The Insider: ივანიშვილის საეჭვო გამარჯვებამ, შესაძლოა, საქართველო ავტორიტარიზმში ჩააგდოს

“ივანიშვილის საეჭვო გამარჯვებამ, შესაძლოა, საქართველო ავტორიტარიზმსა და რეპრესიებში ჩააგდოს”, – ამ სათაურით The Insider-ი ვრცელ სტატიას აქვეყნებს და საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე წერს. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ დასავლეთთან დაახლოების შეწყვეტა, ვლადიმერ პუტინთან ღია დაახლოებას ოლიგარქ, ბიძინა ივანიშვილისთვის სულ უფრო მაცდურ სცენარად აქცევს. ასევე, სტატიაში ორი კრიტიკული მედიის ფორმულასა და მთავარი არხის მიერ მომზადებული ეგზიტპოლებიც არის […]

შენგელია მოედანზე საუკეთესო იყო, “ვირტუსი” კი მილანში ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

ევროლიგაში მნიშვნელოვანი მატჩი დათმო თორნიკე შენგელიას “ვირტუსმა”, რომელიც იტალიურ დერბიში “ოლიმპიას” მილანში შეხვდა. პირველი ტაიმიცა და მთლიანად მატჩიც “ბოლონიელებმა” 9 ქულით დათმეს. “ვირტუსს” ვერ უშველა შენგელიას შედეგიანმა თამაშმა და საბოლოოდ 90:99 დამარცხდა. პირველი ტაიმის 35:44 წაგების შემდეგ “ვირტუსმა” მესამე პერიოდი საოცრად დაიწყო ერთი ხანობა 6 ქულითაც იგებდა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მეოთხე მეოთხედს მხოლოდ […]

მამუკელაშვილის სეზონის საუკეთესო მატჩი – “სან ანტონიო სპურსმა” “იუტა ჯაზი” დაამარცხა [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “სან ანტონიო სპურსმა” “იუტა ჯაზი” 106:88 დაამარცხა. ტეხასელთა რიგებში სანდრო მამუკელაშვილი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 10:39 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა დააგროვა და 1 მოხსნა მიითვალა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე “სპურსის” ლიდერი ვიქტორ ვემბანიამა გახდა, ფრანგმა ცენტრმა საკუთარ გუნდს 25 ქულა, 9 მოხსნა, 7 ასისტი, 5 […]

“ქართუ ფონდმა” “ჯორჯიან მანგანეზის” ტრეიდერი კომპანიისგან ₾147 მილიონი ისესხა

ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდმა “ქართუმ” 147 მილიონი ლარი ისესხა “ჯორჯიან მანგანეზთან” დაკავშირებული კომპანია “სტიილ ინთერნეიშენალ ტრეიდინგ კომპანისგან” – ამის შესახებ კომპანიის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული 2023 წლის ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა. “სტიილ ინთერნეიშენალ თრეიდინგ კომპანი” არის საქართველოდან მანგანუმით და ნახშირით მოვაჭრე უმსხვილესი ჰოლდინგი, რომელიც “ჯორჯიან მანგანეზისა” და “საქნახშირის” მიერ წარმოებული პროდუქციით გლობალურ ბაზრებზე ვაჭრობს. აღნიშნული კომპანია თავის […]

“ამბასადორი ბათუმი აილენდმა” სამშენებლო ნებართვა მიიღო – რა გეგმები აქვს კომპანიას?

სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ ქ. ბათუმის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა გასცა. სამშენებლო ნებართვა მოიცავს შავი ზღვის სანაპიროზე ჯამურად 102 ჰექტარი მიწის ნაკვეთის და ნაპირდამცავი ჯებირების მოწყობას. გადაწყვეტილება დაეფუძნა 40-მდე საერთაშორისო და ადგილობრივ კვლევას, სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ მიერ დამტკიცებულ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშსა და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო […]

ჯეიმი ოლივერი არაა იმ მასშტაბის გასტრო-ინფლუენსერი, რომ ₾3 მლნ დაიხარჯოს – ლუკა ნაჭყებია

შეფ ლუკა ნაჭყებიას აზრით, ჯეიმი ოლივერი არაა იმ მასშტაბის გასტრო-ინფლუენსერი, რომ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საქართველოს ტურიზმის მარკეტინგის კამპანიისთვის მისთვის ₾3 მლნ გადაეხადა. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში საქართველოს პოპულარიზაციისთვის ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ ჯეიმი ოლივერისთვის ₾3.2 მილიონის გადახდის კომენტირებისას განუცხადა. „შეიძლება ნებისმიერ გასტრო-ინფლუენსერს, რომელიც თვითნებურად ჩამოვიდოდა, უფრო დიდი მოცვა ჰქონოდა tik-tok-ზე ან/და სხვა პლატფორმებზე. […]

რომელია მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისთვის საუკეთესო ავიაკომპანიები – რეიტინგი

საერთაშორისო მოგზაურობა არასოდეს ყოფილა ისე ხელმისაწვდომი, როგორც დღეს. თანამედროვე საშუალო და გრძელ მაგისტრალური თვითმფრინავები საშუალებას გაძლევთ მიაღწიოთ მსოფლიოს უმეტეს ქალაქებს ერთი ან ორი ფრენით. წამყვანი ავიაკომპანიები უზრუნველყოფენ 200-ზე მეტ მიმართულებას მათი მშობლიური აეროპორტებიდან, რაც უზრუნველყოფს მოსახერხებელ მარშრუტებს მოგზაურებისთვის. Simple Flying-ის მიხედვით, რომელია საუკეთესო ხუთ საერთაშორისო ავიაკომპანია დღეს? Turkish Airlines: საერთაშორისო მარშრუტების უდიდესი ქსელი Turkish Airlines-ი […]

კოლხეთის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი

2007 წ. 1 ნოემბერს საქართველოში ათონის წმინდა მთიდან კოლხეთის ღვთისმშობლის ხატი ჩამობრძანდა. ხატი კარიესის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის სენაკის მოღვაწეებმა – მღვდელმონაზონმა ეფრემმა და ბერმა ტიმოთემ ჩამოაბრძანეს. კოლხეთის ღვთისმშობლის ხატი ათონის მთის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი „ოდიგიტრიად“ წოდებული ხატის ასლია. „ოდიგიტრია“ ქართულად გზამკვლევს ნიშნავს და ეს ხატი ადამიანებს ცხოვრებაში სწორი გზის არჩევაში ეხმარება. „ოდიგიტრიის“ ასლს დართული აქვს […]

ზელენსკი: უკრაინას ვერ აიძულებენ ტერიტორიების დათმობას

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისევ განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიებს არ დათმობენ. სამხრეთ კორეის ტელეკომპანია KBS-თან ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ მიუხედავად იმისა, ვინ გაიმარჯვებს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში და შეიცვლება თუ არა ვაშინგტონის მხარდაჭერის პოლიტიკა, უკრაინა თავისი ტერიტორიების საკითხში კომპრომისებზე არ წავა. ზელენსკის განცხადებით, შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტს შეუძლია უკრაინის მხარდაჭერა ან გააძლიეროს, ამ შეასუსტოს, […]

ყველა პარამეტრით ათი თავით მაღლა ვართ ყველა კანდიდატ ქვეყანაზე – პრემიერი

ყველა პარამეტრით ათი თავით მაღლა ვართ ყველა კანდიდატ ქვეყანაზე, მაგრამ ფორმალურად ვართ ნახევარი ნაბიჯით უკან – უსამართლობაა, თუმცა მომავალი წლიდან ურთიერთობები გადაიტვირთება და სამართლიანობაც სრულად აღდგება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს პროცესი ინტენსიურად მომავალი წლის პირველი კვარტლიდან დაიწყება. „ჩვენ სულ უფრო მეტად ვუახლოვდებით ურთიერთობების გადატვირთვას […]