ვიმედოვნებთ, არჩევნების შემდგომი პერიოდი იქნება მშვიდობიანი, გადაიდგმება დაუყოვნებელი ნაბიჯები საქართველოს ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად – ევროპარლამენტის სამი წევრის განცხადება

ვიმედოვნებთ, არჩევნების შემდგომი პერიოდი იქნება მშვიდობიანი, გადაიდგმება დაუყოვნებელი ნაბიჯები საქართველოს ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად – ევროპარლამენტის სამი წევრის განცხადება ეს არის გადამწყვეტი მომენტი საქართველოსთვის, – ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის სამი წევრის განცხადებაში. განცხადების ავტორები არიან ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის თავმჯდომარე სერგეი […]

„მინდა, გახარიასაც ვუთხრა კაცურადაც და ადამიანურადაც, მილანძღია იცოცხლე, არც თუ უსაფუძვლოდ…“ – ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილმა საპროტესტო აქციაზე განაცხადა: „ასიათასჯერ ჩემზე მაგარი ხალხი უძღვებოდა აქ მიტინგს. ორი ულვაშიანი კაცი იყო, მათ ხსოვნას ვენაცვალე – მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია. ეს რუსები გვეუბნებიან, რომ მათი ბრძოლა, რასაც სიცოცხლე შესწირა ორივემ, თურმე ამაო ყოფილა, რომ თურმე ისევ რუსეთში უნდა წაგვათრიონ, მაგრამ – ვერ. არც პარლამენტის წევრად დავბადებულვარ და არც მასე ვაპირებ […]

ევროკავშირის 13 ქვეყნის მინისტრი – ამ რთულ დროს ქართველების გვერდით ვდგავართ – საარჩევნო მთლიანობის დარღვევა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატისგან მოსალოდნელ სტანდარტებს არ შეესაბამება

ამ რთულ დროს ჩვენ ქართველების გვერდით ვდგავართ, – ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა და ევროპის საკითხთა მინისტრები ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ „საარჩევნო მთლიანობის დარღვევა“ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატისგან „მოსალოდნელ სტანდარტებს არ შეესაბამება“ და ის ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების ღალატია. ამასთან, განცხადებაში მინისტრები აკრიტიკებენ საქართველოში პრემიერ-მინისტრ ორბანის „უდროო ვიზიტს“ და აღნიშნავენ, რომ ის […]

Boeing–ი დაახლოებით $19 მილიარდის აქციებს განათავსებს

Boeing Co.–მ გამოაცხადა ჩვეულებრივი და სადეპოზიტო აქციების შეთავაზება, რომელიც სავარაუდოდ საშუალებას მისცემს კომპანიას მოიზიდოს დაახლოებით $19 მილიარდი კაპიტალი. როგორც Boeing-ის პრესრელიზშია ნათქვამი, კომპანია ინვესტორებს 90 მილიონ ჩვეულებრივ აქციას შესთავაზებს. ფასიანი ქაღალდების ღირებულება, რომელიც დაფუძნებულია Boeing-ის აქციების ფასზე პარასკევს ბაზრის დახურვისას ($155.01), არის $13.95 მილიარდი. გარდა ამისა, კომპანია 5 მილიარდი დოლარის ღირებულების სადეპოზიტო აქციების გაყიდვას აპირებს. […]

„ამ რთულ დროს ქართველ ხალხთან ვდგავართ“ – EU-ს 13 წევრის მინისტრები

ევროკავშირის 13 წევრის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში ჩატარეულ არჩევნებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი მოითხოვენ არჩევნებზე მომხდარი დარღვევების გამოსწორებასა და გამოძიებას, და აღნიშნავენ, რომ ისინი არ შეესაბამება სტანდარტებს, რომელსაც ელოდნენ კანდიდატის სტატუსი მქონე ქვეყნისგან. „ღრმად ვართ შეშფოთებულნი საქართველოში არსებული სიტუაციით. საერთაშორისო დამკვირვებლები იტყობინებიან დარღვევებზე როგორც კამპანიის, ასევე არჩევნების დღის დროს. ვგმობთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ყველა […]

