KIU ფიზიკის საშემოდგომო ფრანგულ-ქართულ სკოლას მასპინძლობს

1-3 ნოემბერს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ფინანსური მხარდაჭერითა და საფრანგეთის საელჩოსა და ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის, KIU-ში ფიზიკის საშემოდგომო ფრანგულ-ქართული სკოლის პროექტი ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, პირველი კონფერენცია KIU-ს კანცლერმა თეა იმედაძემ და ადრონული თერაპიის ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა გახსნეს. „თეა იმედაძემ პროექტის მონაწილეებს […]

მაია ომიაძე – ტურიზმის ინდუსტრიაში შემოსავლები რეკორდულ ნიშნულზეა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის განცხადებით, 2024 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. როგორც მაია ომიაძემ განმარტა, წლევანდელი მონაცემები 2023 წელთან შედარებით 6.5%-ით გაზრდილია, ხოლო პანდემიამდელ პერიოდს, როდესაც შემოსავალი გაზრდილი იყო რეკორდულად, 34 %-ით აჭარბებს. „2024 წლის პირველი სამი კვარტლის შემოსავლები ტურიზმის ინდუსტრიაში რეკორდულ ნიშნულზეა, საერთაშორისო ტურიზმიდან […]

ირაკლი ნადარეიშვილი – საქართველოს ტურისტული სექტორი გამოვიდა პოსტპანდემიური აღდგენის ეტაპიდან და გადავიდა განვითარების ახალ ფაზაში, რაზეც მიმდინარე წლის სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ტურისტული სექტორი გამოვიდა პოსტ პანდემიური აღდგენის ეტაპიდან და ჩვენ ვაკვირდებით სექტორის განვითარების ახალ ფაზას, რაზეც 2024 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სტატისტიკაც მეტყველებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა მიმდინარე წლის სამი კვარტლის მონაცემების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავალმა რეკორდულ მოცულობას – 3,5 მილიარდ […]

EPP: მოვუწოდებთ დემოკრატიულ პარტნიორებს, ჩაერთონ საქართველოში დარღვევების გამოძიებაში

ევროპის სახალხო პარტიის (EPP) განცხადებით, 26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობას კვლავ ჩამოერთვა ფუნდამენტური უფლება, აირჩიოს მომავალი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. „ძალადობის, ზეწოლის, დაშინების, ხმების მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო მანიპულაციებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კიდევ უფრო დააშორა ქვეყანა დემოკრატიული ღირებულებებისგან, კანონის უზენაესობისა და ევროინტეგრაციის პერსპექტივისაგან, რომლისკენაც ისწრაფვის ქართველი ხალხი. ევროპის სახალხო პარტია მხარს უჭერს ქართველი […]

მარნეულში, საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ჩაყრაზე დაკავებული 2 პირი თავს დამნაშავედ არ ცნობს

მარნეულში, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების ფაქტზე დაკავებული 2 მოქალაქე თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამის შესახებ მედიასთან დაკავებულების ადვოკატმა ისაუბრა. დაკავებულებიდან ერთ-ერთი მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, როვშან ისკანდიროვია. “ისინი თავს დამნაშავედ არ ცნობენ. შესაბამისად, ჩვენ არცერთ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით არ ვიშუამდგომლებთ, თუმცა, საბოლოოდ, ალტერნატივის სახით, გირაოს მაინც შევთავაზებთ […] ის კადრები, რაც ჩანს, გარკვეულწილად, […]

მამუკა ხაზარაძე – პროდასავლური ოპოზიციური კოალიციები ერთიან საშტაბო მუშაობაზე გადადიან: უწყვეტი პროტესტი – ქუჩის აქციები, ტოტალურად გაყალბებული არჩევნების საერთაშორისო გამოძიება!

„ძლიერის საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში ოპოზიციის გეგმის რამდენიმე პუნქტი გამოაქვეყნა. ხაზარაძის ინფორმაციით, პროდასავლური ოპოზიციური კოალიციები ერთიან საშტაბო მუშაობაზე გადადიან. ამასთან, ერთ-ერთი პუნქტი ქუჩის უწყვეტი პროტესტია. „პროდასავლური ოპოზიციური კოალიციები ერთიან საშტაბო მუშაობაზე გადადიან. უწყვეტი პროტესტი – ქუჩის აქციები; ტოტალურად გაყალბებული არჩევნების საერთაშორისო გამოძიება!“ – წერს ხაზარაძე „ფეისბუქზე“.

მიხეილ სააკაშვილი – მესმის ხალხის სურვილი, რომ აქციები დაჩქარდეს, თუმცა პარტიებზე გადაბრალება მხოლოდ ოლიგარქის რეჟიმს აწყობს – აქტიურ მოქალაქეებს მოვუწოდებ, დაიწყონ პროტესტი უახლოეს საათებსა და დღეებში

მესმის ხალხის დიდი ნაწილის სურვილი, რომ აქციები დაჩქარდეს, თუმცა პარტიებზე გადაბრალება ოლიგარქის რეჟიმს აწყობს მხოლოდ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. სააკაშვილი აქტიურ მოქალაქეებს მოუწოდებს, უახლოეს საათებსა და დღეებში პროტესტი დაიწყონ. „ვინ უშლის ნებისმიერ, თუნდაც მცირერიცხოვან ჯგუფს თვითონ გამოხატონ პროტესტი და არ დაელოდონ პარტიებს. მჯერა, რომ ასეთი აქტიური მოქალაქეები არსებობენ […]

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 2 და 3 ნოემბერს ტრადიციადქცეული ღონისძიება – საშემოდგომო „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოფენაზე ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიში, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება, თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. „ღონისძიებაზე დაინტერესებულ პირებს ეკო-შემეცნებითი პროგრამები ელოდებათ, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, აღმოაჩინონ მცენარეთა […]

ISFED-ს თავისივე ანგარიშით აქვს დადგენილი, რომ ამ არჩევნებს არავითარი სისტემური პრობლემა არ ჰქონია

ISFED-ს თავისივე ანგარიშით აქვს დადგენილი, რომ არავითარი სისტემური პრობლემა ამ არჩევნებს არ ჰქონია, თუმცა მათი განცხადებები არის განსხვავებული, იგივე ხდებოდა 2020 წელს და ეს არავის უკვირს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ISFED მთლიანობაში 1000 უბანს აკვირდებოდა და ანგარიშში უწერიათ, რომ მხოლოდ 100 უბანზე დაიწერა საჩივარი, […]

არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობას აქვს ერთი მარტივი მიზეზი – როცა ატყუებ საკუთარ ამომრჩეველს, მერე გიწევს თავის მართლება

არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობას აქვს ერთი მარტივი მიზეზი – არ შეიძლება, ასე უხეშად ატყუებდე ხალხს და საკუთარ ამომრჩეველს, რადგან არჩევნების მეორე დღეს გიწევს, თვალებში ჩახედო საკუთარ მხარდამჭერებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა. პრემიერის თქმით, ამომრჩევლის მოტყუების გამო ოპოზიციას უწევს საკუთარი ამომრჩევლის წინაშე თავის მართლება და ამის ერთადერთი საშუალება მათთვის არარსებულ […]