„ივანიშვილი აფხაზეთის გავლით სატრანსპორტო მარშრუტის გახსნითაა დაინტერესებული“ – აფხაზი ჟურნალისტი

აფხაზი ჟურნალისტი იზიდა ჭანია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე წერს და ქართულ-აფხაზური ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლის საკითხს ვრცელ სტატიას უძღვნის. ის წერს, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის მხრიდან არანაირი ოფიციალური განცხადება არჩევნებზე არ გაკეთებულა, მათი პოზიცია ისედაც ნათელია, რადგან აღნიშნული მთავრობა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. „რას ელის აფხაზეთი საქართველოს არჩევნებიდან? ალბათ, მოლაპარაკების პროცესის გააქტიურებას რუსეთის შუამავლობით, უარს ჟენევის დისკუსიებზე […]

კადიროვი „სპეცდანიშნულების უნივერსიტეტზე“ დრონით შეტევის შესახებ იუწყება

რუსეთის ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი აცხადებს, რომ დღეს დილით, უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა იყო ქალაქ გუდერმესში მდებარე „სპეცდანიშნულების უნივერსიტეტის“ ტერიტორიაზე. კადიროვის მიერ ტელეგრამ-არხით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „ცარიელი შენობის სახურავს“ გაუჩნდა ცეცხლი, რომელიც უკვე ჩააქრეს და არავინ დაშავებულა. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ინფორმაცია გადაუმოწმებელია. კადიროვი არ აკონკრეტებს, ვინ განახორციელა შეტევა და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ მიმდინარეობს […]

მიხაილ როთი – გადაწყვეტილება ახალი არჩევნების შესახებ დამოუკიდებელი ანგარიშის საფუძველზე უნდა მიიღონ, ევროკავშირმა არ უნდა აღიაროს ეს არჩევნები

თუ საქართველოს მმართველი პარტია ასე დარწმუნებულია თავის „პატიოსან გამარჯვებაში“, ის აუცილებლად დაუყოვნებლივ დაიწყებს დამოუკიდებელ გამოძიებას გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებაზე, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, ევროკავშირმა არ უნდა აღიაროს საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები. „გადაწყვეტილება ახალი არჩევნების შესახებ დამოუკიდებელი ანგარიშის საფუძველზე უნდა იქნას მიღებული. […]

ლევან დავითაშვილმა უნგრელ კოლეგასთან ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრ, მარტონ ნადისთან შეხვედრა გამართა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ორი ქვეყნის ეკონომიკური უწყებების პირველი პირების შეხვედრა საქართველოში უნგრეთის სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა უნგრელ კოლეგას საქართველოში ვიზიტისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის. „საქართველოს და უნგრეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, მათი შემდგომი […]

შალვა პაპუაშვილი – ძვირფასო ოპოზიციის ამომრჩევლებო, იცოდეთ, რომ ტყუილია, თითქოს, რამე სიები ჩახსნეს, ან რამე შეუძლიათ ახლა ჩახსნან, ეს არის აბსოლუტური ტყუილი, ეს არის თქვენს ემოციებზე თამაში

ძვირფასო ოპოზიციის ამომრჩევლებო, იცოდეთ, რომ ტყუილია, თითქოს, რამე [სიები] ჩახსნეს, ან რამე შეუძლიათ ახლა ჩახსნან, ეს არის აბსოლუტური ტყუილი, ეს არის თქვენს ემოციებზე თამაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ეს კინო 2020-2021 წლებში საზოგადოებას უკვე ნანახი აქვს“. „სინამდვილეში არანაირი ჩახსნა არ შეიძლება და პარლამენტის პირველ სხდომამდე ვერაფერს ვერავინ ჩახსნის, ეს […]

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტად მყოფმა კლაუს ჰიპმა კონკურსის – „HIPP – 2024“ – გამარჯვებულები დაასახელა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტად მყოფმა გერმანელმა მეცენატმა, ხელოვანმა და მეწარმემ, ბავშვთა კვების მსოფლიო ბრენდ HIPP-ის დამფუძნებელმა, სტუ-ის საპატიო დოქტორმა კლაუს ჰიმპა 2024 წლის „ჰიპის“ კონკურსის გამარჯვებულები დაასახელა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მისივე ცნობით, ჰიპის კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რეტორმა გახსნა. როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ […]

შესაძლებელია არჩევნების ჩატარება ძველი წესით უკეთესი იყოს ამ ვითარებაში – კორძაია

“გუშინდელმა აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ სჯერათ იმ შედეგების, რაც დაწერა ივანიშვილმა და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ამიტომ რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნა არის ლეგიტიმური და შესაძლებელია არჩევნების ჩატარება ძველი წესით უკეთესი იყოს ამ ვითარებაში მანამ, სანამ არ გავიგებთ ტექნოლოგიურ პირობებში მანიპულაციების შესაძლებლობის ხარისხს და ჩვენ ვთვლით, რომ ეს იყო ძალიან მაღალი […]

ბათუმში “ქართულმა ოცნებამ” მიიღო 45 631 ხმა, ჯამში ოთხივე პარტიას მოვუგეთ დაახლოებით 6 000 ხმით – ირაკლი ჭეიშვილი

“ქართული ოცნების” აჭარის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი ჭეიშვილი, “ქართული ოცნების” გამარჯვებასთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებზე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ჭეიშვილი აღნიშნავს, ბათუმში “ქართულმა ოცნებამ” მიიღო 45 631 ხმა, ჯამში ოთხივე ოპოზიციურ პარტიას დაახლოებით 6 000 ხმით, ხოლო მეორე ადგილზე მყოფ “ნაციონალურ მოძრაობას” 33 700 ხმით მოუგო. მისი თქმით, ამ მონაცემების ნახვის შემდეგ, არჩევნების გაყალბებაზე საუბარი […]

გიორგი მამარდაშვილი „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე საუკეთესო მეკარეებს შორის მეშვიდე ადგილზეა

პარიზში, „შატლეს“ თეატრში, „ფრანს ფუტბოლის“ ორგანიზებით, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი იმყოფებოდა. მამარდაშვილი ლევ იაშინის სახელობის წლის საუკეთესო მეკარის ჯილდოზე იყო წარდგენილი. „ამ დაჯილდოებაზე ყოფნა ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი მთავარი ოცნება იყო. მიხარია, რომ ღონისძიებაზე ერთ-ერთი ნომინანტი ვარ, ეს უკვე დიდი წარმატებაა. ვაგრძელებ შრომას და იმედი მაქვს, აქ […]

ოქროს ფასმა 2 750 დოლარს გადააჭარბა, ძვირდება ვერცხლიც

მსოფლიო ბირჟაზე ოქროს ფასმა 2 750 დოლარს გადააჭარბა. თბილისის დროით 11:30 საათზე ერთი უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 2 755 დოლარია, რაც წლიურად 37.45%-იანი ზრდაა, თვიურად კი ოქრო 4.08%-ით არის გაძვირებული. ოქროსთან ერთად, ძვირდება ვერცხლიც. ბირჟებზე ამ დროისთვის ერთი უნცია ვერცხლი 33.95 დოლარი ღირს, რაც წინა წელთან შედარებით 45.15%-ით მეტია, ერთთვიან ჭრილში კი ვერცხლი 8.23%-ით არის […]