როგორი უნდა იყოს ლუდის ჭიქის იდეალური ფორმა?
ბრაზილიელმა ფიზიკოსმა კლაუდიო დე კასტრო პელეგრინიმ თავის სამეცნიერო ნაშრომში ისაუბრა ლუდის გაცხელების პრობლემაზე და წარმოადგინა იდეალური ჭიქის ფორმულა, რომელშიც ეს პროცესი უფრო ნელა მოხდება. ამის შესახებ სტატია ჟურნალ SciELO-ში გამოქვეყნდა. „პრობლემა წარმოიშვა ისეთი სასმელების მოხმარების გამო, როგორიცაა ლუდი, რომელიც მომხმარებელს სურს რაც შეიძლება ცივი შეინარჩუნოს მოხმარების დროს“, წერს პელეგრინი თავის ნაშრომში. გამოთვლების გაკეთებისას ფიზიკოსმა არ […]
ანა დოლიძე – კარგად ვიცით, რომ არცერთი თქვენგანი არ აპირებს რამდენიმე ჩანჩურას, კუდრაჭას და ჭინკას გაატანოს არჩევანი, რაც ყველას ისტორიული არჩევანია – ყველა პირი, რომელიც გააგრძელებს მონაწილეობას კრიმინალურ სქემაში, იქნება გამოვლენილი

ძალიან კარგად ვიცით, რომ არცერთი თქვენგანი არ აპირებს რამდენიმე ჩანჩურას, კუდრაჭას და ჭინკას გაატანოს არჩევანი, რაც არის ყველას ისტორიული არჩევანი – ყველა ის პირი, რომელიც გააგრძელებს მონაწილეობას კრიმინალურ სქემაში, აუცილებლად იქნება გამოვლენილი, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ანა დოლიძის თქმით, ოპოზიციის მთავარი ამოცანა არის ბრძოლა […]
თინა ბოკუჩავა – ოპოზიცია არის ერთიანი, როგორც არასდროს – გახარიას პარტიასთან რიგ საკითხებზე გვქონდა კოორდინაცია, მომავალში როგორც გაგრძელდება, თავად ამ პოლიტიკურ ჯგუფზეა დამოკიდებული

მხოლოდ დაუღალავი შრომით და ბრძოლით შეგვიძლია დავიბრუნოთ ის გამარჯვება, რომელიც ხალხმა 26 ოქტომბრის არჩევნებზე მოიპოვა, – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მედიასთან განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, ოპოზიცია არის ერთიანი, როგორც არასდროს “ჩვენ ორშაბათს 7 საათზე რუსთაველზე აქცია დავაანონსეთ. ასევე საზოგადოებას გავაცანით, რომ გვაქვს კონსოლიდირებული დარღვევების ანგარიში, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებას გავაცნობთ. დავადასტურეთ, რომ ოპოზიცია არის […]
იაგო კაჭკაჭიშვილი – ყველაზე ხელშესახები მტკიცებულებაა ხმის ფარულობის მასობრივი დარღვევა, რასაც შესაძლოა არჩევნების შედეგებზე გავლენა მოეხდინა

