მედვედევი ზურაბიშვილის დაკავებას ითხოვს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, მედვედევი საქართველოს პრეზიდენტის დაკავებას ითხოვს. “საქართველოს პრეზიდენტ-მარიონეტმა უარი თქვა შედეგების აღიარებაზე და გადატრიალების მოწოდებით კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა. ასეთ შემთხვევებში ჩვეული პრაქტიკა – თანამდებობიდან გათავისუფლება და დაკავებაა”

სახდეპში აცხადებენ, რომ არჩევნების გამოძიებაზე ევროპელებთან კონსულტაციები აქვთ

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ აქვთ კონსულტაციები ევროპელ პარტნიორებთან იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ორგანი, რომელიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში დარღვევებზე გამოძიებას ჩაატარებს. მილერმა ეს სახდეპში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად თქვა. “მე არ მითქვამს, რომ გამოძიება უნდა ჩაატარონ საქართველოს ოფიციალურმა პირებმა. ჩვენ გვაქვს კონსულტაციები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, თუ როგორი შეიძლება იყოს შესაბამისი ორგანო […]

კანადა: G7-თან, ევროპელებთან კოორდინაციით, გადავაფასებთ ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან

“G7-სა და ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით, და ამ არჩევნების ჩატარებისა და შედეგების გათვალისწინებით, კანადა გადააფასებს ურთიერთობას საქართველოს ხელმძღვანელობასთან”, – ნათქვამია განცხადებაში. განცხადებაში კანადა შეშფოთებას გამოთქვამს ამომრჩევლების დაშინების, ხმების მოსყიდვისა და არჩევნების დღეს დარღვევების გავრცელებულ ფაქტებზე, რომელზეც OSCE/ODIHR-ის დამკვირვებლებმა ისაუბრეს და აღნიშნავს, რომ “ეს უნდა იქნეს გამოძიებული და აღმოფხვრილი”. “კანადას სჯერა, რომ თავისუფალი, სამართლიანი და დამოუკიდებელი არჩევნები […]

აქციის შემდეგ პრეზიდენტმა СNN-ს უთხრა, რომ მოსახლეობა “მშვიდობიანად იცავს კონსტიტუციურ უფლებას”

რუსთაველზე აქციის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში მიმდინარე პროტესტზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობა მშვიდობიანად იცავს თავის კონსტიტუციურ უფლებას საკუთარი ხმის დაცვაზე. სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში თქვა, რომ მიუხედავად საქართველოს მოსახლეობის 70%-ის სურვილისა, საქართველომ გააგრძელოს ევროინტეგრაცია, “მოულოდნელად ეს ყველაფერი შემობრუნდა” არჩევნების შედეგებით. ის საუბრობს არჩევნებში გამოყენებულ გაყალბების ინსტრუმენტებზე და პირადობის მოწმობების დუბლირებებზე. პრეზიდენტი […]

შვედეთი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას წყვეტს

დუსა ამბობს, რომ საქართველოში გარკვეული პერიოდის განმავლობაში განვითარება საგანგაშო იყო და აღნიშნავს, რომ ამას საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული დარღვევები აძლიერებს. “საქართველოში მოვლენების განვითარებამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძალიან საგანგაშო იყო. დარღვევები, რომლის შესახებაც განაცხადეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა საპარლამენტო არჩევნებზე, ცხადყოფს ამას”, -განაცხადა მან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა და სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე არიან. 29 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. შედგება საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები პირისპირ […]

თანაგადახდის მექანიზმის ამოქმედების პარალელურად, სადაზღვევო სექტორი ე.წ დაშენებული პაკეტების აღდგენას ითხოვს

თანაგადახდის მექანიზმის ამოქმედების პარალელურად, სადაზღვევო სექტორი ე.წ დაშენებული პაკეტების აღდგენას ითხოვს

ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული არჩევნები აშშ-ში ჩატარდა – რეიტინგი და ფაქტები

არჩევნები დემოკრატიული მმართველობის ქვაკუთხედია, მაგრამ ზოგი ქვეყნისთვის არჩევნები უზარმაზარ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამჯერად გაგაცნობთ იმ ქვეყნების სიას, რომლებმაც არჩევნებზე ყველაზე მეტი ფინანსური რესურსი დახარჯეს. 1. აშშ – 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები რეიტინგს ამერიკის შეერთებული შტატებით ვიწყებთ, რომლის 2020 წლის არჩევნები ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული იყო და ხარჯების საერთო მოცულობამ თითქმის 14 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს […]

Lufthansa airBaltic-ის 10%-ის შესაძენად ემზადება

გერმანული საავიაციო ჯგუფი Lufthansa ლატვიური ავიაკომპანია airBaltic-ის აქციების დაახლოებით 10%-ის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზეა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იტალიური გაზეთი Corriere della Sera, ბალტიისპირეთის სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ირკვევა, რომ მხარეებს შორის შეთანხმება საბოლოოდ გაფორმებული არ არის და პირობები შეიძლება შეიცვალოს. airBaltic-ის ბიზნესის შეფასების საფუძველზე, ლატვიური ავიაკომპანიის შეძენა გერმანულ ჯგუფს შესაძლოა 30 მილიონი ევრო დაუჯდეს. […]

მეთიუ მილერი – ჩვენს პასუხებს საქართველოს მოქმედებები განსაზღვრავს

ჩვენს პასუხებს საქართველოს მოქმედებები განსაზღვრავს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. მეთიუ მილერმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აშშ-ის ზომების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. „არ ვაპირებ ჩემს გახსნით განცხადებას გავცდე. ჩვენს პასუხებს საქართველოს მოქმედებები განსაზღვრავს. უკვე რამდენიმე თვეა საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების გადახედვა მიმდინარეობს. ჩვენ უკვე შევაჩერეთ 95 მილიონი დოლარის ოდენობის […]