უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის გამო უკრაინაში 585 ბავშვი დაიღუპა

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგად დაიღუპა 585 ბავშვი, 1664 არასრულწლოვანი კი სხვადასხვა სიმძიმით დაშავდა, ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ბავშვების უმეტესობა დაიღუპა და დაშავდა დონეცკის, ხარკოვის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, კიევის, ზაპოროჟიესა და ნიკოლაევის რეგიონებში.
ამ განცხადების გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლეონიდ ტიმჩენკომ თქვა, რომ ომის გამო 1700-ზე მეტი ბავშვი ითვლება დაკარგულად.
საერთო ჯამში, განსაკუთრებულ ვითარებაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ერთიან სიაში 52 ათასზე მეტი ადამიანია.
რუსეთმა ფართომასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის თებერვალში დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – შიშვლდება ოპოზიციის დიდი ნაწილი ივანიშვილის წინაშე მოლაპარაკებების თხოვნით, პატიმართა შეწყალების ხვეწნით, არჩევნების იმედის გამოხატვით – უნდა შევწყვიტოთ მსხვერპლის და მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა