ბელგიამ ნაკრძალში მცხოვრები ძროხებისთვის, ნიდერლანდებისგან მიწის ნაკვეთი იყიდა

ნიდერლანდებმა ბელგიის ბუნების დაცვის ასოციაციას მიჰყიდა ერთი ჰექტარი და 18 აკრი მიწის ნაკვეთი. გარიგებაზე მოლაპარაკებები 10 წელი გაგრძელდა. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს. ნაკვეთი მდებარეობს ბელგიის ქალაქ მაასეიკთან ახლოს. ის გახდება ნაკრძალის ნაწილი, საერთო ფართობით 200 ჰექტარი, რომელიც მდებარეობს როგორც ნიდერლანდებში, ასევე ბელგიაში. ასოციაციამ მიწა 30 ათას ევროდ იყიდა. მიწა საჭირო იყო ნაკრძალში მცხოვრები გალოვეის ჯიშის ძროხებისთვის […]
9 თვეში უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 20%-ით გაიზარდა. ჩვენი ამოცანაა, ეს კავშირები კიდევ უფრო მაღალ მაჩვენებლებზე ავიყვანოთ – მინისტრი

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრ მარტონ ნადისთან გამართა შეხვედრა. ორი ქვეყნის ეკონომიკური უწყებების პირველი პირების შეხვედრა საქართველოში უნგრეთის სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა უნგრელ კოლეგას საქართველოში ვიზიტისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის. საქართველოს და უნგრეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები და […]
“მთავრობა აჩერებს შვედეთ-საქართველოს მთავრობის პირდაპირ თანამშრომლობას” – აცხადებს ბენჟამინ დოუსა

ბოლო განცხადებაში შვედეთის განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა ბენჯამინ დოუსამ დაადასტურა, რომ შვედეთის მთავრობა წყვეტს ყოველგვარ პირდაპირ თანამშრომლობას საქართველოს ხელისუფლებასთან ქვეყნის დემოკრატიული ტრაექტორიის გამო. ეს გადაწყვეტილება 26 ოქტომბერს ჩატარებული საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ გავრცელებული დარღვევების ფონზე მოდის და როგორც ადგილობრივი ოპოზიციური პარტიების, ისე საერთაშორისო დამკვირვებლების კრიტიკა გამოიწვია. “საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ შაბათს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე […]
“კანადა გადააფასებს ურთიერთობას საქართველოს ხელმძღვანელობასთან” – კანადის განცხადება არჩევნების შესახებ

დღეს Global Affairs Canada-მ შემდეგი განცხადება გაავრცელა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით: “როგორც საქართველოს მეგობარი, პარტნიორი და დიდი ხნის მხარდამჭერი, კანადა აღნიშნავს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, როგორც ეს ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არის გამოცხადებული. თუმცა, კანადა შეშფოთებულია ამომრჩეველთა დაშინების, ხმების მოსყიდვისა და სხვა დარღვევებით, რომლებიც მოხსენებულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის […]
გახარია და “ლელო” რას აპროტესტებენ? იმ ეგზიტპოლით, რომელიც მათ მოეწონათ, 8-9% ჰქონდათ. ცესკოს შედეგებითაც 8-9% აქვთ და რით არიან უკმაყოფილოები? „ნაციონალური მოძრაობის“ და გვარამიას შედეგებით?

გახარია და “ლელო” რას აპროტესტებენ? იმ ეგზიტპოლით, რომელიც მათ მოეწონათ, 8-9% ჰქონდათ. ცესკოს შედეგებითაც 8-9% აქვთ და რით არიან უკმაყოფილოები? „ნაციონალური მოძრაობის“ და გვარამიას შედეგებით? მე ვერ ვხვდები გახარია და „ლელო“ რას აპროტესტებენ, რით არიან უკმაყოფილო? რისი შედეგებით? ვისი შედეგებით? ანუ იმ ეგზიტპოლით, რომელიც მათ მოეწონათ 8-9% ჰქონდათ „ლელოს“ და ბატონ გახარიას. ცესკოს შედეგებითაც 8-9% […]
საქართველოს მთავრობის უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია და ამ თვალსაზრისით უნგრეთს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება

განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ხორციელდება უნგრეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობის უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია და ამ თვალსაზრისით უნგრეთს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. „მადლობას ვუხდი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ბატონ ვიქტორ ორბანს, […]
ჩინეთი „ყოველთვის პატივს სცემდა ქართველი ხალხის არჩევანს“ – ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეხმაურება. „ჩინეთი ყოველთვის პატივს სცემდა ქართველი ხალხის არჩევანს და გულწრფელად უსურვებს საქართველოს, იყოს სტაბილური და აყვავებული. ჩინეთი მზადაა, იმუშაოს ყველა მხარესთან, რათა ხელი შეუწყოს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების უწყვეტ განვითარებას“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლინ ძიენმა. მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“, არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს […]
სვეტლანა ტიხანოვსკაია – საქართველო ევროპას ეკუთვნის! – ქართველები იმსახურებენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და ძალაუფლებას, თავად გადაწყვიტონ საკუთარი ბედი

საქართველო ევროპას ეკუთვნის! დღეს ჩემი გული მამაცი ქართველი ხალხის გვერდითაა, რომელიც სამართლიანობისა და საკუთარი მომავლის ფორმირების უფლებისთვის იბრძვის, – ამის შესახებ ბელარუსი ოპოზიციონერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ქართველები იმსახურებენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ევროპულ გზას, რომელიც ემყარება დემოკრატიას და თავისუფლებას და უპირველეს ყოვლისა, ძალაუფლებას, თავად გადაწყვიტონ საკუთარი ბედი“, – აცხადებს ტიხანოვსკაია.
შალვა პაპუაშვილი – ჩემი რჩევა ყველა უცხოელი აქტორის მიმართ იქნება – თუ არ უნდათ კიდევ ერთხელ ჩაიგდონ თავი უხერხულ მდგომარეობაში ქართველ ხალხთან და საბოდიშოდ გაიხადონ საქმე, იხელმძღვანელონ ფაქტებით და არა აღქმებით

ჩემი რჩევა ყველა უცხოელი აქტორის მიმართ იქნება – თუ არ უნდათ ქართველ ხალხთან კიდევ ერთხელ ჩაიგდონ თავი უხერხულ მდგომარეობაში და საბოდიშოდ გაიხადონ საქმე, იხელმძღვანელონ ფაქტებით და არა აღქმებით, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებებს შეეხებოდა. მისივე თქმით, ნაჩქარევი განცხადებებით უცხოელი აქტორები თავს უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ-ხოლმე. „ნაჩქარევი გადაწყვეტილებების […]
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის აქციაზე – ასეთი აქციები ბევრი გვინახავს, ვერ ავყვებით მოთხოვნებს, რომელიც დემოკრატიას გაანადგურებს – როგორ ფიქრობთ, მილიონ 120 ათასი ადამიანი, ვინც „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა, ვინმეს დაუთმობს, რომ მისი ხმა წაართვან?

1 120 000-მა ადამიანმა მისცა „ქართულ ოცნებას“ ხმა და მათ ნებას ვერავინ გადააბიჯებს, ვერც ქვეყნის გარედან და მით უმეტეს, ვერც ქვეყნის შიგნით – ჩვენ ვერ ავყვებით მოქალაქეების ისეთ მოთხოვნებს, აზრებს რომელიც ქვეყანაში დემოკრატიას გაანადგურებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ აქციას გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლების […]