ჯერჯერობით მხოლოდ ის გავიგეთ, რომ “სამართლიანი არჩევნების” პარალელური ხმის დათვლის მონაცემები ერთი-ერთში ემთხვევა ცესკო-ს მონაცემებს, წინა შემთხვევაში გააყალბეს, ახლა საერთოდ არ აქვეყნებენ, მსოფლიოში ერთიც უპრეცედენტო იყო და მეორეც

ჯერჯერობით მხოლოდ ის გავიგეთ, რომ “სამართლიანი არჩევნების” პარალელური ხმის დათვლის მონაცემები ერთი-ერთში ემთხვევა ცესკო-ს მონაცემებს, წინა შემთხვევაში გააყალბეს, ახლა საერთოდ არ აქვეყნებენ, მსოფლიოში ერთიც უპრეცედენტო იყო და მეორეც უკვე ექვსი დღე გავიდა არჩევნების შემდეგ და მაგალითად, სამართლიან არჩევნებს დღემდე არ გამოუქვეყნებია დოკუმენტი, რომელიც მათ შექმნეს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ […]
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება

გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით,ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თემატიკაზე მათგან მრავალფუნქციური ჩანთები შექმნა. ქუჩაში განთავსებული სარეკლამო ბანერები ქუჩის ესთეტიკის და ვიბრაციის ნაწილია, ამიტომ გრაფიტ არტისტმა მიშიკო სულაკაურმა a.k.a. LAMB თითოეული ჩანთა ინდივიდუალურად მოხატა, რამაც ჩანთებს უნიკალური დიზაინი, მრავალფეროვანი, სასიამოვნოდ ქაოტური გამოძახილი და სტრიტარტის […]
ლავროვი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველად გეგმავს ევროკავშირის ქვეყანაში ჩასვლას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აპირებს დეკემბერში მალტას ეწვიოს და მონაწილეობა მიიღოს ეუთოს წევრი ქვეყნების მინისტრთა საბჭოს სხდომაში. ინფორმაცია გამოცემა „ვედომოსტის“ დაუდასტურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ. თუ მალტა ლავროვს მიიღებს, ეს იქნება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში მისი პირველი ვიზიტი 2022 წლის თებერვლის, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. სერგეი ლავროვი იმ […]
„ქართული ოცნება“ ხმების დაკარგვის ბრალდებით ოპოზიციისთვის პროკურატურაში ჩივილს აპირებს

ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნება“ ოპოზიციურ პარტიებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების დაკარგვის ბრალდებით პროკურატურაში უჩივლებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ოპოზიცია მოქმედებდა ორი სქემით. · მათ მხარდამჭერებს არეგისტრირებდნენ საკუთარ წარმომადგენლებად სხვა უბნებზე, რის გამოც ცესკომ ისინი ამოიღო მთავარი საარჩევნო სიიდან და გადაიყვანა დამატებით სიებში. მამუკა მდინარაძის თქმით, გამოავლინეს 81 შემთხვევა, რაც სისტემურობაზე მიუთითებს. […]
ვახტანგ ძაბირაძე – ქუჩის გარეშე პროცესი ვერ დაიძვრება, თუ ოპოზიცია საპროტესტო ტალღის აგორებას ვერ შეძლებს, პროცესი გაჩერდება და „ოცნება“ მანდატს შეინარჩუნებს – არასრულფასოვანი, მაგრამ მაინც პარლამენტი იქნება

ქუჩის პროტესტის გარეშე ეს პროცესი ვერ დაიძვრება, ეს არის ანბანური ჭეშმარიტება. რამდენად მძლავრი იქნება ეს პროტესტი, ეს ოპოზიციის ქმედებებზე იქნება დამოკიდებული და იმაზე, რეალურად, როგორი მხარდაჭერა აქვს, – ამის შესახებ პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, ხმების დაცვის მიზნით ოპოზიციური პარტიების გეგმებზე საუბრისას აცხადებს. როგორც ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თუ თუ ოპოზიცია ვერ შეძლებს პროტესტის აგორებას, ეს იმას ნიშნავს, […]
მამუკა მდინარაძე – ოპოზიციის გეგმაა, რომ გეგმა ორშაბათს იქნება – თქვეს, „ქართველი ხალხის გაბრაზება უნდა განვახორციელოთო“ და თავისი ამომრჩეველი გააბრაზეს – ოპოზიცია უკვე „აჭრილია“

ოპოზიციის გეგმაა, რომ გეგმა არ აქვთ, უსერიოზულესი გეგმაა – როდესაც თქვეს, ჩვენ ახლა ქართველი ხალხის გაბრაზება უნდა განვახორციელოთო, თავისი ამომრჩეველი გააბრაზეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ გეგმის გამოცხადების ორშაბათისთვის გადადებას. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიცია უკვე „აჭრილია“ და სწორადაც ვეღარ მეტყველებს. „მათი გეგმაა, […]
თბილისის საქალაქო სასამართლოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე სადიგოვის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის გაგრძელების შესახებ იმსჯელებენ. სხდომას ესწრება დაკავებული ჟურნალისტიც. ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი საქართველოში მიმდინარე წლის 3 აგვისტოს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული. აფგან სადიგოვს აზერბაიჯანში მიმდინარე გამოძიების საფუძველზე გამოძალვის ორ ეპიზოდს ედავებიან. სადიგოვი […]
Stellantis-მა მესამე კვარტალში შემოსავალი 27%-ით შეამცირა

ავტომწარმოებელმა Stellantis NV-მ, რომელიც ჩამოყალიბდა Fiat Chrysler-ისა და PSA Group-ის შერწყმის შედეგად, მესამე კვარტალში შემოსავლების 27%-იანი კლება დააფიქსირა. ეს გამოწვეულია გაყიდვების შემცირებით „პროდუქტის ხაზის განახლებისა და მარაგების შემცირების გარდამავალი პერიოდის განმავლობაში“, ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში. Stellantis-ის შემოსავალმა ივლის-სექტემბერში 33 მილიარდი ევრო შეადგინა. ავტომობილების გაყიდვები 20%-ით შემცირდა 1,148 მლნ–მდე. FactSet-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების კონსენსუსის პროგნოზი ვარაუდობს, რომ […]
Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.7324 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:30 საათისთვის ერთი დოლარი 2.7324 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7404 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 31 ოქტომბრის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7427 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9810 ლარია.
ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძე მსოფლიოს ჩემპიონი, მირიან მაისურაძე კი მსოფლიოს ვიცეჩემპიონია

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში არაოლიმპიურ წონით კატეგორიებში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა ავთანდილ კენჭაძემ (79 კგ). ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ ფინალში ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე მაგომედ მაგომაევი ანგარიშით 13:4 დაამარცხა. ფინალამდე ავთანდილ კენჭაძემ თურქ, იაპონელ, ყაზახ სპორტსმენებს სძლია, ნახევარფინალში კი ირანელ მოჭიდავესთან ორთაბრძოლაში გაიმარჯვა. მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა მირიან მაისურაძემ (92 კგ). ქართველმა მოჭიდავემ […]