ელენე ხოშტარია – ქუჩა იქნება ოპოზიციის გეგმის ერთ-ერთი ფუნდამენტური, ცენტრალური მიმართულება, სადაც ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისა და ევროპული მომავლისთვის

ქუჩა იქნება ჩვენი გეგმის ერთ-ერთი ფუნდამენტური, ცენტრალური მიმართულება, სადაც ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისა და ევროპული მომავლისთვის, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა. ელენე ხოშტარიას განმარტებით, პროტესტის ყოველ ეტაპზე პოლიტიკური პარტიები საზოგადოებას ანგარიშს ჩააბარებენ და აუხსნიან, რას ემსახურება ესა თუ ის აქცია და მისი ფორმა. „ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს, სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა […]
თინა ბოკუჩავა – ეს არის განგრძობადი ბრძოლა გარდაუვალი გამარჯვებისთვის, რომელიც დასრულდება არა მხოლოდ ხელახალი არჩევნებით, არამედ საქართველოს გაწევრიანებით ევროკავშირში

ეს არის განგრძობადი ბრძოლა ჩვენი გარდაუვალი გამარჯვებისთვის, იმ გამარჯვებისთვის, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, რომელიც უნდა დავიბრუნოთ და რომელიც დასრულდება არა მხოლოდ ხელახალი არჩევნებით, არამედ აუცილებლად დასრულდება საქართველოს გაწევრიანებით ევროკავშირში , – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ოპოზიციური გაერთიანებების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, პროტესტი არის დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ფორმა და ის გამოყენებული უნდა […]
ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრების სტატისტიკას აქვეყნებს
26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების წარდგენის ვადები დასრულდა. ამასთან დაკავშირებით ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ 2020-2024 წლებში ჩატარებული საერთო არჩევნების ჭრილში წარდგენილი საჩივრების რაოდენობის კლების ტენდენცია შეინიშნება. „გაგაცნობთ ინფორმაციას საჩივრების სტატისტიკის შესახებ. ამავდროულად წარმოგიდგენთ მცირე შედარებით ანალიზს 2020, 2021 და 2024 წელს წარმოდგენილ საჩივრებთან დაკავშირებით. 2024 […]
საქართველოში იმყოფებოდა რუსი პროპაგანდისტი, რომელიც 2023-ში ცხინვალში გაგლოევს შეხვდა

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორების საზღვრის გარეშე“ აცხადებს, რომ საქართველოში, საპარლამენტო არჩევნების დროს, რუსი პროპაგანდისტი ალექსანდრ მალკევიჩი იყო ჩამოსული. „ჩვენ შეშფოთებული საქართველოში რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში მისი როლით“, – ნათქვამია განცხადებაში. ორგანიზაციის ცნობითვე, მალკევიჩი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროპაგანდისტული ქსელის დამფუძნებელია. საქართველოში ვიზიტზე თავად მალკევიჩიც აცხადებს. არჩევნებზე საუბრისას მან თქვა, „რომ ქართველებს სურთ რუსეთთან თანამშრომლობა, ვინაიდან ესმით, რომ ეს […]
სამმა ოპოზიციურმა პარტიამ 4 ნოემბერს თბილისში აქცია დააანონსა

სამმა ოპოზიციურმა ძალამ 4 ნოემბერს რუსთაველზე საპროტესტო აქცია დააანონსა, როგორც პარტია “ლელოს” ოფისში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს “ძლიერი საქართველოს” , კოალიცია “ცვლილებისთვის” და “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა მათი მიზანი “შედეგზე ორიენტირებული გააზრებული აქციებია გამარჯვების დასაბრუნებლად”. მათი განცხადებით, შექმნილია საკოორდინაციო შტაბიც, რომელშიც ჩართვის და აქციების დაგეგმვაში მონაწილეობა შესაძლებლობა საზოგადოების ყველა აქტიურ ჯგუფს ექნება. ამასთან, მათი […]
“იმედია აღარ გიკვირთ, გახარია მანდ რომ არ დგას” – იაკობ ჯანგავაძე სამი ოპოზიციური კოალიციის ბრიფინგზე

მარკეტოლოგი, იაკობ ჯანგავაძე, იმ ბრიფინგს ეხმაურება, სადაც, ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური კოალიციიდან, სამი ვიხილეთ, სადაც არ ჩანდა გიორგი გახარია და მისი პარტია და სადაც, დაანონსებული სამოქმედო გეგმის ნაცვლად, გვითხრეს, რომ სამოქმედო გეგმას, ორშაბათს, 7 საათზე (სავარაუდოდ, იგულისხმება 19 საათი) გვეტყვიან და წერს: “იმედია აღარ გიკვირთ, გახარია მანდ რომ არ დგას. 20:00 საათზე გეგმას ვიტყვითო და 20:00 […]
მაია სანდუ – მოლდოვამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო დააფიქსიროს ევროკავშირში ინტეგრაცია კონსტიტუციაში

მოლდოვამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა, ვინაიდან, დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო დააფიქსიროს ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენს კონსტიტუციაში , – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “მოლდოვამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა, ვინაიდან, დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო დააფიქსიროს ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენს კონსტიტუციაში, რაც ბოლო რეფერენდუმში ჩვენი ხალხის ნებას ასახავს. გამარჯვება ჩვენს მოქალაქეებს ეკუთვნით, რომლებმაც მშვიდობასა […]
თელავის მე-17 საოლქო საარჩევნო კომისიმ ცხრავე საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია

კახეთის საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრები განიხილეს. საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა თელავის #17 საოლქო საარჩევნო კომისიაში. აღნიშნულ ოლქში 9 საჩივრიდან კომისიის წევრებმა ყველა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს და არ დააკმაყოფილეს, რასაც ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. “იმის ნაცვლად, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია იყოს მოწოდების სიმაღლეზე, ამათ არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილეს, თუმცა, რა გასაკვირია, როცა, […]
სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ 4 ნოემბერს რუსთაველზე აქციაა დააანონსა

სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ [„ძლიერი საქართველო“, „ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“] 4 ნოემბერს, 19 საათზე, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაანონსა. „ჩვენს პარტნიორებს სჭირდებოდათ და სჭირდებათ [გაყალბების] სქემები. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ სისტემურ ოპერაციაზე არჩევნების მოტაცებისთვის. მოვიპოვეთ სქემები, რომელიც დასტურდება ათასი ვიდეოფაილით. ვინც ჩართული იყო, იქნება გამოვლენილი და დასჯილი. შევიკრიბებით, ორშაბათს საღამოს, შვიდ საათზე“, – აღნიშნა საერთო […]
„ცესკოს გამოქვეყნებული შედეგი სტატისტიკურად შეუძლებელია“ – HarrisX

ამერიკული კომპანია „Harris X“, რომელმაც „მთავარი არხის“ დაკვეთით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეგზიტპოლები ჩაატარა, ამბობს რომ ანალიზის შედეგად, დაადგინა სულ მცირე ხმათა 8% [172 523 ხმა], რომელიც მიუთითებს შესაძლო დარღვევებზე, მათ შორის მას შემდეგ, რაც ანალიზის დროს განხორციელდა შეწონვა და ბოლომდე იყო გათვალისწინებული გამოხმაურებაზე უარის დონე. „ჩვენ გამოვავლინეთ 27 საარჩევნო ოლქი [სულ 73-დან, ოკუპირებული ტერიტორიებისა […]