საარჩევნო მთლიანობის დარღვევა შეუთავსებელია იმ სტანდარტებთან, რომლებიც მოსალოდნელია ევროკავშირის კანდიდატისგან – ევროკავშირის 13 მინისტრის განცხადება

საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან და გამოვლნილ დარღევევებთან დაკავშირებით, ევროკავშირის 13 მინისტრი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს: „ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოში არსებული ვითარებით. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე არჩევნების დღეს. ჩვენ ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყოველგვარ დარღვევას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. ჩვენ ვიზიარებთ მათ შეშფოთებას და ვითხოვთ საჩივრების მიუკერძოებელ გამოძიებას და დაფიქსირებული დარღვევების გამოსწორებას. […]

ევროკომისიის პრეზიდენტი: ქართველებს უფლება აქვთ იცოდნენ, რა მოხდა ამ შაბათ-კვირას

საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ცოტა ხნის წინ, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევები სწრაფად იქნეს გამოძიებული. “უკვე ბევრი წელია, ქართველი ხალხი იღწვის და იბრძვის დემოკრატიისთვის. მათ აქვთ უფლება იცოდნენ, რა მოხდა ამ შაბათ-კვირას და აქვთ უფლება ნახონ, რომ საარჩევნო დარღვევები იქნება გამოძიებული სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად. ქართველები, […]

“ავაზას” ტერიტორიაზე საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თბილისში კიდევ ერთ საფეხბურთო ცენტრს აშენებს. მშენებლობა დიღმის მასივში, საფეხბურთო სკოლა „ავაზას“ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. 28 ოქტომბერს, მშენებლობის პროცესი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და სფფ-ის ტექნიკურმა დირექტორმა, ზაზა ზამთარაძემ თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში ადგილზე მოეწყობა სტანდარტული ზომისა და 9/9 ზე მოედნები რომლებიც ტრიბუნებითა და განათებით აღიჭურვება. ტერიტორიაზე განთავსდება […]

„პროკურატურა, იმოქმედეთ, სანამ ტრაგედია დატრიალდება“ – რა ინფორმაციას ავრცელებს ნათია მეზვრიშვილი

გახარიას პარტიის წევრი, ნათია მეზვრიშვილი: „ჩვენს თანაგუნდელს – ლია ყოჩიშვილს კორუმპირებული ფეოდალი დიმიტრი ხუნდაძის დაჯგუფება კორუფციაში მხილების გამო მანქანას რომ აჯახებდა ხომ გახსოვთ? პოლიციას რეაგირება ამ დრომდე არ ჰქონია. მკვლელობის მცდელობიდან რამდენიმე დღეში ლია ყოჩიშვილის დედას დაესხნენ თავს. დღეს კი იგივე დაჯგუფება ლია ყოჩიშვილის მოხუც მამას სახლში შეუვარდა და პირდაპირ ლოგინში სასტიკად გაუსწორდა. დანაშაულის თანამონაწილეები […]

„მე მოვუწოდებ ქართულ ოცნებას…არ გაინტერესებთ?“ – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი: „მე მოვუწოდებ ქართულ ოცნებას აი ახლა, ცხრა საათზე დაიძახოს რომ ხვალ 7 საათზე მისი მომხრეები შეიკრიბონ პარლამენტთან. არ ჩამოიყვანოს არავინ რეგიონებიდან, არ გადაკეტოს თბილისი, არ გადაჭედოს ავტობუსებით და მიკროავტობუსებით და დავითვალოთ რამდენ ადამიანს შეკრებს. არ გაინტერესებთ?“

მშობლებო! გავიგე, რომ გააფრინეთ და მერკანტილური მიზნებით, ყველაფერს მოაწერეთ ხელი, მაგრამ შვილები არ გეცოდებათ? – რუსუდან შარაძე

გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე: გვიან გავაცნობიერე, რომ მამაჩემის სიცოცხლეში, არასდროს მიმიცია საკუთარი თავისთვის უფლება, მისი გულისთვის ვინმესთვის აყალმაყალი მომეწყო. მოყოლილი მაქვს ერთი მაგალითი იზა ორჯონიკიძეზე, როცა არ იცოდა, ვისი შვილი ვიყავი და ჩემთან გადაუარა მამაჩემს. მერე, დაზაფრული, მუხლებში ჩამივარდა, არ უთხრაო. ასეც მოვიქეცი. უბრალოდ,არ ვთვლიდი საჭიროდ, რომ ბაჭაჭყანა გამოვვარდნილიყავი და უფროსებთან მეხმალავა. ამდენს კი […]

გიორგი მარგველაშვილი – შემოგვხედეთ, აი, ჩვენ და ჩვენი ამომრჩეველი – ჩვენ არ ვართ უბრალოდ რიცხვები, რომელსაც ჩაწერ და მოიტყუები, ჩვენ ვართ ცოცხალი ადამიანები, რომლებიც მოტყუებისა და გარუსების გეგმას არასდროს მოვაწერთ ხელს

შემოგვხედეთ, აი, ჩვენ და ჩვენი ამომრჩეველი – ჩვენ ვართ რეალურები და არ ვართ უბრალოდ რიცხვები, რომელსაც ჩაწერ და მოიტყუები – ჩვენ ვართ ცოცხალი ადამიანები, ცოცხალი ქართველები, რომლებიც მოტყუებისა და საქართველოს გარუსების გეგმას არასდროს არ მოვაწერთ ხელს, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა გიორგი მარგველაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ერმა […]

“ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსისა” და „ლიბერალური ინტერნაციონალის“ პრეზიდენტები -მიგვაჩნია, რომ არჩევნების შედეგები სრულად არ ასახავს ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს

მიგვაჩნია, რომ არჩევნების შედეგები სრულად არ ასახავს ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს, – ამის შესახებ განცხადებას „ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის“ (ALDE) პრეზიდენტი, სვენია ჰანი და „ლიბერალური ინტერნაციონალის“ პრეზიდენტი, ჰაკიმ ელ ჰაიტი ავრცელებენ. „შაბათ-კვირას საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყანაში გაურკვევლობა და შიში დატოვა. დაშინებითა და დარღვევებით გამორჩეულ გარემოში, რაც დასტურდება მინიმუმ ხუთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი […]

რა უნდა გავითვალისწინოთ თუ გვინდა გგემოვნებიანი ინტერიერი სახლში

სახლში გემოვნებიანი ინტერიერის შექმნა მოიცავს ესთეტიკის, კომფორტისა და პირადი სტილის ნაზავს. აქ არის რამდენიმე ძირითადი მოსაზრება: 1. ფერების პალიტრა შეარჩიეთ ფერადი სქემა, რომელიც ასახავს თქვენს სტილს. განიხილეთ ნეიტრალური ტონები მუდმივი გარეგნობისთვის, აქცენტირებული უფრო თამამი ფერებით. 2. ავეჯის შერჩევა ინვესტიცია ხარისხიან ავეჯში, რომელიც აბალანსებს კომფორტს და სტილს. გაითვალისწინეთ თქვენი ავეჯის მასშტაბი ოთახის ზომასთან მიმართებაში. 3. განლაგება […]

„ამინდი თუ მოგვცემს შესაძლებლობას, პროექტი დეკემბრის ბოლოს დასრულდება“ – კახა კალაძე დიღმის მასივში საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის პროექტზე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თბილისში კიდევ ერთ საფეხბურთო ცენტრს აშენებს. მშენებლობა დიღმის მასივში, საფეხბურთო სკოლა „ავაზას“ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. სამშენებლო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად გაეცნო. თბილისის მერის თქმით, წინა ხელისუფლების დროს გასხვისებული ტერიტორია დედაქალაქის მერიამ ადგილმონაცვლეობის გზით დაიბრუნა და შემდეგ ფეხბურთის ფედერაციას გადასცა. „დიღმის მასივში მდებარე „ავაზას“ ყოფილ საფეხბურთო […]