თინა ბოკუჩავა – ჩვენ არ შევეგუებით მოპარულ არჩევნებს, არ შევეგუებით მიტაცებულ არჩევნებს, არ შევეგუებით რუსეთის სპეცოპერაციას – ყველას გვესმის, ახლა განსხვავებების ძიების დრო არ არის, რადგან ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ

ჩვენ დღეს ვართ ძალიან ბევრი, მაგრამ ასევე გვესმის, რომ ეს არის განგრძობადი ბრძოლა, რომელსაც აუცილებლად გამარჯვებამდე მივიყვანთ! – ჩვენ არ ვცნობთ ამ პარლამენტის ლეგიტიმურობას, ჩვენ არ ვაღიარებთ გაყალბებულ არჩევნებს, ჩვენ უარს ვაცხადებთ მანდატებზე, ვხსნით სიებს და ვითხოვთ ახალ არჩევნებს გამარჯვებამდე!, – ასე მიმართა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც არჩევნების […]

გიორგი გახარია – ვიღაცას მე არ მოვწონვარ, ვიღაცას სხვები არ მოსწონს, ვიღაც გაბრაზებულია ჩემზე, მე ვიღაცაზე, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს ქვეყნის ევროპული მომავალი – მოვა სცენის დროც და ავალ სცენაზე

სცენაზეც [ასვლა] ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ბევრად უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს აქ და ვიქნები აქ, მოვა სცენის დროც და ავალ სცენაზე, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა. გიორგი გახარიას თქმით, შეიძლება მასზე ბევრია გაბრაზებული და თავადაც ბევრზეა გაბრაზებული, თუმცა ახლა ყველას ევროპული მომავალი აერთიანებს. „ვიღაცას მე არ […]

ოპოზიციური პარტიები ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა სამოქმედო გეგმა გააცნეს რუსთაველის გამზირზე, პარტლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს. „პირველი, როგორც თქვენ, ასევე ჩვენ, ამ არჩევნებს ვცნობთ არალეგიტიმურად. მეორე, არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას და არათუ შესვლას, ჩვენ ჩავხსნის სიებს. მესამე, ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე და გავიმარჯვებთ ერთად. მეოთხე, ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა, ჩატარდეს არჩევნები ახლიდან, ოღონდ არჩევნები ჩაატაროს საერთაშორისო […]

“ნებისმიერი რევოლუცია განწირულია, სადაც ბარიკადებზე ნიკა გვარამია დგას” – იაგო ხვიჩია

“გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ ნებისმიერი რევოლუცია განწირულია, სადაც ბარიკადებზე ნიკა გვარამია დგას. “ეს აქცია არ არის იმისთვის, რომ რაიმე შედეგს მიაღწიონ, ეს აქცია არის იმისთვის, რომ ხალხი დაიღალოს და “ქართული ოცნების“ ოთხწლიან მმართველობას შეეგუოს. ოღონდ ამაში ოპოზიცია და ენჯეო მონაწილეობენ. ამას რომ ვამბობდი, “ქოცებთან“ შეკრულს მეძახდნენ, ახლა ხომ არ ვარ […]

ზელენსკი ისლანდიაშია “გამარჯვების გეგმის” განსახილველად

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ისლანდიაში ჩავიდა სამიტზე, რომელშიც მონაწილეობენ ჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოთა ლიდერები. ზელენსკიმ 28 ოქტომბერს ტელეგრამზე განაცხადა, რომ ისლანდიაში მონაწილეობას მიიღებს უკრაინისა და ჩრდილოეთ ევროპის მეოთხე სამიტში და ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს ისლანდიის, დანიის, ნორგვეგიის, ფინეთის და შვედეთის პრემიერ-მინისტრებთან. უკრაინის პრეზიდენტი ასევე აპირებს შეხვდეს ისლანდიის პრეზიდენტს და პარლამენტის წევრებს. “ჩვენი მოლაპარაკების მთავარი საგანი იქნება ‘გამარჯვების […]