გაზმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6800-მდე აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

გაზმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6800-მდე აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება. ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. „გაცნობებთ, რომ თემქის დასახლებაში ქსელის რეაბილიტაციის გამო, ხვალ 30 ოქტომბერს 10:00 საათიდან, 31 ოქტომბრის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება: თემქის დასახლების (ზღვის უბნის) XI მ/რ – კვ. 1-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. ,,ა”, ,,ბ”, 2, 3, 4, 5, 6, 7, […]
ეკატერინე გალდავამ ჩინეთში გამართულ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე გალდავამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ ბეიჯინგში გამართულ ყოველწლიურ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმში – Sibos-ს მიიღო მონაწილეობა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, Sibos SWIFT-ის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიური კონფერენცია, გამოფენა და ქსელური ღონისძიებაა, რომელიც განკუთვნილია ფინანსური ინდუსტრიისთვის. „ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გლობალური ფინანსური საზოგადოების წარმომადგენლები მსჯელობენ და თანამშრომლობენ გადახდების, ფასიანი ქაღალდების, ფულის მართვისა და ვაჭრობის სფეროებთან […]
პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა მას საქართველოს არჩევნებში რუსეთის მიერ ჩარევის მტკიცებულებები ვერ წარუდგინა
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ, პოლონურ Radio Zet-თან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, გუშინ გამართული სატელეფონო საუბრის დროს, მას რუსეთის მიერ ჩარევის დამადასტურებელი ურყევი მტკიცებულებები არ წარუდგინა. დუდა ამბობს, რომ მას საქართველოს პრეზიდენტი თვეზე მეტი ხნის წინ ეწვია. “ჩვენ ვისაუბრეთ ზოგად პოლიტიკურ ვითარებაზე და მან მითხრა, რომ “ქართული ოცნება” ალბათ გაიმარჯვებდა, მაგრამ არ არსებობდა […]
Reuters – ჩრდილოეთ ღაზაში, ისრაელის სარაკეტო იერიშს სულ მცირე, 60 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ ღაზაში, ისრაელის სარაკეტო იერიშს სულ მცირე, 60 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, მარვან ალ-ჰამსის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქ ბეიტ ლაჰიაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს, რის შედეგადაც, სულ მცირე 60 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 20 ბავშვი და 150 ადამიანი დაშავდა. […]
შალვა პაპუაშვილი – ჩემი რჩევა ყველა უცხოელი აქტორის მიმართ იქნება – თუ არ უნდათ კიდევ ერთხელ ჩაიგდონ თავი უხერხულ მდგომარეობაში ქართველ ხალხთან და საბოდიშოდ გაიხადონ საქმე, იხელმძღვანელონ ფაქტებით და არა აღქმებით

ჩემი რჩევა ყველა უცხოელი აქტორის მიმართ იქნება – თუ არ უნდათ ქართველ ხალხთან კიდევ ერთხელ ჩაიგდონ თავი უხერხულ მდგომარეობაში და საბოდიშოდ გაიხადონ საქმე, იხელმძღვანელონ ფაქტებით და არა აღქმებით, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებებს შეეხებოდა. მისივე თქმით, ნაჩქარევი განცხადებებით უცხოელი აქტორები თავს უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ-ხოლმე. „ნაჩქარევი გადაწყვეტილებების […]
„ჰეზბოლამ“ ახალ ლიდერად ნაიმ ქასემი დაასახელა

„ჰეზბოლამ“ დაღუპული მეთაურის, ჰასან ნასრალას შემცვლელად დაჯგუფების ხელმძღვანელის მოადგილე, ნაიმ ქასემი დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. ქასემი, რომელიც „ჰეზბოლას“ გენერალური მდივნის მოადგილე იყო, დაჯგუფების ლიდერის მოვალეობებს მას შემდეგ ასრულებდა, რაც ისრაელმა გასულ თვეში ბეირუთში ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია განახორციელა.
შალვა პაპუაშვილი – ჩვენ თბილისმა კიდევ უფრო მეტად დაგვიჭირა მხარი, ვიდრე 2020 წელს – დედაქალაქში „ქართულმა ოცნებამ“ 45 000-ზე მეტი ხმა მიიღო, ვიდრე 2020 წელს

ჩვენ თბილისმა კიდევ უფრო მეტად დაგვიჭირა მხარი, ვიდრე 2020 წელს. [დედაქალაქში] „ქართულმა ოცნებამ“ 45 000-ზე მეტი ხმა მიიღო, ვიდრე 2020 წელს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციამ უნდა „შეირგონ ის შედეგი, რომელიც აქვს“. „თბილისზე რომ აპელირებენ, შევხედოთ ერთი თბილისმა, რომ უარი უთხრა […]
ნიდერლანდებისა და პოლონეთის საგარეო მინისტრებმა საქართველოში ორბანის ვიზიტი გააკრიტიკეს

ნიდერლანდებისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში ვიქტორ ორბანის ვიზიტი გააკრიტიკეს. განცხადებები მათ 28 ოქტომბერს გააკეთს. ნიდერლანდელმა მინისტრმა, კასპერ ველდკამპმა გააკრიტიკა როგორც საქართველოში ჩატარებული არჩევნების, ისე უნგრეთის პრემიერმინისტრის გეგმა ეწვიოს თბილისს. ველდკამპმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, საარჩევნო დარღვევების შესახებ გავრცელებულ ბრალდებებს გადახედოს. ბრედაში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ველდკამპმა სოლიდარობა გამოხატა პროევროპულად განწყობილ ქართველების მიმართ. […]
როთი: ევროკავშირმა არ უნდა აღიაროს ეს არჩევნები

თუ მმართველი პარტია ასე დარწმუნებულია თავის პატიოსან გამარჯვებაში, ის აუცილებლად დაუყოვნებლივ დაიწყებს დამოუკიდებელ გამოძიებას გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებაზე. ამის შემდეგ გადაწყვეტილება ახალი არჩევნების შესახებ დამოუკიდებელი ანგარიშის საფუძველზე უნდა იქნას მიღებული. ევროკავშირმა არ უნდა აღიაროს ეს არჩევნები.
უნგრეთი მზად არის, რომ საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის მიმართულებით წვლილი შეიტანოს – ვიქტორ ორბანი

უნგრეთი მზად არის, რომ საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის მიმართულებით წვლილი შეიტანოს, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, საქართველო და უნგრეთი სტრატეგიული მიმართულებით განავითარებენ ურთიერთობებს. „ჩვენ უნგრული ავიაკომპანია დავნიშნეთ საქართველოს ეკონომიკის ხელშეწყობის მიზნით. ჩვენ მზად ვართ, რომ თქვენ ეკონომიკურ აღმავლობაში […]