მეფეებს აგინეს, სპორტსმენებს აგინეს, ხელოვანებს აგინეს, ქართულ ჯარს აგინეს, პოლიციელებს აგინეს … და რატომ წავაგეთო – ედმონდ მინაშვილი

რუსთაველის თეატრის მსახიობი, ედმონდ მინაშვილი ოპოზიციის მიერ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წაგებას ეხმიანება.
„მეფეებს აგინეს,
სპორტსმენებს აგინეს,
ხელოვანებს აგინეს,
ქართულ ჯარს აგინეს,
პოლიციელებს აგინეს,
პატრიარქს და მღვდლებს აგინეს,
მრევლს აგინეს,
ტრადიციებს აგინეს,
მშვიდობას აგინეს,
ღვინოს აგინეს,
კახელებს აგინეს,
აფხაზებს აგინეს,
მარნეულელებს აგინეს,
ერთმანეთის ცოლებიც კი გაცვალეს,
სამშობლო გაყიდეს,
სტრასბურგში ვერცერთი საქმე ვერ მოიგეს,
ვისი ვისაში აქვთ ვერ გაიგებ,
ერთმანეთს ხომ მკვდარი და ცოცხალი აგინეს და აგინეს, დაა …
რატომ წავაგეთოოო?!“, – წერს ედმონდ მინაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ხუბუა: როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა- პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს