გვარამიას პარტიას 890 000-ზე მეტი ხმით მოვუგეთ – ირაკლი კობახიძე

წარმატებას არჩევნებსა და ქუჩაში სჭირდება ზუსტად ერთი და იგივე რესურსი, ეს არის ხალხის მხარდაჭერა, გვარამიას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ გვარამიას პარტიას 890 000-ზე მეტი ხმით მოიგო. „ზოგადად, გვარამია და ქუჩა ერთმანეთისგან ძალიან უცხო ცნებებია ყველა თვალსაზრისით. პირველ რიგში, დადებითი თვალსაზრისით, […]
იდიოტი ხართ ქალბატონო – ზურაბ ქადაგიძე სალომე ზურაბიშვილს

„მდაა, ვაის გაეყარე და უის ეფეთე, ატყობ?! ისე, შენზეა ნათქვამი – ქაჯობამ გაჯობა!” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე. მან კომენტარი გააკეთა მეთიუ მილერის განცხადებაზე, სადაც ამ უკანასკნელმა იმედი გამოთქვა, რომ საარჩევნო დარღვევების შესახებ პრეზიდენტის ხელთ არსებული ინფორმაციას ზურაბიშვილი გამოძიებას გაუზიარებს. „იდიოტი ხართ ქალბატონო, აბა სხვა ეპითეტს აღარაფერს იმსახურებთ… საკუთარმა ქაჯურმა ეგომ […]
ესტონეთის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე: სიფრთხილის გამოჩენის გამო საქართველოს ვკარგავთ

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით სკანდინავიური ქვეყნების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ქვეყნების საგარეო მინისტრები გამოძიების მნიშვნელობაზე საუბრობენ. მიჰკელსონი წერს, რომ სამწუხაროდ [ასეთი განცხადებები] არ არის საკმარისი. “სამწუხაროდ, ეს არაა საკმარისი. სიფრთხილის გამოჩენის გამო, ჩვენ ვკარგავთ საქართველოს”, – წერს მიჰკელსონი X-ზე. *** სკანდინავიური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს […]
კალაძიდან გოგლიჩიძემდე – გაძევება პირველივე სეზონში და საყვარელი გუნდის წინააღმდეგ…
საბა გოგლიჩიძემ იტალიის ჩემპიონატში გამოსვლა მშვენივრად დაიწყო, საიმედო და ჭკვიანი მცველია. სერია “ა”-ს მე-10 ტურში გაძევება მისთვის გამოცდილება უნდა გამოდგეს, საკუთარ თავზე იმუშაოს და უკეთესი დაბრუნდეს. საინტერესოა, რომ ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი კახა კალაძეც სადებიუტო იტალიურ სეზონში (2001-02) გააძევეს. მისი და “რომას” წევრ კანდელას დაპირისპირება საკმაოდ სკანდალური გამოდგა (იხ. ბმული – https://m.youtube.com/watch?si=OWpNZuw-hT4sB_N9&v=FhqHx0v1j9g&feature=youtu.be). კალაძე “რომასთან” გაძევების […]
კალანდარიშვილი: სადღაც უკან თუ ფერი გამოვიდა, ეს როგორაა ხმის ფარულობის დარღვევა?

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი კვლავ ირწმუნება, რომ არჩევნების დღეს მოქალაქეების ხმის ფარულობა არ დარღვეულა. რუსთავი 2-ის ეთერში ის ამტკიცებს, რომ კენჭისყრის დღე “მიმდინარეობდა გამართულად და მაღალპროფესიულ დონეზე”. კალანდარიშვილის თქმითვე, შესაძლოა, ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალი ჩანდა, მაგრამ ” ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს არჩევანი არის ხელმისაწვდომი ვინმესთვის”. “კაბინიდან როდესაც გამოვიდა ამომრჩეველი და […]
შვედეთის მიერ ორბანის კრიტიკის გამო, უნგრეთის საგარეო უწყებაში ელჩი დაიბარეს

უნგრეთში შვედეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს – მიზეზი საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებების მიმართ შვედეთის პრემიერის მიერ გამოთქმული კრიტიკაა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა. შვედეთის პრემიერმა, ულფ კრისტერსონმა გამოთქვა შეშფოთება, რომ “რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი მთავრობა ყველაფერს აკეთებს ევროპასთან დაახლოების თავიდან ასაცილებლად”. […]
სკანდინავიური ქვეყნები უერთდებიან მოწოდებას არჩევნების დარღვევების გამოძიებაზე

სკანდინავიური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების გამოძიების მოწოდებას უერთდებიან და აცხადებენ, რომ აუცილებელია ეჭვების გაფანტვა, რომელიც საარჩევნო პროცესის მთლიანობას შეექმნა. განცხადებაში მინისტრები აღნიშნავენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში შეშფოთებით აკვირდებიან საქართველოს პოლიტიკურ ტრაექტორიას და გამოთქვამენ იმედს, რომ ქვეყანა დაუბრუნდება იმ გზას, რომელიც მას ევროპულ ოჯახში შეიყვანს. “ჩვენ, სკანდინავიური ქვეყნები, ვუერთდებით საერთაშორისო მოწოდებებს […]
კვერნაძის პირველი შედეგიანი მოქმედება “ფროზინონეში” და ფრე “სუდტიროლთან [VIDEO]
სერია B-ს მე-11 ტურში “ფროზინონე” “სუდტიროლს” ესტუმრა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში “ფროზინონეს” შემტევმა გიორგი კვერნაძემ საგოლე პასი შეასრულა და თავი პირველი საგოლე მოქმედებით გამოიჩინა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა. “ფროზინონე” სერია B-ს სატურნირო ცხრილში 8 ქულით ბოლო, მე-20 ადგილზეა.
“იბრაჰიმოვიჩი ოსიმენის ტრანსფერზე მუშაობს და მზადაა “ნაპოლის” ლეაო დაუთმოს, ყველაფერი “კვარაზეა” დამოკიდებული” – იტალიელი ჟურნალისტის სენსაციური ინფორმაცია
“იბრაჰიმოვიჩი ოსიმენის ტრანსფერზე მუშაობს და მზადაა “ნაპოლის” ლეაო დაუთმოს, ყველაფერი “კვარაზეა” დამოკიდებული” – იტალიელი ჟურნალისტის სენსაციური ინფორმაცია “მილანი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ნაპოლიდან” “გალათასარაიში” განათხოვრებული ფორვარდის, ვიქტორ ოსიმენის დამატებას შეეცდება, ამის შესახებ ინფორმაციას Ruleta Sport-ის ჟურნალისტი ხერარდო ფასანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, მოლაპარაკებებში “როსონერის” დირექტორის მრჩეველი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მონაწილეობს, გარდა ამისა, “მილანი” მზადაა ნიგერიელის სანაცვლოდ გუნდის ერთ-ერთ […]
ჩვენ აღშფოთებული შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ამ მოვლენებს და ვგმობთ „დასავლური ფასეულობების” ამ მახინჯ გამოვლინებას

„ხალხის“ ძალის წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება ევროკავშირის ფონდების არამიზნობრივად გამოყენების, ასევე თაღლითობისა და კორუფციის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას, რომელიც „ევროპის სახალხო პარტიისა” და მისი ლიდერის წინააღმდეგ მიმდინარეობს. როგორც დავით ქართველიშვილი წერს, ის გამოძიების მიმდინარეობას „აღშფოთებული შეშფოთებით“ ადევნებს თვალს და ელოდება, რომ ევროკავშირის ფონდების არამიზნობრივად გამოყენების მაქინაციების საქმეზე საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ამ სფეროს სპეციალისტი, ისე […]