IRI-ის პრეზიდენტი: ხარვეზებიანი არჩევნები EU-ში გაწევრიანებას შეუძლებელს ხდის

IRI-ის პრეზიდენტი, დენიელ ტვინინგი ამერიკელი სენატორის, როჯერ უიკერის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც სენატორმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს “ფარსი” უწოდა. “ძლიერი სენატორის ძლიერი სიტყვებია. იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება მიხვდება, რა დევს სასწორზე – რადგან ქართველების 90%-ს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, რასაც ასეთი ხარვეზიანი არჩევნები შეუძლებელს ხდის”, – წერს ტვინინგი X-ზე. *** 31 ოქტომბერს, რესპუბლიკელმა სენატორმა როჯერ უიკერმა საქართველოში ჩატარებულ […]
ქურდოვანიძე: მოლოდინი, რომ საოლქო კომისიები დააკმაყოფილებენ საჩივრებს, არ გვქონდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციის ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, არჩევნების დღეს ფარულობის პრობლემასთან დაკავშირებულ დავაზე ადგილობრივი სასამართლოს იმედი არ აქვს. თუმცა, როგორც მან გადაცემა სანაიას ეთერში თქვა, აღნიშნულ დავაში მტკიცებულებები ზედაპირზე დევს, რისი მოწმეც თვითონ ამომრჩეველი გახდა. დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საჩივრებს განიხილავდნენ. ქურდოვანიძის თქმით, დაკმაყოფილების მოლოდინი არ ჰქონიათ. “ამის არდანახვა რომელიმე სუბიექტის მიერ, გამორიცხულია. ესაა […]
კობახიძე: ჩვენ, რეალურად, სულ უფრო მეტად ვუახლოვდებით ურთიერთობების გადატვირთვას

ჩვენ რეალურად სულ უფრო მეტად ვუახლოვდებით ურთიერთობების გადატვირთვას. ჩვენი არჩევნები ჩატარდა, მალე შეიკრიბება პარლამენტი, ჩამოყალიბდება მთავრობა. ასევე მალე დასრულდება ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები. ასევე ვფიქრობთ, რომ უკრაინაში ომი იმაზე მალე დასრულდება, ვიდრე შეიძლებოდა რომ ყოფილიყო, ნაკლებად ოპტიმისტური პროგნოზი. სავსებით რეალურია იანვარ-თებერვალში ომის დასრულდება. როგორც კი ეს ყველაფერი მორჩება, მაშინვე, მყისიერად გადაიტვირთება ურთიერთობები, შეიცვლება ინტერესები. […]
დღეს ღირსმოწამე ნიკოლოზ დვალის (+1314) ხსენების დღეა

წმიდა მოწამე ნიკოლოზ დვალი მართლმორწმუნე მშობელთა შვილი იყო. ღვთისმოშიშმა დედ-მამამ იგი შობიდანვე უფალს შესწირა. თორმეტი წლის ყრმა ნიკოლოზი კლარჯეთის უდაბნოში წავიდა, იქ აღიკვეცა და დაიწყო მოღვაწეობა. შემდეგ წმიდანი იერუსალიმს წავიდა და იქ ქართველთა ჯვრის მონასტერში დაემკვიდრა. ქრისტესთვის მოწამეობრივად აღსრულების სურვილით ანთებული წმიდა ნიკოლოზი მხნედ ქადაგებდა სარწმუნოებას მუსულმანებში და თან უშიშრად ამხელდა მათ ცდომილებებს. უსჯულოებმა წმიდა […]
1 ნოემბერს, თბილისის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 1 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ), სამხედრო დასახლების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 I, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X მიკორაიონტბის (ნაწილობრიბ), ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ვარკეთილი-3 „დ“ ქუჩის, კალოუბნის, ზურაბ აბულაძის, ზურაბ ნაირაშვილის, ჯავახეთის, რომანოზ […]
კომუნიკაციების კომისია სასამართლოს, 10 მაუწყებლის ფინანსური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას სთხოვს

კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედს“, „სტუდია მაესტროს“, „პოსტვ-ს“, „ფორმულას“, ასევე, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, „ტელეკომპანია პირველს“, „ტელეკომპანია კავკასიას“, „პალიტრანიუსს“ „მედია ჰოლდინგ ჯორჯიან თაიმზს“ და „სილქ მედიას“ სამართალდარღვევათა ოქმები შეუდგინა, თუმცა,მაუწყებლების მიერ სხდომაზე წარმოდგენილი არგუმენტაციის შესაბამისად, სასამართლოს მათი ფინანსური სანქციებისგან გათავისუფლების თაობაზეშუამდგომლობით მიმართა. კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლებს სამართალდარღვევათა ოქმები შეუდგინა და სასამართლოს მათი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზეშუამდგომლობით მიმართა.
ჭიათურაში სამთო-მოპოვებითი საქმიანობა სრულად გაჩერდა

„სოფელ შუქრუთის მოსახლეობის რადიკალური პროტესტის შედეგად წარმოშობილი ფინანსური კრიზისის გამო, ჭიათურაში საწარმოო პროცესი სრულად გაჩერდა.“ – ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს. მათივე ცნობით აღნიშნულ პირობებში, თანამშრომლებს ხელფასის 60%-ის ანაზღაურებასა და მოქმედი სადაზღვევო საოჯახო პაკეტის შენარჩუნებას ვთავაზობთ. „ჩვენმა მენეჯმენტმა, საწარმოების ხელმძღვანელებთან ერთად, რვა თვიანი კრიზისის შედეგები შეაფასა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის მარტის თვიდან კომპანიას […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიმარჯვებს შეერთებული შტატების არჩევნებში, უკრაინა თავის ტერიტორიებს არ დათმობს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა არ წავა ტერიტორიულ დათმობებზე, მიუხედავად აშშ-ის არჩევნების შედეგისა, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ზელენსკიმ სამხრეთ კორეულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა. „შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა, შესაძლოა, გააძლიეროს, ან შეასუსტოს. უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება მისცემს რუსეთს ჩვენი ოკუპაციის შესაძლებლობას. უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება არ მოგვცემს ამ ომის მოგების შესაძლებლობას და […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეზღუდვა მცხეთის რაიონის სოფლებს, დიდ დიღომსა და სოფელ დიღომს შეეხება. “გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 1-ელ ნოემბერს 11:00-იდან 18:30 საათამდე ელექტროენერგია დროებით გაითიშება ქ. მცხეთაში კარიბჭის, აღმაშენებლის, წმ. ნინოს, ჯავახიშვილის, ჭავჭავაძის, […]
ოდესა, პოლტავა, ხარკოვი – რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანეს

შუაღამის შემდეგ, 1 ნოემბერს უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევის გამო. მანამდე, გასულ ღამით რუსეთის ჯარებმა რაკეტებით, დრონებით და ავიაბომბებით დაარტყეს ოდესის, პოლტავის და ხარკოვის ოლქებს. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სარაკეტო შეტევის სამიზნე იყო ქალაქ ოდესის სახანძრო სამსახურის ერთ-ერთი ნაწილი, სადაც ორი მაშველი დაიჭრა. პოლტავის ოლქზე დრონებით შეტევის შედეგად დაზიანებულია […]