,,ეს ორბანი რას დარბის ნაქირავები ჭირისუფალივით ხან მიშასთან და ხან ოცნებასთან” – ზვიად კორძაძე

ადვოკატი ზვიად კორძაძე: ,,ეს ორბანი რას დარბის ნაქირავები ჭირისუფალივით ხან მიშასთან და ხან ოცნებასთან”
ალკოჰოლის მოხმარება მამაკაცებში სიცოცხლის ხანგრძლივობას უფრო მეტად ამცირებს, ვიდრე ქალებში

ალკოჰოლის მოხმარება მამაკაცებში სიცოცხლის ხანგრძლივობას უფრო მეტად ამცირებს ვიდრე ქალებში, – ასეთ დასკვნას მოიცავს ბრიტანულ სამეცნიერო გამოცემა Nature-ში გამოქვეყნებული კვლევა. მეცნიერთა აზრით, ალკოჰოლის მოხმარება მამაკაცებს სიცოცხლეს საშუალოდ 1,5 წლით აკლებს. ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გააანალიზეს 2,5 მილიონი ადამიანის შესახებ ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის გენეტიკური მონაცემების ბანკიდან. მათ გაითვალისწინეს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე არა მხოლოდ ალკოჰოლის, არამედ მოწევის, გენეტიკური დაავადებების […]
,,ალტ-ინფო” დაიხურა – ,,ვეღარ აგრძელებს მუშაობას”

ალტ-ინფოს ტელევიზია დაიხურა. ინფორმაციას ადასტურებს ორგანიზაციის ჟურნალისტი, ნინო ლაბარტყავა, რომელიც წერს: “ალტ-ინფოს” ტელევიზია აღარ აგრძელებს მუშაობას. უფრო სწორად, ვეღარ. მე არასდროს ვიყოფდი ჯიბეში ხელს სიტყვებისთვის და არც ახლა მოვერიდები თქმას: ვინც “ალტ-ინფოს” გვერდით ედექით ფარისევლურად და ბოლო მომენტში უგანეთ, გაიყიდეთ, უღალატეთ (გვიღალატეთ!); ვინც “ოცნების” გაკონსერვატორების დაიჯერეთ და ჩათვალეთ, რომ 12-წლიანი ტყუილების ფონზე, ამჯერად “მართლა” აღარ […]
ალტ-ინფო მაუწყებლობას წყვეტს

პრორუსული, ჰომოფობიური ალტ-ინფო მაუწყებლობას წყვეტს. ეს არხის თანადამფუძნებელმა შოთა მარტინენკომ თქვა. ის ტელევიზიის დახურვას საპარლამენტო არჩევნების შედეგებს უკავშირებს. მარტინენკო ამბობს, რომ ამ შედეგს არ ელოდნენ. ეთერში მათ ასევე აღნიშნეს, რომ ჯერ არ აქვთ “მზა პასუხი”, თუ რა ფორმით დაბრუნდებიან მომავალში. “აქედან გამომდინარე, უნდა გვესმოდეს, რომ ეს მარცხი ჩვენთვის არის ძალიან მძიმე. ძალიან სერიოზული დარტყმაა ჩვენთვის […]
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. პარლამენტის მიმდებარედ კვლავ რჩება აქციის მონაწილეთა მცირე ჯგუფი, რომლებიც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ადგილზე გადაიყვანეს. ასევე, “თბილსერვისის” თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირისა და მიმდებარე პერიმეტრის დასუფთავების სამუშაოები დაიწყეს.
ირაკლი კობახიძემ ვიქტორ ორბანს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 29 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. შედგება საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. „ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საქართველოს […]
ევროკავშირის სახელმწიფოთა მინისტრები: ვგმობთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინისტრები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას, რომლის ტექსტსტის თარგმანსაც ქვემოთ გთავაზობთ: “ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში ამჟამად შექმნილი სიტუაციით. საერთაშორისო დამკვირვებლები დარღვევებზე იუწყებოდნენ საარჩევნო კამპანიისას, ისევე, როგორც არჩევნების დღეს. ვგმობთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას. ვიზიარებთ მათ შეშფოთებას და მოვითხოვთ საჩივრების დამოუკიდებელ მოკვლევას და დადგენილი დარღვევების გამოსწორებას. ამ […]
პრორუსული „ალტ-ინფო“ მაუწყებლობას წყვეტს

პრორუსული და ჰომოფობიური განწყობებით ცნობილი ტელეარხი „ალტ-ინფო“ მაუწყებლობას წყვეტს. ამის შესახებ არხის დამფუძნებლებმა ბოლო ეთერიდან განაცხადეს. „იქედან გამომდინარე, რომ ვერ დაიდო ის შედეგი, რაც ველოდით, აქედან გამომდინარე შეიქმნა ვითარება, რომ ვეღარ გავაგრძელებთ“, – თქვა შოთა მარტინენკომ 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრის დროს. მისივე თანაგუნდელმა, გიორგი ქარდავამ ბოლო გადაცემაში თქვა, რომ […]
ირაკლი კობახიძემ ვიქტორ ორბანს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა და სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე არიან. 29 ოქტომბერს […]
სტუდენტურმა მოძრაობამ – “დაფიონი” 29 ოქტომბერს აქცია დააანონსა

სტუდენტურმა მოძრაობამ – “დაფიონი” 29 ოქტომბერს, 19:00 საათზე აქცია დააანონსა. როგორც მათ პარლამენტთან შეკრებილებს განუცხადეს, 29 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ისინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბებიან და მარშით პარლამენტთან მივლენ. “შევხვდებით ხვალ და ვიბრძოლებთ ბოლომდე”,- განაცხადეს სტუდენტებმა. როგორც სტუდენტები აცხადებენ, ქვეყანაში დემოკრატიაა დასაცავი. “საქართველოს სუვერენიტეტის დაკარგვას ვაპროტესტებთ, ჩამოვლაბორანტდით. თუ ვიყავით სუვერენული სახელმწიფო, დავრჩით მარიონეტულ სახელმწიფოდ”,- განაცხადა “დაფიონის” […]