შვედი მინისტრი – შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან პირდაპირ თანამშრომლობას აჩერებს

შვედეთის მთავრობა აჩერებს საქართველოს მთავრობასთან პირდაპირ თანამშრომლობას, – ამის შესახებ განცხადებას შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი, ბენჟამინ დოუსა აცხადებს. მისი თქმით, “საქართველოში განვითარებული მოვლენები დიდი ხანია საგანგაშოა”. “საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ შაბათს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები ამას ადასტურებს. მცდელობები, ხელი შეეშალოს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას თავისი დემოკრატიული როლის შესრულებაში, კერძოდ, შემზღუდავი კანონმდებლობით, ევროკავშირის […]

,,ეს მთლიანი მწვანე ხახვები ორბანმა თურმე ხელზე დაიბერტყა, ოთხად მოკეცა მარილში ჩააწო და ჩაახრამუნა“

ირაკლი კობახიძემ ვიქტორ ორბანს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა, ფაქტის ამსახველი ფოტო-მასალა პრესას გადმოგვეცა. სუფრის ცენტრში მოთავსებულ ე.წ ბოსტნეულის დაფას სახუმარო კომენტარები მოჰყვა სოციალურ ქსელში. ადვოკატი გიორგი ტაბატაძე წერს: ,,ეს მთლიანი მწვანე ხახვები ორბანმა თურმე ხელზე დაიბერტყა, ოთხად მოკეცა მარილში ჩააწო და ჩაახრამუნა.“

შვედეთი საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას წყვეტს

შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას წყვეტს, – განცხადება შვედეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრმა ბენჟამინ დუსამ გააკეთა. დუსა ამბობს, რომ საქართველოში გარკვეული პერიოდის განმავლობაში განვითარება საგანგაშო იყო და აღნიშნავს, რომ ამას საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული დარღვევები აძლიერებს. დოუსას თქმით, თანამშრომლობა შესაძლოა მომავალშიც განახლდეს, თუ საქართველო კვლავ მიუახლოვდება ევროკავშირს. შვედეთის დახმარება საქართველოსთვის შეადგენს დაახლოებით 200 მილიონ […]

შვედეთის მთავრობა წყვეტს საქართველოსთან თანამშრომლობას

შვედეთის მთავრობა აცხადებს, რომ საქართველოსთან წყვეტს ყველა სახის პირდაპირ ოფიციალურ თანამშრომლობას. პარალელურად, შვედეთი 25 მილიონ კრონს (დაახლოებით 2 170 000 ევრო) გამოყოფს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის. “საქართველოში განვითარებული [მოვლენები] უკვე გარკვეული პერიოდია ძალიან საგანგაშოა. ამას აძლიერებს ცნობები დარღვევებზე, რომლებიც გაავრცელეს არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლებმა, შაბათის საპარლამენტო კენჭისყრიდან” – წერს შვედეთის განვითარების თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრი, ბენიამინ […]

შვედეთი წყვეტს თანამშრომლობას საქართველოს ხელისუფლებასთან

შვედეთის განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის, ბენჯამინ დოუსას განცხადებით, სტოკჰოლმი თბილისთან თანამშრომლობას წყვეტს, იტყობინება ადგილობრივი Sweden Herald. „საქართველოს განვითარება რახანია, საკმაოდ შემაშფოთებელია. საერთაშორისო დამკვირვებლები იუწყებიან დარღვევებზე, რაც კიდევ უფრო ამაგრებს ამ აზრს. მცდელობები, შეუშალონ ხელი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას, შეასრულოს თავისი როლი – მათ შორის, შემზღუდავი კანონმდებლობის საშუალებით, ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. შესაბამისად, მთავრობა […]

„ველოდით სამართლიან არჩევნებს, ვნახეთ რაღაც სხვა“ – შაჰინი და რიში

ამერიკელი სენატორები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. „იმედი გვქონდა, რომ საქართველოს მთავრობა ჩაატარებდა თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესს, რომელიც გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას. სინამდვილეში კი, ვნახეთ რაღაც სხვა ამ არჩევნებზე. [დამკვირვებლები იუწყებიან] მრავალ დარღვევაზე, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს. მოვუწოდებთ სახელმწიფო დეპარტამენტს, ჩვენს ევროპელთან მეგობრებთან ერთად, […]

ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი საქართველოს არჩევნებზე – სახელმწიფო დეპარტამენტს მოვუწოდებთ, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან პარტნიორობაში, დაუყოვნებლივ გამოიძიონ თაღლითობისა და საგარეო ჩარევის შესახებ ცნობები

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშები მრავალ დარღვევებს აჩვენებს, რომლებმაც დემოკრატიული სტანდარტების მძიმე კომპრომეტირება მოახდინეს. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ამერიკელი სენატორები და აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ლიდერები, ჯიმ რიში (რესპუბლიკური პარტია) და ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) ავრცელებენ. “საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე ჩვენი ბოლო დროის წუხილების მიუხედავად, ჩვენ იმედი გვქონდა, რომ საქართველოს მთავრობისგან დავინახავდით ერთგულებას ჩაეტარებინათ თავისუფალი და […]

ბათუმი-ქედის გზაზე კლდიდან ლოდის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ბათუმი-ქედის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, სოფელ დოლოგანთან კლდიდან ქვის ლოდის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც მსუბუქი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. წინასწარი ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. თვითმხილველების თქმით, ქვის ლოდი ორ ავტომობილს დაეცა, რის გამოც მოძრაობა რამდენიმე წუთით შეზღუდული იყო. ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებული.

მედვედევი თვლის, რომ სალომე ზურაბიშვილი თანამდებობიდან უნდა გადააყენონ და დააპატიმრონ

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ექსპრემიერი და ექსპრეზიდენტი დმიტრი მედვედევი თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თანამდებობიდან უნდა გადააყენონ და დააპატიმრონ. “საქართველოს მარიონეტულმა პრეზიდენტმა უარი თქვა ეღიარებინა არჩევნების შედეგები და წავიდა კონსტიტუციის წინააღმდეგ, გადატრიალების მოწოდებით. ასეთ შემთხვევებში სტანდარტული პრაქტიკაა თანამდებობიდან გადაყენება და დაპატიმრება” – წერს მედვედევი 28 ოქტომბერს პლატფორმაზე X. ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენების საჭიროებაზე “ქართული […]

მეფეებს აგინეს, სპორტსმენებს აგინეს, ხელოვანებს აგინეს, ქართულ ჯარს აგინეს, პოლიციელებს აგინეს … და რატომ წავაგეთო – ედმონდ მინაშვილი

რუსთაველის თეატრის მსახიობი, ედმონდ მინაშვილი ოპოზიციის მიერ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წაგებას ეხმიანება. „მეფეებს აგინეს, სპორტსმენებს აგინეს, ხელოვანებს აგინეს, ქართულ ჯარს აგინეს, პოლიციელებს აგინეს, პატრიარქს და მღვდლებს აგინეს, მრევლს აგინეს, ტრადიციებს აგინეს, მშვიდობას აგინეს, ღვინოს აგინეს, კახელებს აგინეს, აფხაზებს აგინეს, მარნეულელებს აგინეს, ერთმანეთის ცოლებიც კი გაცვალეს, სამშობლო გაყიდეს, სტრასბურგში ვერცერთი საქმე ვერ მოიგეს, […]