მადრიდის მეტრო შუქნიშნებით აღიჭურვება რაც სმენადაქვეითებულ მგზავრებს ცხოვრებას გაუადვილებს – მედია

მადრიდის მეტროში მატარებლების კარების შუქნიშნებით აღჭურვა გადაწყვიტეს: ისინი გაუადვილებენ ცხოვრებას სმენადაქვეითებულ მგზავრებს. ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს. შუქნიშანზე იქნება სამი სიგნალი: წითელი – ეს ნიშნავს, რომ კარები მალე დაიხურება და მატარებელში შესვლა და გამოსვლა არ შეიძლება; მწვანე – კარები ღიაა; მოციმციმე მწვანე – კარები იხსნება. ვარაუდობენ, რომ ინიციატივა სასარგებლო იქნება არა მხოლოდ სმენის დაქვეითების მქონე მომხმარებლებისთვის, […]

საქართველომ სატელეკომუნიკაციო და IT მომსახურების ექსპორტიდან შარშან 892 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო

2023 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტმა 7 053.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 23.7 პროცენტით მეტია, ხოლო იმპორტი – 3 618.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 19.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს დადებითმა სავაჭრო ბალანსმა 3 434.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 28.4 პროცენტით მეტია 2022 […]

მადრიდის მეტრო შუქნიშნებით აღიჭურვება რაც სმენადაქვეითებულ მგზავრებს ცხოვრებას გაუადვილებს – მედია

მადრიდის მეტროში მატარებლების კარების შუქნიშნებით აღჭურვა გადაწყვიტეს: ისინი გაუადვილებენ ცხოვრებას სმენადაქვეითებულ მგზავრებს. ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს. შუქნიშანზე იქნება სამი სიგნალი: წითელი – ეს ნიშნავს, რომ კარები მალე დაიხურება და მატარებელში შესვლა და გამოსვლა არ შეიძლება; მწვანე – კარები ღიაა; მოციმციმე მწვანე – კარები იხსნება. ვარაუდობენ, რომ ინიციატივა სასარგებლო იქნება არა მხოლოდ სმენის დაქვეითების მქონე მომხმარებლებისთვის, […]

თბილისში ქირა წლიურად 9%-ით გაიაფდა

2024 წლის სექტემბერში თბილისში 3,430 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2023 წლის სექტემბრის მაჩვენებელს 14%-ით აღემატება. „თიბისი კაპიტალის“ ინფორმაციით, საშუალო გასაყიდმა ფასმა 1,244 $/კვ.მ შეადგინა და წლიურად 6%-ით გაიზარდა. „გასაქირავებელი ფასი $11.4-ს გაუტოლდა, რაც 2023 წლის იმავე თვესთან შედარებით 9%-ით ნაკლებია, ხოლო 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით 1%-იანი კლება დაფიქსირდა. 2024 წლის სექტემბერში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები […]

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 2 და 3 ნოემბერს ტრადიციად ქცეული ღონისძიება – საშემოდგომო „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება. ინფორმაციას თბილისის თბილისის მერიის პრეასსამსახური ავრცელებს. „გამოფენაზე ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიში, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება, თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. ღონისძიებაზე დაინტერესებულ პირებს ეკო-შემეცნებითი პროგრამები ელოდებათ, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, აღმოაჩინონ […]

ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“ გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლებისა და კვლევითი ინსტიტუტების პროფესორ-მასწავლებლებმა და მკვლევრებმა, დარგის სპეციალისტებმა ეკონომიკასა და ბიზნესში მიმდინარე გამოწვევებზე კვლევითი ნაშრომები წარმოადგინეს და საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა […]

“შეუძლია თუ არა “ნაპოლის” რაშფორდის შეძენა?” – იტალიელი სატრანსფერო ექსპერტის პასუხი

რამდენიმე კვირის წინ იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ნაპოლის” “მანჩესტერ იუნაიტედის” გარემარბის მარკუს რაშფორდის შეძენა სურს, თავად ინგლისელმა ფეხბურთელმა კი “პარტენოპეიში” გადასვლაზე თანხმობა უკვე განაცხადა. აღნიშნულთან დაკავშირებით Radio Marte-ს ეთერში სატრანსფერო ექსპერტმა ლუკა მარკეტიმ ისაუბრა. მას სთხოვეს გარიგების ალბათობა შეეფასებინა. მარკეტის თქმით, “ნაპოლის” რაშფორდის შეძენა გაუჭირდება, თუმცა თუ ინგლისელმა “იუნაიტედის” ძირითად შემადგენლობაში ადგილი საბოლოოდ დაკარგა, […]

1 ნოემბერი ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ბოლო დღეა

1 ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარირების ვადა სრულდება. შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ წელს 240 288 ფიზიკურ პირს, რომლებსაც 40 ათას ლარზე მეტი შემოსავალი ჰქონდათ გასულ წელს, მიწერეს დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ. კანონმდებლობის თანახმად, თუ პირის და მისი ოჯახის წევრების ჯამური წლიური შემოსავალი გადააჭარბებს 40 ათას ლარს, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დაგებეგრებათ. [მათ შორის, დაუმთავრებელი […]

ჰარისი: არჩევის შემთხვევაში ტრამპი ჯანდაცვის პროგრამებს შეკვეცავს

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი ამბობს, რომ მისი რესპუბლიკელი მეტოქე დონალდ ტრამპი ჯანდაცვის პროგრამებს შეკვეცავს, 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში. ვიცე-პრეზიდენტმა ჰარისმა 31 ოქტომბერს ვისკონსინის ამომრჩევლებს შეახსენა, რომ ტრამპმა თავისი პრეზიდენტობის პერიოდში, 2017-2021 წლებში, წარუმატებლად სცადა “ხელმისაწვდომი ზრუნვის აქტის” სახელით ცნობილი ჯანდაცვის პროგრამის გაუქმება. “ამ არჩევნებზე დგას ყველა ამერიკელის ჯანდაცვის საკითხი”, – […]

მარნეულში ბიულეტენების ჩაყრისთვის დაკავებულ ძმებს პატიმრობა შეუფარდეს

მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილებით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ბიულეტენების ჩაყრის ბრალდებით დაკავებულ ძმებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლემ განჩინება დღეს, 1 ნოემბერს, გამოსცა. დაკავებულთაგან ერთი (როვშან ისკანდაროვი) მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა და „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, მეორე კი მისი ძმაა (ექბარ ისკანდაროვი). ისინი ბრალს არ აღიარებენ და ირწმუნებიან, რომ გავრცელებული ვიდეოკადრები დამონტაჟებულია. „რომ ამბობენ გაყალბებას. მე არ […]