რუსებმა პოლტავასა და ოდესას დაარტყეს, დაშავებულებს შორის მაშველებიც არიან

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებს, პოლტავას და ოდესას დაარტყეს, არიან დაშავებულები, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის თქმით, ოკუპანტებმა ოდესაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. თავდასხმის შედეგად მაშველები დაშავდნენ. მისივე თქმით, დაზიანებულია სახანძრო მანქანები და სახანძრო განყოფილების ადმინისტრაციული შენობა. რუსებმა დრონებით პოლტავასაც შეუტიეს. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდან ქალაქში არსებულ […]

შეფასებები ვაშინგტონიდან – შუალედური განცხადება თუ არასაკმარისი სიმკაცრე?

რა და რატომ თქვა ამერიკის დიპლომატიურმა უწყებამ და შესაძლებელი იყო თუ არა ამ ეტაპზე უფრო მკაცრი შეფასებების გაკეთება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით?ამერიკელი ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ ოფიციალურმა ვაშინგტონმა მკაფიოდ მიუთითა პრობლემებზე, მაგრამ არა – თავის უშუალო პოზიციაზე Facebook Forum

IRI-ს პრეზიდენტი – იმედია, საქართველოს ხელმძღვანელობა ხვდება რა დევს სასწორზე – ასეთი ხარვეზიანი არჩევნები ევროკავშირში გაწევრიანებას შეუძლებელს ხდის

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) პრეზიდენტი, დენიელ ტვინინგი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ამერიკელი სენატორის, როჯერ უიკერის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ასეთი ხარვეზიანი არჩევნები შეუძლებელს ხდის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. „ძლიერი სიტყვები ძლიერი სენატორისგან. იმედია, საქართველოს ხელმძღვანელობა ხვდება, რა დევს სასწორზე – რადგან ქართველების 90%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, რასაც ასეთი ხარვეზიანი არჩევნები […]

ესპანეთში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 158-მდე გაიზარდა

ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 158-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მინიმუმ 155 ადამიანის დაღუპვა ვალენსიაში დაფიქსირდა, ორი ადამიანი კასტილა-ლა მანჩაში დაიღუპა, ერთი კი ანდალუზიაში. ოფიციალური პირები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ზუსტ რაოდენობას არ ასახელებენ, მაგრამ აცხადებენ, რომ ბევრი დაკარგულია. სამაშველო სამუშაოები გრძელდება და ხელისუფლებამ გუშინ სამაშველო მისიაში 1 200-ზე მეტი თანამშრომელი ჩართო, რომლებიც დრონების […]

ენტონი ბლინკენი – ველით, რომ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში უახლოეს დღეებში ჩაერთვებიან – კურსკში 8 000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი იმყოფება

შეერთებული შტატები მოელის, რომ რუსეთის კურსკის ოლქში მყოფი ჩრდილოეთ კორეის ჯარები უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში უახლოეს დღეებში ჩაერთვებიან, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინთან და მათ სამხრეთ კორეელ კოლეგებთან პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთში 10 000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი იმყოფება, მათ შორის 8 000 კურსკის ოლქში. ბლინკენის განმარტებით, […]

რუსეთში, უფაში დრონებმა იერიში მიიტანეს ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე

რუსეთის ბაშკირეთის რეგიონის დედაქალაქ უფაში, 31 ოქტომბრის ღამით, დრონები თავს დაესხნენ სამრეწველო საწარმოს, იტყობინება ადგილობრივი ხელისუფლება. სავარაუდოდ, საუბარია ქალაქის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანა “ბაშნეფტ-უფანეფტეხიმზე”. ბაშკირეთის მმართველის, რადი ხაბიროვის თქმით, თავდასხმა განხორციელდა სამი უპილოტო საფრენი მოწყობილობით რამდენიმე სამიზნეზე. მან განაცხადა, რომ ერთმა დრონმა ქარხნის შენობაში ფანჯრები ჩაამსხვრია, ხოლო ორი დანარჩენი სამრეწველო ზონაში ჩავარდა. ამ ინფორმაციის დამოუკიდებელი დადასტურება არ […]

საკონსტიტუციო სასამართლომ დაამტკიცა ევროკავშირში შესვლის შესახებ რეფერენდუმში მოლდოვის თანხმობა

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ 31 ოქტომბერს დაამტკიცა ქვეყნის 26 ოქტომბრის რეფერენდუმის შედეგი ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ. სასამართლომ დაამტკიცა ადრე გამოცხადებული შედეგები, რომლის თანახმადაც, რეფერენდუმში ამომრჩეველთა 50.38 პროცენტმა ხმა მისცა მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას. მიუხედავად იმისა, რომ რეფერენდუმს არ აქვს იურიდიული გავლენა მოლდოვის მოლაპარაკებებზე ბრიუსელთან, რეფერენდუმის შედეგი – ევროკავშირში ინტეგრაციისთვის დასტური ძალიან მცირე უპირატესობით – მოულოდნელი იყო ბევრი დამკვირვებლისთვის, […]

“მირჩევნია გულწრფელად მითხრან, რომ რაღაც არ იციან, ვიდრე მომატყუონ” – გიორგი მელაძე

მე მირჩევნია გულწრფელად მითხრან, რომ რაღაც არ იციან, ვიდრე მომატყუონ. თქვენ? იმდენ ტყუილთან მქონდა საქმე, მაგას უკვე ყველაფერი მირჩევნია. მეორე ამბავია, რომ ამდენს ვლაპარაკობდით რისკზე და დღეს ერთმა ჯგუფმა ხელი დაიბანა და მხოლოდ დამკვირვებელი ვარო და მეორე მხარეს საერთოდ არ არის სამოქმედო გეგმა. მაგრამ, მირჩევნია გულწრფელი პროცესის მონაწილე ვიყო, ვიდრე ტყუილებთან მქონდეს საქმე.

“ვსიოო”, ბრძოლის გეგმა დავდე და ვისაც არ მოგეწონათ კი ნუ მაბულინგებთ, თქვენი შემომთავაზეთ გენცვალე” – ფოფხაძე

ორშაბათიდან ვაგდებ სიგარეტს და უარს ვამბობ ვისკ “ტალისკერზე” და საერთოდ “მაკალანი” “აბერლური” და “ლაგავულინი” ვისკი აღარავინ მაჩუქოთ ორშაბათ 19 საათის მერე… ვსიოო, ბრძოლის გეგმა დავდე და ვისაც არ მოგეწონათ ჩემი გეგმა კი ნუ მაბულინგებთ, თქვენი გეგმა შემომთავაზეთ გენცვალე.. ბჯოს

სად არის საქართველო ევროპულ გზაზე?

ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში ევროკავშირის გაფართოების შესახებ და საქართველოსთან მიმართებით, ამ კუთხით არსებული ვითარების თაობაზეც გაკეთდა განცხადებები. ანგარიშის გამოქვეყნების თარიღი დაემთხვა მნიშვნელოვან პერიოდს – საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას საქართველოში, ამიტომაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ამ საკითხსაც შეეხო. ჯოზეფ ბორელმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ისაუბრა ევროკავშირის არა მარტო გაფართოებაზე, არამედ გაძლიერების მნიშვნელობაზეც. მისი თქმით, მხოლოდ ზომა […]