მედვედევი ზურაბიშვილზე: “ჩვეულებრივი მოვლენაა თანამდებობიდან გადაყენება და დაპატიმრება“

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, დმიტრი მედვედევი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, „მარიონეტად“ მოიხსენიებს და მის დაკავებას ითხოვს. „საქართველოს მარიონეტულმა პრეზიდენტმა უარი თქვა არჩევნების შედეგების [აღიარებაზე] და კონსტიტუციის წინააღმდეგ გადატრიალების მოწოდებით წავიდა. ასეთ დროს, ჩვეულებრივი მოვლენაა თანამდებობიდან გადაყენება და დაპატიმრება“, – მედვედევის ამ განცხადებსა, რუსული საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი” ავრცელებს. დმიტრი მედვედევის ამ განცხადებას წინ უსწრებდა […]
მედვედევს სურს, რომ საქართველოს პრეზიდენტი “გადააყენონ ან დაიჭირონ”

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს დიმიტრი მედვედევს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის “თანამდებობიდან გათავისუფლება ან დაჭერა” სურს. ის სალომე ზურაბიშვილს “მარიონეტს” უწოდებს და არჩევნების შედეგების არაღიარების გამო, მის “გადაყენებასა და დაჭერაზე” მიუთითებს. “საქართველოს პრეზიდენტ-მარიონეტმა უარი თქვა შედეგების აღიარებაზე და გადატრიალების მოწოდებით კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა. ჩვეული პრაქტიკა ასეთ შემთხვევებში – თანამდებობიდან გათავისუფლება ან დაჭერაა”, – ამბობს ის.
ALDE/LI: არჩევნების შედეგები სრულად არ ასახავს ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს

საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ევროპულ ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის (ALDE) პრეზიდენტი სვენია ჰანი და ლიბერალური ინტერნაციონალის პრეზიდენტი ჰაკიმ ელ ჰაიტი ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან. განცხადებაში ისინი მიუთითებენ, რომ შაბათ-კვირას საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყნის თავზე გაურკვევლობისა და შიშის მძიმე ღრუბელი დატოვა. ორგანიზაციების პრეზიდენტები მინიმუმ 5 სადამკვირვებლო ორგანიზაციის წინასწარ ანგარიშებს ეყრდნობიან დაშინებითა და დარღვევებით გამორჩეულ გარემოზე და […]
ანა ნაცვლიშვილი – ეს იყო მთელი საარჩევნო პროცესის მიტაცება რუსული სპეცსამსახურების მეთოდებით – მოვითხოვთ, გასაჯაროვდეს სიები, სწორედ ეს არის არჩევნების შავი ყუთი, რომელიც ინახავს უტყუარ მტკიცებულებებს დანაშაულებრივი სქემის შესახებ

ჩვენ ვემიჯნებით რუს ოლიგარქს, ვემიჯნებით მისივე არჩევნების მიტაცების პროცესს, მან ჩაატარა რუსული სპეცოპერაცია და ჩვენ დაწყებულ საქმეს საქართველოს დაცვით, საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველყოფით მივიყვანთ ბოლომდე , – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ნაცვლიშვილმა ასევე ისაუბრა არჩევნების დროს დაფიქსირებულ სხვადასხვა დარღვევაზე და სარჩევნო კომისიებს იმ სიების გასაჯაროება მოსთხოვა, რომელშიც კონკრეტული პირები უბნებზე […]
ევროკავშირის მინისტრების ნაწილი, საქართველოში არჩევნების შესახებ, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ამ რთულ დროს ჩვენ ქართველების გვერდით ვდგავართ, – ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის მინისტრების ნაწილის განცხადებაშია ნათქამი. განცხადებაში ნათქვამია, რომ „საარჩევნო მთლიანობის დარღვევა“ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატისგან „მოსალოდნელ სტანდარტებს არ შეესაბამება“ და ის ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების ღალატია. ამასთან, განცხადებაში მინისტრები აკრიტიკებენ საქართველოში პრემიერ-მინისტრ ორბანის „უდროო ვიზიტს“ და აღნიშნავენ, რომ ის ევროკავშირის სახელით არ საუბრობს. „ღრმად […]
ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი: “ქართული ოცნება” უარყოფს გლობალიზმს და ომის იდეოლოგიას, ამიტომაც უნდათ ფონ დერ ლაიენს და სოროსს მისი ჩამოგდება
“ქართული ოცნებისთვის” პრორუსულის დაძახება თაღლითობაა, – ამის შესახებ ფრანგი ევროპარლამენტარი, ტიერი მარიანი, სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც ის აღნიშნავს, “ქართული ოცნება” ევროკავშირის “ვოუქიზმს”, გლობალიზმს და ომის იდეოლოგიას ეწინააღმდეგება. ევროპარლამენტარის მოსაზრებით, სწორედ ამის გამო სურთ ფონ დერ ლაიენს და სოროსს “ქართული ოცნების” შეცვლა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი კი პირიქით – მხარს უჭერს მმართველ პარტიას. “ქართული ოცნებისთვის” […]
პარლამენტთან აქციის ოფიციალური ნაწილი დასრულდა, თუმცა ადგილზე კვლავ რჩება მოქალაქეთა ნაწილი

