პარლამენტთან შეკრებილმა მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

მოქალაქეებმა, რომლებიც არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად პარლამენტთან არიან შეკრებილი, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. პარლამენტთან ოპოზიციონერი ლიდერები არ გამოჩენილან. როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ მათ უცხოელ დიპლომატებთან დაიწყეს შეხვედრა. შეხვედრა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მიმდინარეობს. პარლამენტთან ელოდებიან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. სალომე ზურაბიშვილმა და ოპოზიციონერმა ლიდერებმა მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ გუშინ, ორბელიანების სასახლეში გამართული კონსულტაციების შემდეგ მოუწოდეს. როგორც პრეზიდენტმა გუშინ გამართულ […]

ქართველები დემოკრატიისთვის იბრძოდნენ, უფლება აქვთ, იცოდნენ, რა მოხდა ამ შაბათ-კვირას – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ბევრი წელია, საქართველოს მოსახლეობა იბრძვის დემოკრატიისთვის, მათ აქვთ უფლება, ნახონ, რომ დარღვევების გამოძიება ხდება სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. „ბევრი წელია, საქართველოს მოსახლეობა იბრძვის დემოკრატიისთვის, მათ აქვთ უფლება, იცოდნენ რა მოხდა ამ შაბათ-კვირას, უფლება, ნახონ, რომ დარღვევების გამოძიება ხდება სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად, რადგან თავისუფალი და […]

გერმანიის მთავრობაში, Volkswagen-ს, სამუშაო ადგილების შენარჩუნებისკენ მოუწოდეს

გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ კანცლერი ოლაფ შოლცი მოუწოდებს გერმანულ საავტომობილო გიგანტს Volkswagen-ს, გადაარჩინოს სამუშაო ადგილები კომპანიის მიერ ქვეყანაში სამი ქარხნის დახურვის შესახებ ცნობების შემდეგ. როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, ამის შესახებ Spiegel-ი იუწყება. მას შემდეგ, რაც ვოლფსბურგში მუშების საინფორმაციო ღონისძიებიდან გავრცელდა ინფორმაცია, სადაც მათ გააფრთხილეს სამი ქარხნის დახურვის გეგმები, მთავრობამ აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ელოდება კომპანიისგან […]

ალეკო ელისაშვილი – როგორც პუტინმა სიკვდილამდე გამოაცხადა თავი პრეზიდენტად, ყველაფერი ჩვენთანაც ასე მიდის – ივანიშვილი ბოლოს მეფედ გამოაცხადებს მის რომელიმე შვილს, იტყვიან, რომ დინასტია დაიწყო – ამას ან ვეგუებით ან არა

არჩევნები, როგორც ცვლილებების შესაძლებლობა, გააუქმეს. ამას ან უნდა შევეგუოთ ან არა, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე “ინტერპრესნიუსს” განუცხადა. ელისაშვილის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” საზოგადოებას უთხრა, რომ არჩევნები გაუქმდა. “ქართულმა ოცნებამ” გვითხრა და გვაჩვენა, რომ არჩევნები გაუქმდა და არჩევნებს დაარქმევენ იმ შედეგს, რასაც თვითონ მოისურვებენ. არჩევნები, როგორც ცვლილებების შესაძლებლობა, გააუქმეს. […]

ლევან დავითაშვილი – უნგრეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტი პატივისცემაა მოსახლეობის სწორი არჩევანის, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას

საქართველოში უნგრეთის სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 28 ოქტომბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უნგრეთის დელეგაციას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დახვდა. დელეგაციის დახვედრის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ორივე ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელებმა – საქართველოს ელჩმა უნგრეთში თამარ ლილუაშვილმა და უნგრეთის ელჩმა საქართველოში ანა მარია შიკომ. […]

ვიქტორ ორბანი – საქართველო კონსერვატიული, ქრისტიანული და პროევროპული სახელმწიფოა – უსარგებლო ლექციების წაკითხვის ნაცვლად, მათ ევროპულ გზაზე ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ

საქართველო კონსერვატიული, ქრისტიანული და პროევროპული სახელმწიფოა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი, რომელიც დღეს საქართველოში ჩამოვიდა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საქართველოს „უსარგებლო ლექციების“ წაკითხვის ნაცვლად, მხარდაჭერა სჭირდება. „ოფიციალური ვიზიტი საქართველოში არჩევნების შემდეგ. საქართველო კონსერვატიული, ქრისტიანული და პროევროპული სახელმწიფოა. უსარგებლო ლექციების წაკითხვის ნაცვლად, მათ ევროპულ გზაზე ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ“, – წერს ვიქტორ ორბანი.

ტრამპმა საარჩევნო შეხვედრა ნიუ-იორკში, ჰარისმა კი ფილადელფიაში გამართა

კვირას, რესპუბლიკელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში, “მედისონ სქვეარ გარდენში” წინასაარჩევნო შეხვედრა ჩაატარა. როგორც საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ იუწყება, შეხვედრა ყოფილი პრეზიდენტის მომხრეების “ვულგარული და რასისტული” კომენტარებით დაიწყო. ნიუ-იორკში ათწლეულების განმავლობაში ცნობილი ტრამპი იმედოვნებდა, რომ ამ პოპულარულ ადგილს დემოკრატ კანდიდატ კამალა ჰარისის საწინააღმდეგო დასკვნითი არგუმენტების წარმოსადგენად გამოიყენებდა. „მინდა დავიწყო ძალიან მარტივი კითხვით. ახლა თქვენი საქმეები უფრო […]

ლიეტუვაში მემარცხენე ოპოზიციამ არჩევნებში გაიმარჯვა

სოციალ-დემოკრატების ოპოზიციურმა პარტიამ, კვირას, 27 ოქტომბერს, ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. გამარჯვებულმა პარტიამ პირობა დადო, რომ შეინარჩუნებს თავდაცვის ხარჯების პროგრამას. მათ ასევე გაკრიტიკეს პრემიერ-მინისტრ ინგრიდა სიმონიტის მემარჯვენე-ცენტრისტულ კოალიციურ მთავრობა, რომელიც თვადაცვის ხარჯების დასაფინანსებლად ქვეყანაში გადასახადებს ზრდის. ხმების 99%-ის დათვლის შემდეგ, ოფიციალურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ 141-წევრიან ასამბლეაში, ოპოზიცია 52 მანდატით ლიდერობს. მმართველი პარტია „სამშობლოს კავშირი“ მეორე […]

აქციის მონაწილეები ვიქტორ ორბანს სტვენითა და შეძახილებით შეხვდნენ

ვიქტორ ორბანი თბილისში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა და თბილისი მერიოტში მივიდა, სადაც ქვეყანაში ყოფნის პერიოდში იცხოვრებს. ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურნენ დასავლელი პარტნიორებიც. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის თქმით, რაც არ უნდა თქვას ორბანმა საქართველოში ვიზიტის დროს, ის არ წარმოადგენს ევროკავშირს.

ბენ კარდინი: ვაგრძელებ არჩევნების შემდომი გარემოს მჭიდრო მონიტორინგს

ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოში მიმდიანრე პროცესებს ყურადღებით ადევნებს თვალს. ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ბენ კარდინი X-ზე წერს. “მე გავაგრძელებ არჩევნების შემდგომ გარემოს მჭიდრო მონიტორინგს და ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციასთან მუშაობას, რათა განვსაზღვრო შესაბამისი რეაგირება აშშ-საქართველოს ურთიერთობაში”, – წერს ბენ კარდინი. I will continue to closely monitor the post-election environment and work with the Biden-Harris […]