც და 3/4.
5. საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მიღება – 2/3.
6. ორგანული კანონის მიღება და ცვლილებების შეტანა – 2/3.
7. კანონის მოქმედებაში მოყვანა – 2/3.
8. მოსამართლეთა განწესება – 2/3.
და მთავარი:
ეს ჟურნალისტების გასაგონათ: ჰკითხეთ ინდივიდუალურად სიაში მყოფმა დეპუტატებმა მიმართეს თუ არა უკვე ცესკოს, თავიანთ თავს და ჩვენ კი ნუ გვაპუხობენ, ცესკომ უპასუხოს რომ უკმაყოფილებს თუ არა მათ განცხადებას.“

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ებრალიძე: ბატონო “მავანნო” რა კრიტერიუმების საფუძველზე გათავსუფლდა თანამდებობიდან, ტელე ხელოვნებისა და მასმედიის კოლეჯის დირექტორი ზურაბ ოშხნელი? ეჭვი მაქვს რომ ვერ მიპასუხებთ “მავანნო” ამიტომ ჩემ აზრს მოგახსენებთ

ნიკოლოზ ვაშაკიძე: როგორც ჩანს, მთავარი ოპოზიციური ძალები საქართველოში მართლაც აიკრძალება და შესაბამისად იკვეთება ის, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი გუნდი პრაქტიკულად უკონკურენტო გარემოში აპირებს გასვლას