მეთიუ მილერი – ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის სრული გამოძიების შესახებ

ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის სრული გამოძიების შესახებ , – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. მილერმა ისაუბრა გარემოზე, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე „სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების, ხმების ყიდვისა და ამომრჩევლის დაშინების ფონზე შეიქმნა“. „ქართველი ხალხი შაბათს არჩევნებზე მივიდა იმ საარჩევნო გარემოში, რომელიც მმართველი პარტიის […]
ახალი პარლამენტის შეკრებას ვერავინ დაბლოკავს, ამბობს პრემიერი – ასეა თუ არა ეს?

26 ოქტომბერს არჩეული საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომის ჩასატარებლად განსაზღვრული ბოლო ვადა 1 დეკემბერია, თუმცა შესაძლებელია, მე-11 მოწვევის პარლამენტი უფრო ადრეც შეიკრიბოს. საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნებიდან არაუგვიანეს 26-ე დღისა, ცესკო აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგებს და ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელ ოქმს. არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან 10 დღის განმავლობაში კი ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა […]
მედვედევი: ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია, ამას, როგორც წესი, დაპატიმრება მოყვება

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ქმედებებს, როგორც წესი, დაპატიმრება მოყვება. „მედვედევმა განაცხადა, რომ საქართველის მარიონეტმა პრეზიდენტმა უარი თქვა არჩევნების აღიარებაზე და კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა, რასაც, როგორც წესი, თანამდებობიდან ჩამოშორება და დაპატიმრება მოყვება“, – იუწყება რუსული სამთავრობო მედია „რია ნოვოსტი“.
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ არსებული ფორმატით ვეღარ გააგრძელებს მუშაობს

ულტრამემარჯვენე და პრო-რუსული ტელევიზია „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ არსებული ფორმატით მუშაობას ვეღარ შეძლებს და მიზეზად ფინანსურ პრობლემებს ასახელებს. „ჩვენი ტელევიზია ამ ფორმატით ვერ გააგრძელებს მუშაობს. ჩვენი ტელევიზია თქვენი ფინანსების დახმარებით იყო. ზოგადად, ჩვენი პარტიული ინფრასტრუქტურა. ვერ მოვუწოდებთ მაყურებლებს და თანამებრძოლებს, მუდმივ რეჟიმში შეინახონ ამხელა ტელევიზია. ეს ძალიან რთულია, წარმოუდგენელია ფინანსურად. მოგვიწევს გარკვეული რეორგანიზაცია და მაუწყებლობის შეცვლა. […]
„ალტ-ინფო“ მაუწყებლობას წყვეტს

„იქიდან გამომდინარე, რომ ვერ დაიდო ის შედეგი, რაც ველოდით, აქედან გამომდინარე შეიქმნა ვითარება, რომ ვეღარ გავაგრძელებთ“, – თქვა შოთა მარტინენკომ 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრის დროს. მისივე თანაგუნდელმა, გიორგი ქარდავამ ბოლო გადაცემაში თქვა, რომ ჯერ არ იციან, როგორ გააგრძელებენ პოლიტიკურ და საინფორმაციო ბრძოლას. „თავიდან ბოლომდე ჩვენი ტელევიზია იყო თქვენი დახმარებით, […]
ევროკავშირის სახელმწიფოთა მინისტრები: ვგმობთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინისტრები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას, რომლის ტექსტსტის თარგმანსაც ქვემოთ გთავაზობთ: “ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში ამჟამად შექმნილი სიტუაციით. საერთაშორისო დამკვირვებლები დარღვევებზე იუწყებოდნენ საარჩევნო კამპანიისას, ისევე, როგორც არჩევნების დღეს. ვგმობთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას. ვიზიარებთ მათ შეშფოთებას და მოვითხოვთ საჩივრების დამოუკიდებელ მოკვლევას და დადგენილი დარღვევების გამოსწორებას. ამ […]
,,წარმოვიდგინე, პარლამენტის შტურმს იწყებს გახარია მელიასთან ერთად და იქედან რეზინის ტყვიებით არბევენ“ – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი: ,,მეგობრებო, ვიცი, რომ ხუმრობის განწყობაზე ბევრი არ ხართ, მაგრამ უცებ წარმოვიდგინე სურათი: პარლამენტის შტურმს იწყებს გახარია მელიასთან ერთად და იქედან რეზინის ტყვიებით არბევენ და ვეღარ ვჩერდები. “
,,დარღვევებმა საქართველოს არჩევნების დროს შეარყია საერთაშორისო საზოგადოების ნდობა შედეგის მიმართ” – მილერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ: „ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ყველა ცნობის სრული გამოძიების შესახებ და მოვუწოდებთ პატივი სცენ გამოხატვის ფუნდამენტურ თავისუფლებასა და მშვიდობიან შეკრების უფლებას“
“ამ ქვეყანაში არჩევნების შედეგები გაუქმდება, ჩატარდება ახალი არჩევნები” – ნიკა გვარამია

“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ პრეზიდენტის წარმომადგენელთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადებას ავრცელებს. “არალეგიტიმური არჩევნები ნიშნავს ქვეყანაში დემოკრატიის ჩამოქცევას. ამ ქვეყანაში არჩევნების შედეგები გაუქმდება, ჩატარდება ახალი არჩევნები, ვინც გაიმარჯვებს გაიმარჯვებს, ეს ქართული ოცნება არ იქნება. სახალხო დაკვეთა არის არჩევნების გაუქმების, მისი შედეგების გაბათილების და ახალი არჩევნების ჩატარების. ხელისუფლება რომ შეიცვლება ჩატარდება გამოძიება. თუ ახლა ვინმეს ახლა […]
არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ძველი რომაული ვილა, სადაც ფალერნულ ღვინოს ამზადებდნენ

იტალიურ კამპანიაში, ელექტროსადგურის მშენებლობის ადგილის გასასუფთავებლად სამუშაოების დროს, ნაპოვნი იქნა ძველი რომაული ვილის კედლების ფრაგმენტები. ამის შესახებ ჟურნალი Cultural Independiente წერს. გამოცემის ცნობით, აღმოჩენილი აგარაკის ნაწილები დაახლოებით 2 ათასი წლისაა და აქვს საფეხუროვანი სტრუქტურა, რაც ნიშნავს, რომ ამ ადგილზე დასახლებები სულ მცირე ორ უძველეს პერიოდში არსებობდა. შენობა შეიძლება თავდაპირველად აშენებული ყოფილიყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე I საუკუნეში. […]