ლიბერალური ფაშიზმის ფაზა დამთავრდა და წარსულს ჩაბარდა. ამის ნათელი მაგალითი კი საქართველოში 26 ოქტომბერს განვითარებული პროცესები იყო

„უნდა დასრულდეს ვაშინგტონიდან ბრიუსელელი ევრობიუროკრატებისათვის დაკვეთილი და ამ უკანასკნელთა მიერ განხორციელების გზაზე მდგარი პატარა ქვეყნებისათვის თავსმოხვეული 21-ე საუკუნის მოდერნიზებული ზნეობრივ-მორალური კოლონიზაცია. რაც იმავდროულად განადგურებით ემუქრება უპირველესად სწორედ ევროპას და მის ასე ხმამაღლა გაცხადებული ღირებულებებს.“-წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში, რითაც ვიქტორ ორბანსა და ავსტრიის „თავისუფლების პარტიის“ ულტრამემარჯვენე ლიდერს, ჰერბერტ კიკლს შორის ხელმოწერილ ვენის დეკლარაციას გამოეხმაურა. […]

უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის გამო უკრაინაში 585 ბავშვი დაიღუპა

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგად დაიღუპა 585 ბავშვი, 1664 არასრულწლოვანი კი სხვადასხვა სიმძიმით დაშავდა, ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაში. განცხადების თანახმად, ბავშვების უმეტესობა დაიღუპა და დაშავდა დონეცკის, ხარკოვის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, კიევის, ზაპოროჟიესა და ნიკოლაევის რეგიონებში. ამ განცხადების გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლეონიდ ტიმჩენკომ თქვა, რომ ომის გამო 1700-ზე მეტი ბავშვი […]

სასამართლომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს სამი თვით გაუხანგრძლივა საექსტრადიციო პატიმრობა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქში დაკავებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს, სამი თვით გაუხანგრძლივა საექსტრადიციო პატიმრობა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა დღეს, 1 ნოემბერს, გამოაცხადა. დაკავებული და მისი ადვოკატები ითხოვდნენ, პატიმრობა გირაოთი ანდა თავდებობით შეცვლილიყო, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. „მე არასდროს ჩამიდენია სისხლის სამართლის დანაშაული, უბრალოდ ალიევს [აზერბაიჯანის პრეზიდენტი] ვაკრიტიკებდი და ვამხელდი მის დანაშაულებს“, – თქვა […]

ოპოზიციური პარტიების ინფორმაციით, დიპლომატიურ კორპუსს არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს დღეს წარუდგენენ

ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ. შეხვედრა „ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ შტაბში, 18:00 საათზეა ჩანიშნული. როგორც „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრის მთავარი მიზანი სხვადასხვა ქვეყნის ელჩისთვის „ყველა კომპოზიციისა და კომპონენტის წარდგენაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე განახორციელა“. „დღეს, 18:00 საათზე დიპლომატიურ კორპუსთან იქნება შეხვედრა, სადაც ჩვენ წარვადგენთ არჩევნების, […]

იგორ ნარმანია – აქციები იქნება პერმანენტული და უწყვეტი ხასიათის, რაც უმნიშვნელოვანესი პროცესია

აქციები იქნება პერმანენტული და უწყვეტი ხასიათის, რაც უმნიშვნელოვანესი პროცესია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ იგორ ნარმანიამ 4 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ამ პროცესში ჩართული იქნება ყველა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული მომავალი. „აქციები იქნება პერმანენტული და უწყვეტი ხასიათის, რაც არის უმნიშვნელოვანესი პროცესი. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩართული იქნება, როგორც საზოგადოება, […]

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ აზერბაიჯანის გენერალურ კონსულს უმასპინძლა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, აზერბაიჯანის გენერალურ კონსულს, ფარვიზ ისმაილზადეს უმასპინძლა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრა ბათუმში შედგა. ფარვიზ ისმაილზადემ დიპლომატიური მისია ამოწურა. გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე, დავით გაბაიძემ, მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანელ დიპლომატს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა, საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებულ პარტნიორულ […]

13%-იანი სხვაობა ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგს შორის სავარაუდო მანიპულირებაზე მიუთითებს — Edison Research

Edison Research-მა საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების დღეს ჩატარებული ეგზიტპოლების მიმოხილვა დაასრულა. როგორც ამერიკული კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, ეს მიმოხილვა განხორციელდა ბრალდებების შემდეგ, რომ არჩევნების შედეგის მთავარი განმსაზღვრელი გაყალბება იყო. „ედისონი“ 2012 წლიდან ატარებს ეროვნულ ეგზიტპოლებს საქართველოში. „ედისონის“ ყველა წინა ეგზიტპოლმა ზუსტად დაადასტურა ოფიციალური კენჭისყრის შედეგები, რომელიც „ქართულ ოცნების“ გამარჯვებას აჩვენებდა. 2024 წლამდე ხუთ ეგზიტპოლში „ქართული ოცნების“ […]

მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ ოპოზიციამ “ოცნებას” ხმები მოჰპარა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას „აბულინგებს“ არჩევნების გაყალბების ბრალდებით, სინამდვილეში კი „ნაცმოძრაობის კლასტერმა“ თავად მოიპარა „ქართული ოცნების“ ხმები და საამისო მტკიცებულებებსაც ფლობს. ამის შესახებ მდინარაძემ პირველ ნოემბერს პრესკონფერენციაზე ილაპარაკა. მდინარაძე ამბობს, რომ „დადასტურებული ფაქტებით“ გამოააშკარავეს ოპოზიციის სქემები და პროკურატურას მოუწოდა, გამოიძიოს ყველა მათგანი. „კონკრეტული ამომრჩევლები, რომლებიც იდენტიფიცირებული გვყავს, როგორც „ქართული […]

ნათია მეზვრიშვილი – ჩვენი ინფორმაციით, მიმდინარეობს ცესკო-ს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლა – თითოეული დაგვიანებული დღე ქმნის მტკიცებულების განადგურების რისკს

„გახარია საქართველოსთვის“ სასამართლოს მიმართავს, უზრუნველყოს ცესკო-ს სერვერებსა და ელექტრონულ აპარატებში არსებული ინფორმაციის დაცვა და ცესკო აიძულოს, ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ხმის მიცემის შესახებ ინფორმაცია. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, აქვთ ინფორმაციას, რომ მიმდინარეობს ცესკო-ს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლა. „ამ დრომდე ცესკო თავს არიდებს დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნა და […]

გიორგი ვაშაძე – პასუხს ველოდები „ქართული ოცნებისგან“: მზად არის თუ არა საერთაშორისო, მიუკერძოებელი გამოძიებისთვის – პროტესტი იქნება მწვავე, ისეთი, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს

მამუკა მდინარაძის დღევანდელმა ბრიფინგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არჩევნები ტოტალურად მოპარულია, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ვაშაძე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას და აღნიშნა, რომ თუ ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ ხმები დააკლო, „მით უმეტეს, არჩევნები გასაუქმებელი და ახლიდან ჩასატარებელია“. „მამუკა მდინარაძის დღევანდელმა ბრიფინგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ […]