უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოშია

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკვე საქართველოშია. ვიქტორ ორბანი ცოტა ხნის წინ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მივიდა. 29 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. უნგრელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან […]

ედგარს რინკევიჩსი – სალომე ზურაბიშვილთან საუბარში დემოკრატიული და თავისუფალი საქართველოსა და მისი ევროპული გზის მიმართ ლატვიის უწყვეტი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დავადასტურე

დემოკრატიული და თავისუფალი საქართველოსა და მისი ევროპული გზის მიმართ ლატვიის უწყვეტი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დავადასტურე, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩსი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს. „საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარი მქონდა. ჩვენ განვიხილეთ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებული მდგომარეობა და დარღვევების შესახებ ცნობების განხილვის აუცილებლობა. მე დემოკრატიული და თავისუფალი […]

ანა დოლიძე – „ქართულმა ოცნებამ“ მარნეულში ყველაფერი იკადრა

„ქართულმა ოცნებამ“ მარნეულში ყველაფერი იკადრა, – ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა. ანა დოლიძე მარნეულში იმყოფებოდა, სადაც ის ადგილობრივ მოსახლეობას და მხარდამჭერებს შეხვდა. „ჩვენ ჩამოვედით მარნეულში და შევხვდით ადგილობრივ წარმომადგენლებს, ჩვენს მხარდამჭერებს, რომლებმაც გვიამბეს იმ გაყალბების სქემებზე, რაც აქ ხდებოდა. ჩვენმა წარმომადგენელმა დააყენა ძალიან სერიოზული საკითხი, რომ გახსნილიყო ის ყუთები, სადაც […]

ანა ნაცვლიშვილი – ეს იყო მთელი საარჩევნო პროცესის მიტაცება რუსული სპეცსამსახურების მეთოდებით – მოვითხოვთ, გასაჯაროვდეს სიები, წორედ ეს არის არჩევნების შავი ყუთი, რომელიც ინახავს უტყუარ მტკიცებულებებს დანაშაულებრივი სქემის შესახებ

ჩვენ ვემიჯნებით რუს ოლიგარქს, ვემიჯნებით მისივე არჩევნების მიტაცების პროცესს, მან ჩაატარა რუსული სპეცოპერაცია და ჩვენ დაწყებულ საქმეს საქართველოს დაცვით, საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველყოფით მივიყვანთ ბოლომდე , – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ნაცვლიშვილმა ასევე ისაუბრა არჩევნების დროს დაფიქსირებულ სხვადასხვა დარღვევაზე და სარჩევნო კომისიებს იმ სიების გასაჯაროება მოსთხოვა, რომელშიც კონკრეტული პირები უბნებზე […]

პარლამენტთან აქციისთვის ემზადებიან

პარლამენტთან, სადაც არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად აქცია იგეგმება, მოქალაქეები იკრიბებიან. აქცია 19:00 საათზე, პარლამენტის წინ უნდა დაიწყოს, სადაც ამ დროისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარეობს სცენის მოწყობაც, აქვე დამონტაჟებულია შესაბამისია აპარატურა. სალომე ზურაბიშვილმა აქცია გუშინ, ორბელიანების სასახლეში ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ, არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად დაგეგმა. როგორც პრეზიდენტმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, არჩევნების გაყალბებას არ შეეგუებიან და დღევანდელი აქციით […]

მიხაილ როთი – ძვირფასო მეგობრებო საქართველოში, თავისუფლებასა და დემოკრატიას თქვენი მხარდაჭერა სჭირდება – ახლა სასოწარკვეთის ან უკან დახევის დრო არ არის

ძვირფასო მეგობრებო საქართველოში, თავისუფლებასა და დემოკრატიას თქვენი მხარდაჭერა სჭირდება, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი სოციალურ ქსელში წერს. „ძვირფასო მეგობრებო საქართველოში, მესმის თქვენი იმედგაცრუება. მაგრამ ახლა სასოწარკვეთის ან უკან დახევის დრო არ არის. ევროკავშირმა და მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს თქვენი ხმა და დაინახოს თქვენი სახეები ქუჩებში. თავისუფლებასა და დემოკრატიას თქვენი […]

ორბანი საქართველოშია, ის რამდენიმე წუთის წინ თბილისი მერიოტში მივიდა

უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოშია. ის რამდენიმე წუთის წინ თბილისი მერიოტში მივიდა, სადაც ქვეყანაში ყოფნის პერიოდში იცხოვრებს. პარალელურად თბილისი მერიოტში მიმდინარეობს ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატების შეხვედრა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიქტორ ორბანს კობახიძე უმასპინძლებს. მათ საერთო პრესკონფერენცია მედიისთვის ხვალ ექნებათ. ორბანის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურნენ დასავლელი პარტნიორებიც. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის თქმით, რაც არ […]

სენატორები სახ.დეპს არჩევნების გაყალბებაზე ბრალდებების გამოძიებისკენ მოუწოდებენ

საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში და კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან. სენატორები აღნიშნავენ, რომ საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე ბოლოდროინდელი შეშფოთებების ფონზე, იმედი ჰქონდათ, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდებოდა, თუმცა აღნიშნავენ, რომ “ამ უქმეებზე სხვა რამის მოწმე გახდნენ”. სენატორები […]

ვიქტორ ორბანს ევროკავშირის საბჭოსგან თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით არანაირი მანდატი არ მიუღია – ნაბილა მასრალი

ვიქტორ ორბანის ვიზიტი ხორციელდება საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი უეთიერთობების ფარგლებში. პრემიერ-მინისტრ ორბანს ევროკავშირის საბჭოსგან თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით არანაირი მანდატი არ მიუღია , – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერმა, ნაბილა მასრალიმ განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიცია მკაფიოდ გამოიხატა უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროკომისიის გუშინდელ განცხადებაში, ისევე […]

დაუკვირდით 2012 წლიდან როგორი თავისუფალია ბიზნესი – ზურაბ ჩხაიძე

როდესაც ქვეყანაში სტაბილური გარემოა შესაძლებელია როგორც ბიზნესის განვითარება, ისე სხვადასხვა ინვესტორთან საუბარი და დასაქმებულების რიცხვის ზრდა – ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახება ქვეყნის ბიუჯეტზე, – ამის შესახებ KTW ჯგუფის დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საუბრისას, განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ეკონომიკის განვითარება პირდაპირ არის დაფუძნებული სტაბილურობაზე. „26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა მყარი […]