გია ხუხაშვილი – ოპოზიციას კარგად არ აქვს გააზრებული, რა უნდა გააკეთოს, „ქართული ოცნება“ კი სტაბილურობისთვის, ალბათ, დაიწყებს „ბარტყების“ გადმოყრას და „რუსულ კანონს“ დათმობს

ახლა დრო არ მუშაობს ოპოზიციაზე. ისინი ხვდებიან, რომ რაღაც სწრაფად უნდა გააკეთონ, მაგრამ მეჩვენება, რომ რა უნდა გააკეთონ, ეს მაინც და მაინც კარგად არ აქვთ გააზრებული და საკმაოდ რთულ პროცესში არიან. ბუნებრივია, ხელისუფლება ამით სარგებლობს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც ხმების დაცვის მიზნით ოპოზიციის ნაბიჯები შეაფასა. გია ხუხაშვილის შეფასებით, ერთი მხრივ, […]

ფიზიკური პირის ქონების დეკლარაციის წარდგენის ვადა დღეს იწურება – იურისტი გვანცა ჟორჟოლიანი განმარტავს ვის ეხება გადასახადი

1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა. ქონების (მათ შორის მიწის) გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2024 წლის წლიური (2023 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა. იურისტი გვანცა […]

ენერგეტიკის სექტორში ინვესტორთა ნაწილი,შესაძლოა წინა-სამშენებლო გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლდეს

ენერგეტიკის სექტორში ინვესტორთა ნაწილი, წინა-სამშენებლო გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან შესაძლოა გათავისუფლდეს. მთავრობის 515-ე დადგენილებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, ქარის, მზის და 100 მგვტ.-მდე დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურები წინა-სამშენებლო გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე გათავისუფლდებიან. როგორც Galt&Taggart-ის კვლევაშია ნათქვამი, ეს ცვლილება მიზნად ისახავს ახალი განახლებადი წყაროების აღმოჩენა-განვითარებას. არსებული წესის მიხედვით, როდესაც ინვესტორი იწყებს განახლებადი ენერგიის პროექტის განვითარებას, ის […]

“იანვარში “გალათასარაიში” დარჩები?” – ოსიმენმა ფანის შეკითხვას უპასუხა

“ნაპოლიდან” “გალათასარაიში” განათხოვრებულმა ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა თურქული კლუბის გულშემატკივარს განუცხადა, რომ მიმდინარე სეზონს “გალაში” გაატარებს. მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, “პარტენოპეის” ვიქტორი იანვარში დაებრუნებინა და სხვა კლუბში გაეყიდა, თუმცა როგორც ჩანს, ნიგერიელი “გალათასარაის” დატოვებას არ აპირებს. – “ვიქტორ, სეზონის მეორე ნახევარშიც ჩვენთან იქნები?” – მიმართა გულშემატკივარმა ოსიმენს. – “რა თქმა უნდა, […]

თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება

გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თემატიკაზე მათგან მრავალფუნქციური ჩანთები შექმნა. ქუჩაში განთავსებული სარეკლამო ბანერები ქუჩის ესთეტიკის და ვიბრაციის ნაწილია, ამიტომ გრაფიტ არტისტმა მიშიკო სულაკაურმა a.k.a. LAMB თითოეული ჩანთა ინდივიდუალურად მოხატა, რამაც ჩანთებს უნიკალური დიზაინი, მრავალფეროვანი, სასიამოვნოდ ქაოტური გამოძახილი და […]

თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება

გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თემატიკაზე მათგან მრავალფუნქციური ჩანთები შექმნა. ქუჩაში განთავსებული სარეკლამო ბანერები ქუჩის ესთეტიკის და ვიბრაციის ნაწილია, ამიტომ გრაფიტ არტისტმა მიშიკო სულაკაურმა a.k.a. LAMB თითოეული ჩანთა ინდივიდუალურად მოხატა, რამაც ჩანთებს უნიკალური დიზაინი, მრავალფეროვანი, სასიამოვნოდ ქაოტური გამოძახილი და […]

მეცნიერული კვლევების ჯამურმა მოცულობამ შარშან 203.9 მლნ ლარი შეადგინა

2023 წელს, საქართველოში მეცნიერულ კვლევებს ახორციელებდა 63 დაწესებულება, რომელთა მიერ წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ჯამურმა მოცულობამ 202.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 18.7 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. „საქსტატის“ ინფორმაციით, კვლევებსა და დამუშავებებზე დასაქმებულთა რიცხოვნობა 0.8 პროცენტით გაიზარდა და 15 215 შეადგინა, რომელთაგან 13 114 ერთეულს წარმოადგენდნენ მკვლევარები. მკვლევარების 54.4 პროცენტი ქალია, ხოლო 45.6 პროცენტი […]

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა დროებით მუშაობას აჩერებს

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე დროებითი მართვის რეჟიმი იმოქმედებს – სრულად გაითიშება საწარმოო სიმძლავრეები და შეჩერდება ფეროშენადნობების წარმოების პროცესი. ამ პირობებში, ჩვენს თანამშრომლებს ხელფასის 60%-ს გადავუხდით და სრულად შევუნარჩუნებთ საოჯახო სადაზღვევო პაკეტს. თანამშრომლების იმ ნაწილს კი, რომლებიც მიმდინარე და დაგეგმილ კაპიტალურ სარემონტოებში ჩაერთვებიან, ხელფასის 100%-ს ავუნაზღაურებთ. გადაწყვეტილების მიზეზი მსოფლიო […]

„მთლიანობაში ეუთო/ოდირის დასკვნა არის დადებითი“ – ირაკლი კობახიძე

მთლიანობაში ეუთო/ოდირის დასკვნა არის დადებითი, რაც შეეხება კრიტიკულ ნაწილს – არის ზოგადი ფრაზები მოცემული ამ ანგარიშში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ანგარიშში არ არის მოცემული დადგენილი ფაქტები. „მთლიანობაში ეუთო/ოდირის დასკვნა არის დადებითი, რაც შეეხება კრიტიკულ ნაწილს – არის ზოგადი ფრაზები მოცემული ამ ანგარიშში, საქმე ეხება მოსყიდვას, […]

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა დროებით მუშაობას აჩერებს – განცხადება (რ)

“ჯორჯიან მანგანეზი” ზესტაფონის ფეროს 4 თვით გაჩერების მიზეზებს განმარტავს. მანგანეზში იმედს გამოთქვამენ, რომ გლობალურ ბაზრებზე მდგომარეობა მალე გამოსწორდება და სამუშაო პროცესის დათქმულ ვადაზე ადრე აღდგენა იქნება შესაძლებელი.