პარლამენტთან შეკრებილმა მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

მოქალაქეებმა, რომლებიც არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად პარლამენტთან არიან შეკრებილი, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. პარლამენტთან ოპოზიციონერი ლიდერები ჯერ არ გამოჩენილან. როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ მათ უცხოელ დიპლომატებთან დაიწყეს შეხვედრა. შეხვედრა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მიმდინარეობს. პარლამენტთან ელოდებიან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. სალომე ზურაბიშვილმა და ოპოზიციონერმა ლიდერებმა მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ გუშინ, ორბელიანების სასახლეში გამართული კონსულტაციების შემდეგ მოუწოდეს. როგორც პრეზიდენტმა გუშინ […]

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მრავალი წელია, ქართველი ხალხი დემოკრატიისკენ ისწრაფვის და მისთვის იბრძვის – ქართველები, როგორც ყველა ევროპელი, საკუთარი ბედის ბატონ-პატრონები უნდა იყვნენ

ქართველები, როგორც ყველა ევროპელი, საკუთარი ბედის ბატონ-პატრონები უნდა იყვნენ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მისი თქმით, ქართველ ხალხს უფლება აქვს იცოდეს, რა მოხდა შაბათ-კვირას. „მრავალი წელია, ქართველი ხალხი დემოკრატიისკენ ისწრაფვის და მისთვის იბრძვის. მათ უფლება აქვთ იცოდნენ რა მოხდა ამ შაბათ-კვირას და უფლება აქვთ დაინახონ, რომ საარჩევნო დარღვევები გამოძიებული იქნება […]

ჯო უილსონი – მე ამ ბრძოლაში პრეზიდენტისა და ქართველი ხალხის გვერდით ვდგავარ და ვაფრთხილებ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, არ გამოიყენოს ძალადობა მომიტინგეების გასაჩუმებლად, მსოფლიო ამას აკვირდება

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი პრეზიდენტ ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს. „გუშინ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად მთელ მსოფლიოს გამოუცხადა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია, ქართველ ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ და პროტესტისკენ მოუწოდა, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერა სთხოვა, მაშინ, როცა ისინი დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ […]

ანა ნაცვლიშვილი – ეს იყო მთელი საარჩევნო პროცესის მიტაცება რუსული სპეცსამსახურების მეთოდებით – მოვითხოვთ, გასაჯაროვდეს სიები, წორედ ეს არის არჩევნების შავი ყუთი, რომელიც ინახავს უტყუარ მტკიცებულებებს დანაშაულებრივი სქემის შესახებ

ჩვენ ვემიჯნებით რუს ოლიგარქს, ვემიჯნებით მისივე არჩევნების მიტაცების პროცესს, მან ჩაატარა რუსული სპეცოპერაცია და ჩვენ დაწყებულ საქმეს საქართველოს დაცვით, საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველყოფით მივიყვანთ ბოლომდე , – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ნაცვლიშვილმა ასევე ისაუბრა არჩევნების დროს დაფიქსირებულ სხვადასხვა დარღვევაზე და სარჩევნო კომისიებს იმ სიების გასაჯაროება მოსთხოვა, რომელშიც კონკრეტული პირები უბნებზე […]

აჭარაში განთავსების ობიექტებს სოციალური გვერდების მართვის თემაზე ინდივიდუალური ტრენინგები უტარდებათ

აჭარაში 100 საოჯახო-სასტუმრო სახლსა და კოტეჯს სოციალური მედიის სპეციალისტები სოციალური მედიის გვერდების (Facebook, Instagram, Tik-Tok) შექმნაში, განვითარებასა და ეფექტურად მართვაში ეხმარებიან. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. სატრენინგო-საგანმანათლებლო პროგრამა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ხორციელდება. მათივე ცნობით, პროგრამის ფარგლებში 20-ზე მეტი ფოტოგრაფი და სოციალური მედიის სპეციალისტი ინდივიდუალურად სტუმრობს სოფლად არსებულ განთავსების […]

მიხეილ სააკაშვილი – ყველანი რუსთაველზე, რომელიც უნდა იქცეს პროტესტის მთავარ ციტადელად და საბოლოო გამარჯვების ადგილად

ყველანი რუსთაველზე, რომელიც უნდა იქცეს პროტესტის მთავარ ციტადელად და ჩვენი საბოლოო გამარჯვების ადგილად , – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მიხეილ სააკაშვილს განცხადებით, პროტესტი არ უნდა შენელდეს და კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. „ოლიგარქს სურს ფეხქვეშ გათელოს ჩვენი ღირსება და სიამაყე,საბოლოოდ წაგვართვას თავისუფლება. ჩვენ უნდა ვუთხრათ მას და მის პატრონებს მოსკოვში, […]

კონგრესმენი უილსონი: ვაფრთხილებ “ქართულ ოცნებას”, არ იძალადოს პროტესტის გასაჩუმებლად

ამერიკის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, სალომე ზურაბიშვილს და ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს. ჰელსინკის კომისიის ახალ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თავმჯდომარე უილსონი ზურაბიშვილსა და ქართველებს მხარს უჭერს მაშინ, როცა პრეზიდენტი ოპოზიციურ პარტიებთან ერთად უარყოფს გასულ უქმეებზე გამართული არჩევნების შედეგებს და მოქალაქეებს პროტესტისკენ მოუწოდებს. “გუშინ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ქართული ოპოზიციის წევრებთან ერთად მსოფლიოს განუცხადა, რომ საქართველოს […]

კარდინი: ვაგრძელებ არჩევნების შემდომი გარემოს მჭიდრო მონიტორინგს

ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოში მიმდიანრე პროცესებს ყურადღებით ადევნებს თვალს. განცხადებას ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი ბენ კარდინი ავრცელებს. სოციალურ ქსელ „ექსში“ კარდინი წერს, რომ აქტიურ კომუნიკაციაშია ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციასთან, რათა განისაზღვროს შესაბამისი რეაგირება. „მე გავაგრძელებ არჩევნების შემდგომ გარემოს მჭიდრო მონიტორინგს და ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციასთან მუშაობას, რათა განვსაზღვრო შესაბამისი რეაგირება აშშ-საქართველოს ურთიერთობაში“, – წერს მერილენდის […]

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც არჩევნების მიტაცებას აპროტესტებენ, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. გამოსვლები ჯერ არ დაწყებულა. საპროტესტო აქციაზე სალომე ზურაბიშვილსაც ელოდებიან. ფოტო- ფბ ჯგუფი „დაიტოვე“

“თბილისი მერიოტში”, სადაც ოპოზიციისა და დიპლომატების შეხვედრა მიმდინარეობს, ორბანი მივიდა

“თბილისის მერიოტში”, სადაც ამ წუთებში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და დიმპლომატიურ კორპუსს შორის შეხვედრა მიმდინარეობს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი მივიდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ორბანი სწორედ „თბილისი მარიოტში“ დაბინავდა. საინტერესოა, რატომ შეარჩიეს უცხოელი სტუმრისთვის ის ადგილი, სადაც, როგორც გუშინვე იყო ცნობილი, შეკრების ეპიცენტრი იქნებოდა. არც ის უნდა ყოფილიყო გაუთვალისწინებელი, რომ პუტინის მეგობარ ორბანს სტვენითა და გინებით შეაცილებდნენ… ფოტო-„მთავარი […]