რომელი კომპანიები მოიხმარენ საქართველოში ყველაზე მეტ ელექტროენერგიას?

2024 წლის ცხრა თვეში საქართველომ სულ 11.7 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.7%-ით არის გაზრდილი. სტატისტიკის თანახმად, ქვეყანამ წელს საკუთარი ენერგომოხმარების უდიდესი ნაწილი ადგილობრივი გენერაციის მეშვეობით დააკმაყოფილა, რამაც აღნიშნულ პერიოდში 11.3 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა. სემეკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ადგილობრივ მოხმარებაში თელასისა და ენერგო პროს აბონენტები ჭარბობენ, კერძოდ […]

დუდა სანაძის 8 ქულა და “ანორთოსისის” მარცხი სლოვაკეთში

ფიბა ევროპის თასზე მორიგი მატჩი გამართა და ისევ დამარცხდა კვიპროსის “ანორთოსისი”, რომლის ღირსებასაც დუდა სანაძე იცავს. კვიპროსული გუნდი სლოვაკეთში “ლევიცეს” შეხვდა და უშანსოდ – 68:100 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მოთამაშემ მოედანზე 17:05 წუთი გაატარა და შეხვედრა 8 ქულით, 1 მოხსნით და 1 პასით დაასრულა. დუდამ 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი […]

რატომ შეუმცირდა ექსპორტი “რუსთავის აზოტს”? – განმარტება

„რუსთავის აზოტის“ მმართველი კომპანია „ინდორამა კავკასუსის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ბურდილაძის თქმით, 2024 წლის 10 თვის მონაცემებით, კომპანიას ექსპორტი წლიურად 34 000 ტონით შეუმცირდა.

“ბიზნეს საზოგადოება შეშფოთებულია… ICC Georgia სრულად უჭერს მხარს პრეზიდენტის პოზიციას” – ICC Georgia

ICC Georgia (საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში) 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოხატავს. ამის შესახებ მათ განცხადებაშია საუბარი. ICC Georgia წერს, რომ გმობს ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევას და რუსეთთან მორგებული პოზიციისკენ გადახრას. საარჩევნო პროცესში მასიური, სისტემური დარღვევების შესახებ ცნობებმა, მათ შორის არჩევნების თარიღამდე, მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია ბიზნეს საზოგადოებაში. დემოკრატიული პროცესების მთლიანობა ფუნდამენტურია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით […]

„ლიონის“ გულშემატკივრები გიორგი მიქაუტაძის გოლებით კმაყოფილი არიან – ფრანგული გამოცემა

„გიორგი მიქაუტაძემ საბოლოოდ გამოიღვიძა“, – ასეთი სათაურით გამოაქვეყნა ფრანგულმა გამოცემამ, footmercato-მ წერილი „ლიონის“ ქართველ თავდამსხმელზე, რომელმაც უგოლო თამაშების სერია „ოსერთან“ დუბლით დაასრულა. „მიქაუტაძისთვის „ლიონში“ დაბრუნება რთული აღმოჩნდა. „მეცში“ წარმატებული ნახევარი სეზონისა (19 მატჩში 12 გოლი, 3 საგოლე გადაცემა) და სენსაციური ევრო 2024-ის (3 გოლით ტურნირის თანაბომბარდირი გახდა) შემდეგ 23 წლის თავდამსხმელი ახლოს იყოს „მონაკოსთან“, მაგრამ […]

„ხობი2″ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო პროექტია – დავით მირცხულავა

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალზე მდებარე „ხობი 2 ჰესი” ოფიციალურად გაიხსნა. კომპანია „ფერიმ“ „ხობი 2 ჰესის“ მშენებლობა 2015 წელს დაიწყო. სადგურის დადგმული სიმძლავრე 44,5 მეგავატია, ელექტრო ენერგიის გამომუშავება კი 200 მლნ კვტ სთ. ჰიდროელექტროსადგურის პირველი ფაზისთვის ინვესტიციის მოცულობა 250 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, დავით მირცხულავას შეფასებით, ხობი 2 დამოუკიდებელი საქართველოს […]

ჭიათურაში მადნის მოპოვება, ზესტაფონში კი ფეროშენადნობთა ქარხნის მუშაობა ჩერდება

კომპანია Chiatura Management Company ჭიათურაში მადნის მოპოვებას აჩერებს და მიზეზის განმარტებისას ხელს სოფელ შუქრუთის მოსახლეობისკენ იშვერს, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებიან შუქრუთელები. შუქრუთელების პროტესტს და საერთაშორისო ბაზრის პირობებს უკავშირებს მუშაობას დროებით შეწყვეტას ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაც. კომპანიის თანახმად საწარმოო პროცესი სრულად გაჩერდა “სოფელ შუქრუთის მოსახლეობის რადიკალური პროტესტის შედეგად წარმოშობილი ფინანსური კრიზისის გამო”. კომპანია თანამშრომლებს ხელფასის 60 %-ის […]

საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულების ადვოკატი – არ ცნობენ თავს დამნაშავედ, სასამართლოს დღევანდელ განჩინებას აუცილებლად გავასაჩივრებთ

მხარეების პოზიციაა ასეთი, რომ არ ცნობენ თავს დამნაშავედ, რაც შეეხება სასამართლოს დღევანდელ განჩინებას, აუცილებლად გავასაჩივრებთ დადგენილ ვადებში, მივმართავთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს, – ამის შესახებ საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებული საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, როვშან ისკანდაროვისა და მისი ბიძაშვილის, ექბარ ისკანდაროვის ადვოკატმა, ზურაბ დალაქიშვილმა განაცხადა. როგორც ზურაბ დალაქიშვილმა „პალიტრანიუსს“ განუცხადა, კადრები, რომელიც გავრცელდა, კონტექსტიდანაა ამოღებული და […]

„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა

მინერალური წყალი „ბორჯომი,“ ფრანკფურტში გამართულ საერთაშორისო დაჯილდოება – Zenith Global’s Water Drinks Awards-ზე, ქილის შეფუთვაში საუკეთესო სასმელად დასახელდა. 2024 Global Water Drinks Awards-ის ყოველწლიურ დაჯილდოებას ამჯერად გერმანიამ უმასპინძლა. გამარჯვებული კომპანიები, წყლის 21-ე საერთაშორისო კონგრესის გალა საღამოზე დასახელდა. საერთაშორისო ჟიურიმ 120 აპლიკანტიდან, სხვადასხვა ნომინაციაში, 15 გამარჯვებული გამოავლინა, მათ შორის – „ბორჯომის” ქილის ახალი შეფუთვა, რომელიც საქართველოში […]

სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები დიპლომატებს შეხვდნენ

სადამკვირვებლო მისიამ “ჩემი ხმა“, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” და “სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ”, საქართველოში მოქმედ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ერთობლივი პრეზენტაცია წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გამოვლენილ დარღვევებს და სავარაუდო გაყალბების სქემას. „სადამკვირვებლო მისიებმა დიპლომატებს გააცნეს არჩევნების დღეს თითოეული […]