ეგზიტპოლი არის ლეგიტიმური მექანიზმი არჩევნების შედეგების გადასამოწმებლად , – ამის შესახებ სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა „პლიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა. მისივე განმარტებით, დაეჭვების საფუძვლად გამოდგება ის ფაქტიც, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიმცემთა რაოდენობა არაბუნებრივად გაზრდილია ზოგიერთ ოლქში“. „რა გვიბიძგებს იმისკენ, რომ ეჭვი აღგვეძრას, რომ ეს არჩევნები არის გაყალბებული? – რამდენიმე ფაქტორია და ერთი არის ნამდვილად ეგზიტპოლები. შეუძლებელია […]
რიგაში რუსი სარდლის, ბარკლაი დე ტოლის ქანდაკება ჩამოხსნეს
რიგაში, ლატვიის დედაქალაქში რუსი სარდლის, ბარკლაი დე ტოლის ქანდაკების დემონტაჟი მოახდინეს. ამის შესახებ იტყობინება რიგის მერი, ვილნის კირსისი, სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი ტვიტერი). მან ქანდაკების დემონტაჟის რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ “ესპლანადა გათავისუფლებულია რუსული იმპერიალიზმის სიმბოლოსგან.” ბარკლაი დე ტოლის ქანდაკება იდგა პარკში, ლატვიის მთავრობის შენობის მოპირდაპირე მხარეს. ოქტომბრის შუა რიცხვებში, რიგის საკრებულომ რუსი სარდლის […]
საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი თბილისის საკრებულოს წინააღმდეგ დააკმაყოფილა
2024 წლის 24 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ. ინფორმაციას სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ღონისძიებების მართვის სამმართველო ავრცელებს. „სახალხო დამცველი ასაჩივრებდა საკრებულოს დადგენილების იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც შშმ პირთა გადაადგილებისთვის საჭირო პარკირების სპეციალურ პირობებს მხოლოდ შშმ პირების ნაწილზე, კერძოდ კი, მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსისა და […]
სექტემბერში, ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა მხოლოდ ერთ დღეს შედგა – OMNIA
სექტემბერში, საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე აქტიურობა გასულ ორ თვესთან შედარებით ნაკლები იყო. ამის შესახებ ენერგეტიკის საკონსულტაციო კომპანია OMNIA-ს ანგარიშში აღნიშნულია, რომელიც საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარს მიმოიხილავს. სექტემბრის ანგარიშში მოყვანილი ერთ-ერთი საკითხი სწორედ დღით ადრე ბაზრის შედეგებია. როგორც ირკვევა, გასულ თვეში ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა მხოლოდ ერთ დღეს შედგა. ამასთან, იმ ერთი დღის მონაცემებით, როდესაც ვაჭრობა შედგა, წინა პერიოდთან […]
“არავინ, გარდა ოცნებისა არ იცის თუ რა საარჩევნო სიები იტვირთება ვერიფიკაციის და სხვა აპარატებში”– ვანო ბურდული

წალენჯიხის მერის მოადგილე, დიდუბის საოლქო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ვანო ბურდული: ჩემი აზრით შეცდომა იყო, როდესაც პარტიებმა და არასამთავრობო სექტორმა რუსული ოცნების მიერ დანერგილ საარჩევნო ელექტრონულ სისტემას ნდობა გამოუცხადეს. ოპოზიცია ოცნებას შეჰყვა თამაშში, რომლის წესებიც ბუნდოვანი და გაურკვეველი იყო. ფაქტია (და არა შეფასება), რომ: 1. ელექტრონული მოწყობილობების შერჩევასა და მათი ტექნიკური პარამეტრების განსაზღვრაში გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ […]
“ნიუ ჰოსპიტალსში ამ მამა-შვილის მიერ ჩატარებულმა ოპერაცია მე არა მხოლოდ მხედველობა არამედ, სიცოცხლეც მაჩუქა” – რას უყვება “ალიას” 75 წლის ქალბატონი

“ალიას” დაუკავშირდა 75 წლის ნაზი ყავრიშვილი და გვთხოვა, მისი ისტორია მოგვეტანა თქვენამდე. – ერთი არა, მილიონი მადლობის თქმა მინდა, ამ სიტყვებით დაიწყო რესპონდენტმა ჩვენთან საუბარი. ნაზი ყავრიშვილი: -7-8 წლის წინ მხედველობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შემექმნა. დრო და დრო უფრო მეტად რთულდებოდა ჩემი მდგომარეობა – ვეღარ ვმუშაობდი, ექიმიდან ექიმთან დავდიოდი და სამწუხაროდ, არც ერთ მათგანს არ […]
გიორგი ვაშაძე – სამოქმედო გეგმა არის ბრძოლა – ჩვენი მიზანია, არჩევნების ხელახლა ჩატარება, საბოლოოდ ჩვენ ამ პროცესში გავიმარჯვებთ

სამოქმედო გეგმა არის ბრძოლა. ორშაბათს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე დიდი აქცია იქნება , – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. როგორც ვაშაძე აცხადებს, პროტესტის საბოლოო მიზანია, არჩევნების ხელახალი ჩატარება. “ხვალ დიპლომატებთან გვაქვს შეხვედრა. დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებით დამთავრდება. დღეს უკვე უტყუარად არის დადასტურებული, რომ არჩევნები ტოტალური კონტროლის ქვეშ ჩატარდა. კონსტიტუციით გარანტირებული ფარულობის უფლება […]