პარლამენტთან, სადაც მოქალაქეები არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ, აქცია დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი აქციის ოფიციალური ნაწილი დასრულდა, მოქალაქეები მაინც რჩებიან საკანონმდებლო ორგანოსთან. დღევანდელ აქციაზე, ოპოზიციონერმა ლიდერებმა შეკრებილებს სამოქმედო გეგმა გააცნეს. რამდენიმე მოთხოვნასთან ერთად, ოპოზიციური პარტიები საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომლის გამართვაზეც პასუხისმგებელი საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია იქნება. სალომე ზურაბიშვილმა აქცია ორბელიანების სასახლეში ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ, არჩევნების […]
ნიკა მელია – ეს ბრძოლა დღეს არ დაწყებულა, ეს არის პროცესი, ხალხი როცა ავტოკრატიის დასრულებას აპირებს, ზუსტად ისე მოიქცევა, როგორც დღეს მოიქცა

ეს ბრძოლა დღეს არ დაწყებულა, ეს არის პროცესი და სხვა ეტაპია უბრალოდ ამ პროცესში. ხალხი როცა ავტოკრატიის დასრულებას აპირებს, ზუსტად ისე მოიქცევა, როგორც დღეს მოიქცა, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ რუსთაველზე, აქციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მელიას თქმით, საზოგადოებამ მანდატი ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს მისცა და ამის უტყუარი მტკიცებულებები არსებობს, რომელზეც უამრავი ადამიანი […]
მირიამ ლექსმანი ორბანს – საქართველო შეიძლება კონსერვატიული, ქრისტიანული და პროევროპული იყოს, მაგრამ „ქართული ოცნება“ არ არის

საქართველო შეიძლება კონსერვატიული, ქრისტიანული და პროევროპული იყოს, მაგრამ „ქართული ოცნება“ არ არის , – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი სოციალურ ქსელში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „საქართველო კონსერვატიული, ქრისტიანული და პროევროპული სახელმწიფოა“. „საქართველო შეიძლება კონსერვატიული, ქრისტიანული და პროევროპული იყოს, მაგრამ „ქართული ოცნება“ არ არის. მათი ერთგულება ოლიგარქისა და მისი ინტერესების მიმართ არის, კრემლის […]
Jobs.ge-ზე ვაკანსიების რაოდენობა 6.5%-ით გაიზარდა – ყველაზე მეტი ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში გამოქვეყნდა

Jobs.ge-ზე ვაკანსიების რაოდენობა 6.5%-ით გაიზარდა – ყველაზე მეტი ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში გამოქვეყნდა 2024 წლის სექტემბერში jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობამ 8 347 შეადგინა, რაც მიმდინარე წლის აგვისტოსთან შედარებით 12.1%-ით მეტია. ამის შესახებ PMCG-ის კვლევაშია ნათქვამია. კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის აპრილიდან სექტემბრამდე ამავე პორტალზე ვაკანსიების საერთო რაოდენობამ 47 739 შეადგინა, რაც 2023 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 6.5%-ით მეტია. […]