“ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე ყოფნა, ბავშვობის ერთ-ერთი მთავარი ოცნება იყო – მოვიაზრები ერთ-ერთ ნომინანტად, ეს უკვე დიდი წარმატებაა – გიორგი მამარდაშვილი

“ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე ყოფნა, ბავშვობის ერთ-ერთი მთავარი ოცნება იყო – მოვიაზრები ერთ-ერთ ნომინანტად, ეს უკვე დიდი წარმატებაა – გიორგი მამარდაშვილი გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის ოქროს ბურთის გალა ღონისძიებას ესწრება. საქართველოს ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ “ვალენსიას” წევრი, საუკეთესო მეკარის ნომინაციაზეა წარდგენილი. “ამ დაჯილდოებაზე ყოფნა, ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი მთავარი ოცნება იყო. მიხარია აქ მოხვედრა, რადგან მოვიაზრები ერთ-ერთ […]

ჯო უილსონი – სამარცხვინოა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია „ქართული ოცნების“ მიერ თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის ავტორიტარულ ხელში ჩაგდების ლეგიტიმაციას ახდენს

სამარცხვინოა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია „ქართული ოცნების“ მიერ თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის ავტორიტარულ ხელში ჩაგდების ლეგიტიმაციას ახდენს, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს. „სამარცხვინოა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია „ქართული ოცნების“ მიერ თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის ავტორიტარულ ხელში ჩაგდების ლეგიტიმაციას ახდენს“, – წერს ჯო უილსონი.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ვიქტორ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ვიქტორ ორბანს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა. გაჟღერდა ორივე ქვეყნის ჰიმნი. მხარეებს შორის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები გაიმართება, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში, ოფიციალური ვიზიტით, გუშინ ჩამოვიდა. მთავრობის ადმინისტრაციის […]

ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო – ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს საკუთარი კოლონიასავით ექცევა

საქართველოში არჩევნების შემდეგ აშშ მათ საშინაო საქმეებში ერევა, თითქოს კოლონიაზეა საუბარი, თანამედროვე მსოფლიოში ეს არავის ესმის და ამის დანახვა არავის უნდა, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ვენესუელას პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა. „საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო შეერთებულ შტატებთან მჭიდროდ დაკავშირებულ გზას დაადგა. წლების განმავლობაში გაჩნდა და ხელისუფლებაში მოვიდა პროგრესული მემარცხენე და ნაციონალისტური მოძრაობები. გასულ კვირას […]

ოთხივე ქართველი ფიბა-ს მატჩებზე | შალამბერიძის საკლუბო დებიუტი რუმინეთში შედგება

30 ოქტომბერს ფიბა-ს მიერ ორგანიზებული საკლუბო ტურნირების მორიგი ტური ტარდება. საქმეშია ფიბა-ს ლიცენზიის მქონე სამივე მოქმედი მსაჯი და ერთი კომისარი. მიხეილ ვართანოვი და კირილე თვაური ფიბა ევროპის თასის სხვადასხვა მატჩებზე – შესაბამისად კვიპროსსა და პოლონეთში იმსაჯებენ, ხოლო არბიტრი მარინა შალამბერიძე და კომისარი მერაბ რატიშვილი ქალთა ევროპის თასის მატჩზე, რუმინეთში იმუშავებენ. აღსანიშნავია, რომ რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში […]

„ჯერჯერობით გაურკვეველია“- გიორგი ქობულია ეკონომიკაზე არჩევნების გავლენას აფასებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ არჩევნების შედეგების ეკონომიკაზე გავლენის განსაზღვრა ჯერჯერობით რთულია და საბოლოო შედეგების გამოცხადებას უნდა დაველოდოთ. ყოფილი მინისტრი ,,კომერსანტთან“ საუბარში ამბობს, რომ ახლა გაურკვევლობის პერიოდია. ყველაფერი კი ნათელი მას შემდეგ გახდება, რაც საბოლოო შედეგები გამოცხადდება და ჩატარებულ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიები საბოლოო დასკვნას დადებენ. ,,ჯერჯერობით გაურკვეველია. უნდა დაველოდოთ […]

29-31 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, 29-31 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. 1 ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ღამის საათებში კი დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება. ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18, ღამით კი +3, +5 გრადუსია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში […]

დღეს ღირსი მამის ზენონ იყალთოელის ხსენების დღეა

29) ოქტომბერს ქართული ეკლესია აღნიშნავს ღირსი მამის ზენონ იყალთოელის ხსენების დღეს (VI საუკუნე). ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე: აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმიდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი და შიო მღვიმელი იყვნენ ასურელი მოღვაწეები, რომლებმაც საქართველოში სამონასტრო ცხოვრება ააღორძინეს და დაამკვიდრეს. […]

თუ იქნება წინადადებები ჩვენი ქართველი მეზობლებისგან კონტაქტებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, განვიხილავთ – სერგეი ლავროვი

რუსული მხარე მზადაა განიხილოს შესაძლო წინადადებები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონტაქტების გაფართოებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. „ჩვენ ახლა არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, რადგან საქართველოს წინა ხელმძღვანელობამ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ ჩვენ და ქართულ მხარეს გვაქვს წარმომადგენლობები ერთმანეთის ტერიტორიაზე შვეიცარიის საელჩოში ინტერესების განყოფილების სახით“, – აღნიშნა ლავროვმა. მისი თქმით, რუსი […]

ბათუმი-ქედის გზაზე კლდიდან ლოდი ჩამოვარდა და ავტომობილებს დაეცა – არიან დაშავებულები

ბა­თუ­მი-ქე­დის და­მა­კავ­ში­რე­ბელ ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, სო­ფელ დო­ლო­გან­თან კლდი­დან ქვის ლო­დის ჩა­მო­ვარ­დნის შე­დე­გად ორი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, რომ­ლე­ბიც მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი კლი­ნი­კა­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი. შემ­თხვე­ვა დღეს სა­ღა­მოს მოხ­და. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ქვის ლოდი ორ ავ­ტო­მო­ბილს და­ე­ცა, რის გა­მოც მოძ­რა­ო­ბა რამ­დე­ნი­მე წუ­თით შე­ზღუ­დუ­ლი იყო. ად­გილ­ზე შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი იყ­ვნენ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.