ჯო უილსონი – სამარცხვინოა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია ლეგიტიმაციას ახდენს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, რომელიც ავტორიტარულად ცდილობს ხელში ჩაიგდოს თავისუფლებისმოყვარე ქვეყანა

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით მისი პოზიციის გამო პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებს. როგორც ჯო უილსონი აცხადებს, “ქართული ოცნება” ძალაუფლების ავტორიტარული მეთოდებით ხელში ჩაგდებას ცდილობს, რასაც შესაბამისი შეფასება უნდა მოჰყვეს. “სამარცხვინოა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია ლეგიტიმაციას ახდენს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, რომელიც ავტორიტარულად ცდილობს ხელში ჩაიგდოს თავისუფლებისმოყვარე ქვეყანა”, – წერს კონგრესმენი […]

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი – რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის უკანონო სამხედრო თანამშრომლობა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს

რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის უკანონო სამხედრო თანამშრომლობა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს, – ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლიმ განაცხადა. „რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ეს უკანონო სამხედრო თანამშრომლობა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს და შესაძლოა ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას სერიოზული საფრთხე შეუქმნას“, – განაცხადა იუნ სუკ იოლიმ. მისივე თქმით, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის […]

შვედეთის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს

შვედეთის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს შვედეთის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამომცემლობა Sweden Herald-ი ავრცელებს. შვედეთის განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის, ბენჯამინ დოუსას განცხადებით, საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია. მისი თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლები იუწყებიან საარჩევნო პროცესში არსებულ დარღვევებზე, რაც კიდევ უფრო ამყარებს ამ აზრს. „მცდელობები, შეუშალონ […]

კანადა საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის გადასინჯვას გეგმავს

კანადა შეშფოთებულია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველზე ზეწოლის, ამომრჩეველთა მოსყიდვის და სხვა დარღვევების ფართოდ გავრცელებული ფაქტებით, რომლებზეც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) და სხვა მიუკერძოებელი დამკვირვებლები იუწყებიან, – ამის შესახებ კანადის მთავრობის გლობალურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული დარღვევები უნდა გამოიძიონ და მოაგვარონ. „კანადას მტკიცედ სწამს რომ თავისუფალი, […]

შვედეთის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს

შვედეთის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამომცემლობა Sweden Herald-ი ავრცელებს. შვედეთის განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის, ბენჯამინ დოუსას განცხადებით, საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია. მისი თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლები იუწყებიან საარჩევნო პროცესში არსებულ დარღვევებზე, რაც კიდევ უფრო ამყარებს ამ აზრს. „მცდელობები, შეუშალონ ხელი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას, შეასრულოს თავისი […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მიწვევა რუსეთის იმპერიული ამბიციების წინააღმდეგ ურღვევი თავდაცვითი კედელი გახდება

ჩვენ არ ვსაუბრობთ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე ახლა, ომის დროს, ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ნატო-ში გაწევრიანების მიწვევაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისლანდიაში, სკანდინავიური საბჭოს მთავრობის მეთაურებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინასა და მთელ ევროპას გეოპოლიტიკურ სიცხადეს მისცემს და უკრაინას რუსეთთან დიპლომატიაში გააძლიერებს, როცა დრო მოვა. „უკრაინა იმსახურებს გულწრფელ პასუხს […]

ოსიმენი “გალათასარაიში” დაფრინავს – ნიგერიელმა “ბეშიქთაშსაც” გაუტანა [VIDEO]

თურქეთის სუპერლიგის მე-10 ტურში “გალათასარაიმ” “ბეშიქთაშს” უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. “ნაპოლიდან” “გალაში” განათხოვრებულმა ვიქტორ ოსიმენმა თავური დარტყმით 67-ე წუთზე გოლის გატანა მოახერხა და საკუთარი გუნდის უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. ვიქტორის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 7 მატჩში 4 გოლის გატანა და ამდენივე საგოლე პასის შესრულება მოახერხა. შეგახსენებთ, სტამბოლურ გუნდს ოსიმენის გამოსყიდვის უფლება არ აქვს.

ამომრჩეველი სიაში არის მხოლოდ ერთხელ, გამორიცხულია ის, რომ სადმე იყოს ორჯერ… – გიორგი კალანდარიშვილი

„ვერ მისცემდა, ვერ მივიდოდა“ – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ ამომრჩევლების დუბლირებასთან დაკავშირებით განაცხადა. „ამომრჩეველი სიაში არის მხოლოდ ერთხელ, გამორიცხულია ის, რომ სადმე იყოს ორჯერ. აქედან გამომდინარე, ამ ლოგიკის განვითარებას აზრიც კი არ აქვს. გამორიცხულია, ეს დაადასტურა ამერიკულმა კომპანიამ, მაგრამ ამ დადასტურების გარეშეც აქამდე სამაგიდე სიები უფრო პრობლემური შეიძლება […]

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, გრივნა, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, გრივნა, ლირა და სხვა ვალუტები? 29 ოქტომბერს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი – 2.7255 ლარი. კურსის ცვლილება 0.57 თეთრი. 1 ევრო – 2.9484 ლარი. კურსის ცვლილება 0.42 თეთრი; 1 გირვანქა სტერლინგი – 3.5377 ლარი. კურსის ცვლილება 0.63 თეთრი; 1 თურქული ლირა – […]

ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის მინისტრები განცხადებას ავრცელებენ

ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის მინისტრები განცხადებას ავრცელებენ ამ რთულ დროს ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით. მნიშვნელოვანია, რომ აქციები და მთავრობის რეაქცია მათზე დარჩეს მშვიდობიანი, – ამის შესახებ ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. „ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში არსებული მიმდინარე სიტუაციით. საერთაშორისო დამკვირვებლებმა ანგარიშებში ისაუბრეს სამართალდარღვევების შესახებ საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების დღის განმავლობაში. […]