მილერი: გვინდა დავინახოთ, რომ ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებები დაცულია

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს მეთიუ მილერს ბრიფინგზე ატლანტიკური საბჭოს მკლევრების სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის ანგარიშების დაყადაღებაზე ჰკითხეს. მილერმა თქვა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე კომენტარს არ გააკეთებს, თუმცა აღნიშნა, რომ მათ სურთ, დაინახონ, რომ საქართველოში ადამიანების ფუნდამენტური უფლებები დაცულია. “ამ კონკრეტულ შემთხვევაზე [სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილის საქმე] კომენტარს არ გავაკეთებ. მაგრამ, ცხადია, ჩვენ გვინდა დავინახოთ, […]

სახ.დეპში ამბობენ, რომ საქართველოში არჩევნების გამოძიების საკითხზე EU-სთან კონსულტაციები აქვთ

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი ამბობს, რომ აშშ საქართველოში ჩატარებული არჩევნების გამოძიების საკითხზე ევროკავშირში კოლეგებთან კონსულტაციებს გადის. ეს განცხადება მან სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, როდესაც საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებაზე ჰკითხეს. “პრეზიდენტის [ჯო ბაიდენის] განცხადება მხოლოდ იმას გულისხმობდა, რაც მან თქვა, სხვა არაფერს. მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას გამოძიებისკენ. ჩვენ ასევე ნათლად […]

მეთიუ მილერი იმედოვნებს, რომ სალომე ზურაბიშვილი მის ხელთ არსებული მტკიცებულებებს გამოძიებას გაუზიარებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი იმედოვნებს, რომ სალომე ზურაბიშვილი მის ხელთ არსებული მტკიცებულებებს გამოძიებას გაუზიარებს. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მეთიუ მილერს ჟურნალისტმა, ალექს რაუფოღლუმ დაუსვა კითხვა: „როგორც ჩანს, დაიწყეს გამოძიება და დაიბარეს საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს შედეგებს“, რაზეც მილერმა განაცხადა, რომ „ამის შესახებ თავად პრეზიდენტმა უნდა ისაუბროს“. „მე როგორც მესმის, მას აქვს […]

ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა არჩევნებზე მედიისთვის ხელის შეშლაზე წერს

ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირდა სულ მცირე 15 შემთხვევა, რომელშიც 22 ჟურნალისტსა და მედიის სხვა წარმომადგენლებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე განხორციელდა დაშინების მცდელობა და ხელს უშლიდნენ მუშაობაში. განცხადებაში საუბარია ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტების დავით ჭაბაშვილისა და მარიამ წაქაძის, ასევე ტვ პირველის, მთავარი […]

იმ გამოწვევების მიუხედავად, რასთან გამკლავება საქართველოს ხელისუფლებას უწევდა მიმდინარე წლის განმავლობაში, ის წინსვლა, რაც ევროკომისიის ანგარიშში არის დაფიქსირებული მისასალმებელი და დასაფასებელია

იმ გამოწვევების მიუხედავად, რასთან გამკლავება საქართველოს ხელისუფლებას უწევდა მიმდინარე წლის განმავლობაში, ის წინსვლა, რაც ევროკომისიის ანგარიშში არის დაფიქსირებული მისასალმებელი და დასაფასებელია „მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ სფეროებში ანგარიშში გვხვდება კრიტიკული შეფასებები, რაც უცხო არ არის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის, საერთო მზაობის დონის განმსაზღვრელ მაჩვენებლებში საქართველოს უკუსვლა არ აქვს“-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაკა ბოჭორიშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ […]

არჩევნები წარიმართა უპრეცენდენტო გარე ჩარევის ფონზე, ახლა კონკრეტულ ძალებს სჭირდებათ გადაწყობა ახალ რეალობაზე და ეს აუცილებლად მოხდება

ეს არჩევნები წარიმართა უპრეცენდენტო გარე ჩარევის ფონზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის შეფასებით, ამ გარე ჩარევის მიზანი იყო რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გამარჯვება. „ახლა კონკრეტულ ძალებს სჭირდებათ გადაწყობა ახალ რეალობაზე და ეს გადაწყობა აუცილებლად მოხდება. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ამ არჩევნების და მეორე არჩევნების შემდეგ, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, რაც […]

ეუთო/ოდირს რისი თქმაც უნდოდა, გასაგებად თქვა, რომ ქართველ ხალხს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. “ქართული ოცნების” 54% და 1 119 908 ამომრჩევლის ხმა საკმაოზე მეტად მკაფიო და მჭექარეა, რომ ვინმემ მისი წაყრუება სცადოს

ეუთო/ოდირს რისი თქმაც უნდოდა, გასაგებად თქვა, რომ ქართველ ხალხს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. “ქართული ოცნების” 54% და 1 119 908 ამომრჩევლის ხმა საკმაოზე მეტად მკაფიო და მჭექარეა, რომ ვინმემ მისი წაყრუება სცადოს ეუთო/ოდირს რისი თქმაც უნდოდა, გასაგებად თქვა, რომ ქართველ ხალხს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. ყველამ, შინ და გარეთ, პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს. “ქართული ოცნების” […]

ცესკო კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით გავრცელებულ სხვადასხვა ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია, საზოგადოების ზუსტი ინფორმირების მიზნით, ეხმაურება სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებულ რამდენიმე ინფორმაციას, რომელსაც, ცესკოს თქმით, დაინტერესებული მხარეები საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მიზნით იყენებენ. „სოციალურ ქსელებში და მედია საშუალებებში აქტიურად ვრცელდება ვიდეო თუ ფოტო ე.წ. მტკიცებულებები, რომლებიც მათი გამავრცელებლების მოსაზრებით, წარმოადგენს საარჩევნო პროცესში არასწორი ჩარევის ან ხმის ფარულობის წინასწარი განზრახვით დარღვევის ფაქტებს. მას შემდეგ, […]

ცენტრალური საარჩევნო კომისია ბიულეტენების საბეჭდ ქაღალდთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია ბიულეტენების საბეჭდ ქაღალდთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება და განმარტებას აკეთებს. “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვინდა განვმარტოთ საარჩევნო ელექტრონული აპარატებისთვის განკუთვნილი ბიულეტენებისთვის ქაღალდის შეძენასა და ბეჭდვასთან დაკავშირებული დეტალები. პირველ რიგში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ კანონმდებლობის შესაბამისად არამარტო ელექტრონული, არამედ ყველა არჩევნების ბიულეტენებისთვის ქაღალდს საარჩევნო ადმინისტრაცია ხელშეკრულების საფუძველზე ყიდულობს და აწვდის კონტრაქტორ სტამბებს. ამდენად აშკარაა, […]

ანგარიში: კურსის ცვლილებამდე, ევროკომისია მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაციას ვერ გასცემს

ევროკომისია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ რეკომენდაციას არ გასცემს. ეს ცნობილი გახდა დღეს, მას შემდეგ რაც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა და ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ გაფართოების შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართეს, რომელიც ვებ-გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. პრეზენტაციის შემდეგ, ამაზე ისაუბრა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმაც და თქვა, რომ “მთავრობის კურსის გამო, EU-ის ლიდერებმა საქართველოს […]