აფგან სადიგოვი სასამართლომ 3 თვით საექსტრადაციო პატიმრობაში დატოვა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი სასამართლომ 3 თვით საექსტრადაციო პატიმრობაში დატოვა. ადვოკატებმა სადიგოვისთვის საექსტრადაციო პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს, რაც მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა არ დააკმაყოფილა, ასევე, არც გირაოს შუამდგომლობისა და პირადი თავდებობის საკითხიც დაკმაყოფილდა. თავად დაკავებული სადიგოვის თქმით, მას სისხლის სამართლის დანაშაული არასდროს ჩაუდენია და როგორც აღნიშნა, მისი ექსტრადირების შემთხვევაში შესაძლოა მოკლან. დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სასამართლო პროცესზე დანაშაულებრივ […]
სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში წყალმომარაგების რეგულირების სასწავლო კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს რეგისტრაცია სასწავლო კურსზე „წყალმომარაგების სექტორის რეგულირების საფუძვლები“. აღნიშნული კურსი განკუთვნილია სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მომსახურების ხარისხის საკითხების შესწავლისა და რეგულირების მიმართულებებთან. კურსის ფარგლებში, მონაწილეებს ტრენინგებს ჩაუტარებენ წყალმომარაგების სექტორში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პირები. კურსის […]
III კვარტალში Microsoft-მა რეკორდული შემოსავალი მიიღო

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Microsoft-მა 2024 წლის მესამე კვარტლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, გასულ კვარტალში მან კომპანიის 50-წლიან ისტორიაში შემოსავლების კუთხით საუკეთესო შედეგები აჩვენა, რაც დიდწილად ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ტექნოლოგიური ინოვაციების დამსახურებაა. FactSet-ის ინფორმაციით, Microsoft-მა მესამე კვარტალში ერთ აქციაზე $3.30-ის შემოსავალი მიიღო, წმინდა შემოსავალმა კი $24.7 მილიარდი შეადგინა. ფინანსური ანალიტიკოსების მოლოდინი ერთ აქციაზე $3.10, […]
Edison: 13-პუნქტიანი სხვაობა ეგზიტპოლსა და შედეგებს შორის მანიპულაციებზე მიანიშნებს

ამერიკული ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია Edison Research-ი, რომელმაც ეგზიტპოლი ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით მოამზადა, აცხადებს, რომ საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლსა და ოფიციალურ შედეგებს შორის განსხვავება კენჭისყრის “მანიპულაციაზე” მიუთითებს. ორგანიზაცია დეტალურად აღწერს კვლევის მეთოდს და აღნიშნავს, რომ “13-პუნქტიანი სხვაობა Edison-ის ეგზიტპოლსა და ქართული ოცნების ოფიციალურ შედეგებს შორის [54%], ვერ აიხსნება მხოლოდ სტანდარტული ვარიაციით და ადგილობრივ დონეზე […]
პაატა მანჯგალაძე – ნამეტანს ნუ მოვთხოვთ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, ვისაც უნდა პროტესტი, თვითორგანიზებით შეგვიძლია უფრო მეტი გავაკეთოთ – პირადად ჩემი გეგმაა პროტესტი, არშეგუება მოპარულ არჩევნებს

პირადად ჩემი გეგმაა პროტესტი, არშეგუება მოპარულ არჩევნებს, მანამდე, სანამ ხალხი არ დაიბრუნებს ძალაუფლებას – ნამეტანს ნუ მოვთხოვთ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, ვისაც უნდა პროტესტი, თვითორგანიზებით შეგვიძლია უფრო მეტი გავაკეთოთ,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, მანჯგალაძემ უპასუხა კითხვას, შესაძლებელია თუ არა ოპოზიციის მიერ ორშაბათს დაგეგმილმა აქციამ რუსთაველის გამზირზე მიიღოს […]
“ოპოზიციური პარტიების სირთულე სწორედ ამაშია” – ხუხაშვილი

ხელისუფლების ცვლილება მიზანი, ან მითუმეტეს თვითმიზანი კი არ არის, ეს არის საშუალება იმისათვის, რომ მივაღწიოთ რეალურ მიზანს – ყველა იმ მანკიერების აღმოფხვრას, რაც ხელს უშლის ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებას ევრო-კავშირში გაწევრიანების გზით და შესაბამისად გარდაუვალს ხდის რუსეთის იმპერიაში რეინტეგრაციას. შესაბამისად, პრო-ევროპული პარტიები ამ პროცესში ჩვენთვის არიან არა იმდენად ლიდერები, რამდენადაც ამ მიზნის მიღწევის ინსტრუმენტები და […]
“დაიმახსოვრეთ, თუ მოძრაობის ორგანიზატორი იქნება ერთი პიროვნება, პარტია – დაიჭერენ” – თუთბერიძე

დაიმახსოვრეთ, თუ დაუმორჩილებლობის და წაინააღმდეგობის მოძრაობის ორგანიზატორი იქნება ერთი პიროვნება, პოლიტიკური პარტია ან/და ორგანიზაცია მათ დაიჭერენ და ასე შეეცდებიან ძალაუფლების უზურპირებას. მაგრამ თუ დაუმორჩილებლობის და წინააღმდეგობის მოძრაობების ორგანიზატორები ვიქნებით ყველა და საკუთარ თავებს თავად დავაორგანიზებთ და გადავალთ დაუმორჩილებლობაზე ყველგან, აქ უკვე გამორიცხულია ამისი ჩახშობა. ყველას ვერ დაიჭერენ. დაიჭერენ 5000 მაგრამ ვერ დაიჭერენ 200 000, 300 […]
ისრაელის მხრიდან ევაკუაციის ბრძანების გაცემის შემდეგ დაიბომბა ბეირუთის სამხრეთი

1 ნოემბერს, გამთენიისას, სულ მცირე, 10 დარტყმა განხორციელდა ბეირუთის სამხრეთში – იუწყება ლიბანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო. დაბომბვას წინ უძღოდა ისრაელის არმიის ბრძანება ამ ადგილებიდან ევაკუაციის შესახებ. AFPTV-ის მიერ გავრცელებულ მასალაზე ჩანს აფეთქებები და კვამლი. “რეიდებმა დიდი ნგრევა გამოიწვია სამიზნე არეალებში, მიწასთან გასწორდა ათობით შენობა, ხანძრების პარალელურად”, – წერს სახელმწიფო სააგენტო NNA. თავდასხმებამდე ერთი დღით ადრე, […]
„საქართველოს ტურისტული სექტორი გამოვიდა პოსტპანდემიური აღდგენის ეტაპიდან“ – ირაკლი ნადარეიშვილი

„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ტურისტული სექტორი გამოვიდა პოსტ პანდემიური აღდგენის ეტაპიდან და ჩვენ ვაკვირდებით სექტორის განვითარების ახალ ფაზას, რაზეც 2024 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სტატისტიკაც მეტყველებს“ – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა მიმდინარე წლის სამი კვარტლის მონაცემების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავალმა რეკორდულ მოცულობას – 3,5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. […]
საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის დაახლოებით 85% პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გადის

ღვინო უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში მესამე ადგილზეა. მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოდან 214.5 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინოები გავიდა, რაც 2023 წლის ექსპორტს 10.9%-ით აღემატება. 9 თვეში ქვეყნის საზღვრებს გარეთ ექსპორტზე 73.6 მილიონი ლიტრი ღვინო გავიდა. ქართული ღვინის მთავარი სარეალიზაციო ბაზარი ტრადიციულად რუსეთია, რომელსაც ღვინის მთლიან ექსპორტში 68.4% უკავია, ექსპორტი 13.8%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ […]