საოლქო კომისიებში 366 უბნის ხელახალი გადათვლა მოხდა და უცვლელად დარჩა 334 უბნის მონაცემები

საოლქო საარჩევნო კომისიებმა 29 ოქტომბერს, კანონმდებლობის შესაბამისად, წილისყრით გამოვლენილი 366 საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალეს. 366 საარჩევნო უბნიდან კენჭისყრის შედეგები უცვლელი დარჩა 334 საარჩევნო უბანზე, რაც გადათვლილი საარჩევნო უბნების 91,25%-ს შეადგენს. დანარჩენ, 32 საარჩევნო უბანზე შემაჯამებელ ოქმში მონაცემები მცირედით შეიცვალა.”- ამის შესახებ ცესკო-პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა ისაუბრა. “ცესკოს დადგენილების შესაბამისად, საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლის პროცესში მონაწილეობდნენ საოლქო […]

ელჩი: მთავრობის კურსის გამო, EU-ის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ საქართველოსთვის EU-ის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან 1 წლის თავზე, “სამწუხაროდ, ბევრი არაფერი გვაქვს საზეიმო”. ევროკომისიაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელისა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიერ გაფართოების შესახებ ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ელჩმა თბილისში ბრიფინგი გამართა, რომელზეც თქვა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. […]

სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის ანგარიშებს ყადაღა დაედო

ატლანტიკური საბჭოს თანამშრომლების სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის ანგარიშებს ყადაღა დაედო. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ყადაღა კონკრეტული პირების ანგარიშებს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაედო. “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ ე.წ. „ქოლცენტრების“ საქმესთან დაკავშირებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სამსახური განმარტავს, რომ კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით ყადაღა […]

EU-ის ელჩი: აღინიშნა დარღვევები, რაც კანდიდატისგან მოსალოდნელ სტანდარტს არ შეესაბამება

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ გაფართოების შესახებ ანგარიშზე საუბრისას საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე სერიოზული დარღვევები აღინიშნა. მისი თქმით, საჭიროა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევები სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ. “9 ნაბიჯიდან ერთ-ერთი არჩევნების ჩატარებას შეეხება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე სერიოზული დარღვევები აღინიშნა. დარღვევები, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატი წევრისგან […]

პრეზიდენტი: არ ვაპირებ პროკურატურაში გამოცხადებას

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურაში გამოცხადებას არ აპირებს. ბრიფინგზე მან არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების კადრები აჩვენა და თქვა, რომ ეს ხალხის მიერ შეგროვებული მასალა ამტკიცებს 26 ოქტომბრის არჩევნების “მრავალფეროვან, მასშტაბურ გაყალბებას”. “პროკურატურას მე ვურჩევდი, რომ სჯობს, შეუდგეს თავის საქმეს და პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მოეშვას, რაც კიდევ უფრო ამ მომენტში, როცა საჭიროა და ჩვენი პარტნიორებიც ამას […]

პრეზიდენტი პროკურატურაში დაბარებაზე: უცნაურად ემთხვევა მედვედევის მითითებებს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ეს “უცნაურად ემთხვევა დიმიტრი მედვედევის მითითებებს”. 28 ოქტომბერს დიმიტრი მედვედევმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის “გადაყენებასა და დაჭერაზე” მიუთითა. “პროკურატურას მივმართავ, ხალხის წინაშე ხართ ანგარიშვალდებული, თქვენგან ითხოვს საზოგადოება მყისიერ გამოძიებას და არა ჩემი მტკიცებულებებს და არავინ არ ელოდება პროკურატურისგან დღეს ამ სიტუაციაში, რომ პრეზიდენტზე […]

პრეზიდენტი პროკურატურაში დაბარებაზე: უცნაურად ემთხვევა მედვედევის მითითებებს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ეს “უცნაურად ემთხვევა დიმიტრი მედვედევის მითითებებს”. 28 ოქტომბერს დიმიტრი მედვედევმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის “გადაყენებასა და დაჭერაზე” მიუთითა. “პროკურატურას მივმართავ, ხალხის წინაშე ხართ ანგარიშვალდებული, თქვენგან ითხოვს საზოგადოება მყისიერ გამოძიებას და არა ჩემი მტკიცებულებებს და არავინ არ ელოდება პროკურატურისგან დღეს ამ სიტუაციაში, რომ პრეზიდენტზე […]

“მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა” – ჯო ბაიდენის განცხადება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც გამოხატა “განგაში” საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო, სადაც ნათქვამია, რომ “საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის არაერთი დარღვევა: ბოროტად გამოყენების, ასევე ამომრჩევლის დაშინებისა და იძულების” და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას ჩაატაროს გამჭვირვალე გამოძიება საარჩევნო დარღვევების შესახებ. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ “საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი შეხედულებები ამ […]

ესპანური ანალიტიკური ცენტრი COORDENADAS: „ქართული ოცნების“ გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციის ქვაკუთხედს და გეოპოლიტიკურად არასტაბილურობის კონტექსტში სტაბილურობის ძლიერ მესიჯს წარმოადგენს

ესპანური ანალიტიკური ცენტრი COORDENADAS: „ქართული ოცნების“ გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციის ქვაკუთხედს და გეოპოლიტიკურად არასტაბილურობის კონტექსტში სტაბილურობის ძლიერ მესიჯს წარმოადგენს პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციის ქვაკუთხედს და გეოპოლიტიკურად არასტაბილურობის კონტექსტში სტაბილურობის ძლიერ მესიჯს წარმოადგენს, – ნათქვამია ესპანეთის მმართველობის კოორდინაციისა და გამოყენებითი ეკონომიკის ინსტიტუტის სტატიაში. როგორც სტატიაშია აღნიშნული, 54 პროცენტის მიღებით […]

ვოლოდიმირ ზელენსკი: დღეს რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ “დღეს რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვა”. უკრაინული მედიის თანახმად, ეს განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ სკანდინავიური ქვეყნების გამოცემებთან ინტერვიუში გააკეთა. “უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვა. თავდაპირველად, მათ საქართველოს ნაწილი წაიღეს, შემდეგ შეცვალეს საქართველოს პოლიტიკა, შეცვალეს მთავრობა, ახლა კი იქ პრორუსული მთავრობაა, პრორუსული პოზიციებით. არანაირი სანქციები [არ დააწესეს] პუტინის წინააღმდეგ, ბევრი რუსია […]