“ჩვენ ვართ გამარჯვებულები… ვდებთ პირობას… აგიხსნით რას ემსახურება კონკრეტული აქცია” – რა უნდა უთხრას ორშაბათის აქციიდან ხალხმა “ოცნებას”? – ხოშტარია

“ჩვენ ვართ გამარჯვებულები… ვდებთ პირობას… აგიხსნით რას ემსახურება კონკრეტული აქცია” – რა უნდა უთხრას ორშაბათის აქციიდან ხალხმა “ოცნებას”? – ხოშტარია კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, განაცხადა, რომ საზოგადოებას აუხსნიან რას ემსახურება თითოეული აქცია და ორშაბათის აქცია, მისივე თქმით, ემსახურება იმას, რომ ჩვენ ვთქვათ: “ჩვენ ვიცით, რა ჩაიდინეთ და არ გაპატიებთ ამ კრიმინალს”. ქუჩა იქნება […]

მიმდინარე წლის სექტემბერში ფულის გათეთრების 15 შემთხვევა დაფიქსირდა – სტატისტიკა

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბერში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის[ფულის გათეთრების] 15 ფაქტი დაფიქსირდა. რაც შეეხება სხვა ეკონომიკურ და სამეწარმეო დანაშაულებს, სტატისტიკური მაჩვენებლები ასეთია: მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა – 11 შემთხვევა; უკანონო სამეწარმეო საქმიანობა – 4 შემთხვევა; სასაქონლო ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშნვნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება – 2 შემთხვევა; ფალსიფიკაცია […]

ევროკავშირის ქვეყნებმა 1–ელი ნოემბრისთვის გაზსაცავები სავალდებულო დონეზე მეტად შეავსეს

ევროკავშირის ქვეყნებმა, 2024-2025 წლების ზამთრისთვის სამზადისში, შეასრულეს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული გაზის საცავების შევსების ვადები. როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ იუწყება, ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ტიმ მაკფიმ ბრიფინგზე განაცხადა. წარმომადგენელმა გაიხსენა, რომ გადაუდებელი ზომების პაკეტის ფარგლებში 2022 წლის შემოდგომაზე, როდესაც ევროპას ემუქრებოდა გაზის დეფიციტი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგების ერთობლიობის გამო, განისაზღვრა, რომ წევრმა ქვეყნებმა 1 ნოემბრამდე უნდა […]

ოპოზიციამ სამოქმედო გეგმად სამოქმედო გეგმის ანონსი წარადგინა – დეტალები

ოპოზიციამ სამოქმედო გეგმად სამოქმედო გეგმის ანონსი წარადგინა – დეტალები სამმა ოპპოზიციურმა კოალიციამ, რომელმაც 5 პროცენტიანი ბარიერი გადალახა ერთიანი ბრიფინგი ჩაატარა. ესენია – ძლიერი საქართველო, ცვლილებებისთვის, და ერთობა–ნაციონალური მოძრაობა. დღეს, 20 საათზე, წესით, დაანონსებული იყო, რომ საზოგადოებისთვის უნდა გაეცნოთ სამოქმედო გეგმა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ დღევანდელი სამოქმედო გეგმა, სამოქმედო გეგმის ანონსია. პარტიების განცხადების მიხედვით, ახლა უკვე შეუძლიათ […]

“არჩევნების შედეგები ცესკომ ამოაყირავა – თუკი მთავრობა არ გადადგამს ნაბიჯებს ნაკლოვანებების გამოსასწორებლად, არც ევროპა და არც აშშ არ აღიარებს ლეგიტიმურობას” – დენ ფრიდი

“არჩევნების შედეგები ცესკომ ამოაყირავა – თუკი მთავრობა არ გადადგამს ნაბიჯებს ნაკლოვანებების გამოსასწორებლად, არც ევროპა და არც აშშ არ აღიარებს ლეგიტიმურობას” – დენ ფრიდი ესაა ხელისუფლების მხრიდან არჩევნების მოპარვის მცდელობა – ამის შესახებ “ატლანტიკური საბჭოს“ უფროსმა მკვლევარმა, დენ ფრიდმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა. ფრიდი ამბობს, რომ თუ “ოცნება” არ გადადგამს ნაბიჯებს არჩევნების ნაკლოვანებების […]

3 ოპოზიციური პარტიის გაერთიანებამ 4 ნოემბერს, 19:00 საათზე რუსთაველზე აქცია დააანონსა

3 ოპოზიციური პარტიის გაერთიანება ორშაბათს, 4 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე შეკრებას აანონსებს. როგორც ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, სამოქმედო გეგმას მოქალაქეებს სწორედ მაშინ გააცნობენ. როგორც კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ბრიფინგის დასაწყისში განაცხადა, აქტიურ მუშაობას გააგრძელეს, რათა მტკიცებულებები მოეპოვებინათ. “ჩვენი მთავარი ამოცანაა ამ არჩევნების არალეგიტიმურად აღიარება. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, როგორც ვაკეთებდით რამდენიმე დღის განმავლობაში, […]

ოპოზიცია 4 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებს

ოპოზიცია 4 ნოემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებს. შესაბამისი განცხადება “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთობლივ, საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა. სწორედ აქციაზე გახდება ცნობილი ოპოზიციის სამოქმედო გეგმაც. ანა დოლიძის თქმით, მთავარი ამოცანაა, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად აღიარებისთვის ბრძოლა და ამ მხრივ, ოპოზიციური გაერთიანებები მუშაობენ მტკიცებულებებზე, რომელიც საჭირო იქნება საერთაშორისო გამოძიების ჩასატარებლად. […]

საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა

ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები უკრაინას ბათუმში უმასპინძლებს და როგორც nakrebi.ge “ფეისბუქის” გვერდით იტყობინება, მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა. ბილეთების გაყიდვა დღეს, 12:00 საათზე ონლაინ რეჟიმში დაიწყო და მალევე გაიყიდა. მატჩი “აჭარაბეთ არენაზე” 16 ნოემბერს გაიმართება.

ვახუშტი მენაბდე – ჩვენ არ გვაქვს სასამართლო, ეს იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს უჩივლო ბიძინა ივანიშვილთან – ახლა არის ჩვენი დრო, მოქალაქეებმა უნდა დავანახოთ ხელისუფლებას, რომ არ ვაპირებთ შევეგუოთ არჩევნების მოპარვას

არჩევნების ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი არის ნების თავისუფალი გამოვლენა და ფარულობა. ამ პრინციპების დარღვევა უკვე არჩევნების კანონიერებას აყენებს ეჭვქვეშ. გამოდის, რომ ეს არჩევნები არაკანონიერად ჩატარებულა ყველა იმ უბანზე, სადაც არჩევნები ჩატარდა ელექტრონულად , – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ პალიტრანიუსის გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა. რაც შეეხება საჩივრების სასამართლოში გაგზავნას, როგორც მენაბდემ აღნიშნა, “ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს […]

ესტონეთის ელჩი – ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის ვარაუდებს, თითქოს საქართველო პროგრესს განიცდის ევროკავშირის გზაზე, რეალობასთან არავითარი კავშირი არ გააჩნია

ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის ვარაუდებს, თითქოს საქართველო პროგრესს განიცდის მის ევროკავშირის გზაზე, რეალობასთან არავითარი კავშირი არ გააჩნია. ამის შესახებ საქართველოში ესტონეთი ელჩი, მარგე მარდისალუ-კაჰარი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. ელჩის თმქით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაყინულია და სწორედ ეს იყო ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის “ცხადი მესიჯი”. “ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის ვარაუდებს, თითქოს საქართველო პროგრესს განიცდის მის ევროკავშირის გზაზე, რეალობასთან […]